საქართველოს საპატენტო კანონი

მუხლი 19. პატენტის მიღების უფლება

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 3 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილისალომე კობერიძეგიორგი საბანაშვილი

1.პატენტის მიღების უფლება აქვს გამომგონებელს ან მის უფლებამონაცვლეს.

2.რამდენიმე პირის მიერ შექმნილი გამოგონების პატენტის მიღების უფლება აქვს როგორც ყველა თანაგამომგონებელს ერთად, ისე თითოეულ მათგანს სხვა თანაგამომგონებლების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, თუ თანაგამომგონებელთა შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3.თუ ერთი და იგივე გამოგონება დამოუკიდებლად შექმნა ორმა ან ორზე მეტმა პირმა, პატენტის მიღების უფლება აქვს იმ გამომგონებელს, რომლის განაცხადსაც უფრო ადრინდელი პრიორიტეტი აქვს.

4.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადებს დაუდგინდათ ერთი და იგივე პრიო-რიტეტი, პატენტი გაიცემა განმცხადებელთა შეთანხმებაში მითითებულ პირზე (პირებზე). მხარეთა შეუთანხმებ-ლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო.

5.დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ გამოგონებაზე, რომელიც უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას, პატენტის მიღების უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6.თუ გამოგონების შექმნა არ უკავშირდება დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას, მაგრამ დასაქმებულმა/შეკვეთის მიმღებმა გამოგონების შესაქმნელად გამოიყენა დამსაქმებლის/შემკვეთის მფლობელობაში არსებული რესურსი, პატენტის მიღების უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს, ხოლო დასაქმებულს/შეკვეთის მიმღებს ეკუთვნის ამ გამოგონებაზე უსასყიდლოდ არაექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მიღების ან/და პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების შესყიდვის უპირატესი უფლება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7.ერთი და იმავე პრიორიტეტის მქონე ერთსა და იმავე გამოგონებაზე, რომელზედაც ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ შეტანილია რამდენიმე განაცხადი, არ შეიძლება გაიცეს ერთზე მეტი პატენტი. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    არღვევს თუ არა სარჩელის წარდგენა მოპასუხის სახელის უფლებას?

    გ. კ-ა მოითხოვდა პატენტით დაცული ობიექტების გამოყენებით მიღებული მოგებიდან 50000 ლარის გადახდას ან აგრეგატების საპროექტო გადაწყვეტით მუშაობაზე გადაყვანას, ხოლო შპს სადავო პატენტებში სადგურზე დანერგვის მითითების გაუქმებას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ სარჩელის წარდგენა მოპასუხის სახელის უფლების დარღვევას არ წარმოადგენს და პატენტმფლობელის უფლებები პატენტის ტექსტში დანერგვის ადგილის მითითებაზე დამოკიდებული არ არის. სასამართლომ მიუთითა, რომ შესამოწმებელია მხარეთა უფლებები სამსახურებრივი ობიექტის მიმართ და შესაფასებელია მოსარჩელის მიერ წარდგენილი გაანგარიშება. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პატენტის მიღების უფლება აქვს გამომგონებელს ან მის უფლებამონაცვლეს. 2. რამდენიმე პირის მიერ შექმნილი გამოგონების პატენტის მიღების უფლება აქვს როგორც ყველა თანაგამომგონებელს ერთად, ისე თითოეულ მათგანს სხვა თანაგამომგონებლების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, თუ თანაგამომგონებელთა შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. თუ ერთი და იგივე გამოგონება დამოუკიდებლად შექმნა ორმა ან ორზე მეტმა პირმა, პატენტის მიღების უფლება აქვს იმ გამომგონებელს, რომლის განაცხადსაც უფრო ადრინდელი პრიორიტეტი აქვს. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადებს დაუდგინდათ ერთი და იგივე პრიო-რიტეტი, პატენტი გაიცემა განმცხადებელთა შეთანხმებაში მითითებულ პირზე (პირებზე). მხარეთა შეუთანხმებ-ლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო. 5. დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ გამოგონებაზე, რომელიც უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას, პატენტის მიღების უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6. თუ გამოგონების შექმნა არ უკავშირდება დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას, მაგრამ დასაქმებულმა/შეკვეთის მიმღებმა გამოგონების შესაქმნელად გამოიყენა დამსაქმებლის/შემკვეთის მფლობელობაში არსებული რესურსი, პატენტის მიღების უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს, ხოლო დასაქმებულს/შეკვეთის მიმღებს ეკუთვნის ამ გამოგონებაზე უსასყიდლოდ არაექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მიღების ან/და პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების შესყიდვის უპირატესი უფლება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 7. ერთი და იმავე პრიორიტეტის მქონე ერთსა და იმავე გამოგონებაზე, რომელზედაც ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ შეტანილია რამდენიმე განაცხადი, არ შეიძლება გაიცეს ერთზე მეტი პატენტი. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 თებ. 1999 – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 1 ივნ. 2023

    მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში განაცხადის შეტანის უფლება შეიცვალა პატენტის მიღების უფლებით, ხოლო დამატებული მე-7 პუნქტი ერთი პრიორიტეტისა და განმცხადებლის შემთხვევაში ერთ პატენტს ადგენს.

  2. პირველ პუნქტში ავტორი შეიცვალა გამომგონებლით; მე-2 პუნქტი თანაგამომგონებელთა განაცხადის შეტანის წესად გადაიწერა და დაემატა მე-3–მე-6 პუნქტები დამოუკიდებელი შექმნის, პრიორიტეტისა და დამსაქმებლის/შემკვეთის უფლებების შესახებ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
57121848711363²⁸9112711 (დ…192019
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საპატენტო …ინოვაციების შესახებინტეგრალური მიკროსქემი…დიზაინის შესახებფუნდამენტური კვლევების…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა