სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 15. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს: ა) ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და ადგილს, შესაძლებლობის შემთხვევაში – ასევე მისი პიროვნების დამადასტურებელ სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებათა აღწერას იმ კანონზე მითითებით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამგვარი დანაშაულისათვის.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს: ა) სასამართლოს განჩინება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ; ბ) პირის ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი, ხოლო თუ პირი მსჯავრდებულია – კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ასლი; გ) კანონის ტექსტი, რომლითაც გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის, ასევე ექსტრადიციის საკითხის განხილვისათვის საჭირო სხვა საკანონმდებლო აქტები; დ) შესაძლებლობის შემთხვევაში – ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდები, გენეტიკური პროფილი ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას შეიძლება დაერთოს სხვა დოკუმენტებიც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს შორის არსებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს: ა) ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და ადგილს, შესაძლებლობის შემთხვევაში – ასევე მისი პიროვნების დამადასტურებელ სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებათა აღწერას იმ კანონზე მითითებით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამგვარი დანაშაულისათვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს: ა) სასამართლოს განჩინება პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდების შესახებ; ბ) პირის ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი, ხოლო თუ პირი მსჯავრდებულია – კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ასლი; გ) კანონის ტექსტი, რომლითაც გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის, ასევე ექსტრადიციის საკითხის განხილვისათვის საჭირო სხვა საკანონმდებლო აქტები; დ) შესაძლებლობის შემთხვევაში – ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის ფოტოსურათი, თითის ანაბეჭდები, გენეტიკური პროფილი ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას შეიძლება დაერთოს სხვა დოკუმენტებიც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს შორის არსებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²²21¹²³21¹²⁴165⁷201614¹3414551¹63²9 (და…15
მითითებამნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…საქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…უცხოეთში მცხოვრები თან…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს მოქალაქეებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა