საქართველოს საპატენტო კანონი

მუხლი 57. პატენტის ბათილად ცნობა

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 27 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიანესტან ანანიძელექსო სვიმონიშვილი

1.სასამართლო საქპატენტის მიერ გაცემულ პატენტს ან ვალიდირებულ ევროპულ პატენტს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს, თუ დადგინდა, რომ: ა) პატენტის საგანი პატენტუნარიანი არ არის; ბ) პატენტი გამოგონებას არ აღწერს ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება; გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც, ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, გამოგონებად არ მიიჩნევა; დ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელზედაც, ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, პატენტი არ გაიცემა; ე) პატენტის საგანი სცდება შეტანილი განაცხადის შინაარსის ფარგლებს, ან პატენტი გაცემულია გამოყოფილი განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცდება შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს; ვ) პატენტის მფლობელს არ ჰქონდა პატენტის მიღების უფლება ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად; ზ) პატენტით განსაზღვრული დაცვის ფარგლები გაფართოვდა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პატენტის მიღების უფლებამოსილების მქონე პირმა შეიძლება პატენტის ბათილად ცნობის ნაცვლად პატენტის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

2¹.საქპატენტი პატენტს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს: ა) პატენტის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე; ბ) ამ კანონის 42 1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე; გ) ამ კანონის 68 5 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, თუ დადგინდა, რომ სასარგებლო მოდელი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 71 1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს.

3.პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ ინფორმაცია შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 6

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    რა უნდა დაასაბუთოს მოსარჩელემ პატენტის ბათილად ცნობის მოთხოვნისას?

    მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხის სასარგებლო მოდელზე გაცემული პატენტის ბათილად ცნობას პატენტუნარიანობისა და აღწერის სისრულის საფუძვლით. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა პატენტის ბათილობის საფუძველი და ვერ დაასაბუთა დავის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი. სასამართლომ ასევე განმარტა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პრეიუდიციული მოქმედების ფარგლები. საკასაციო საჩივარი არსებითი განხილვის შემდეგ არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსსკ-ის 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    გამორიცხავს თუ არა თამაშობებისა და გათამაშების წესების მიმართ დაწესებული შეზღუდვა ლოტოს ტიპის თამაშობაში მონაწილეობის ხერხის პატენტუნარიანობას მოცემულ საქმეში?

    დავა შეეხებოდა თამაშობაში მონაწილეობის ხერხზე გაცემული პატენტის გაუქმებასა და პატენტის სავარაუდო დარღვევით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას. ქვედა ინსტანციის სასამართლომ ორივე მოთხოვნაზე უარი თქვა, ხოლო საკასაციო საჩივარი მხოლოდ პატენტის გაუქმებაზე უარის ნაწილს შეეხო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სადავო თამაშობაში მონაწილეობის ხერხი საპატენტო კანონის მე-16 მუხლის გამონაკლისით არ იყო გამორიცხული პატენტუნარიანი ობიექტებიდან. სასამართლომ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დატოვა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    როდის არის ქვედა ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტი სავალდებულო საკასაციო სასამართლოსათვის?

    მოსარჩელეები ითხოვდნენ გამოგონების გამოყენების აკრძალვას, უნებართვო გამოყენებისათვის ჯარიმასა და საავტორო ჯილდოს, ხოლო მოპასუხემ შეგებებული სარჩელით დამცავი დოკუმენტის გაუქმება მოითხოვა. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის საავტორო მოწმობის საფუძველზე საქართველოს პატენტი არ გაცემულა და ამ ფაქტის მიმართ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ იყო წამოყენებული. სასამართლოს შეფასებით, პატენტით დაცული გამოგონების უნებართვო გამოყენებისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნა საქართველოს პატენტის მიღებას საჭიროებდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

  • №3კ-331-032003-04-229
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როგორ ფასდება დაუსწრებელი გადაწყვეტილება, როდესაც მოპასუხე საქმის წინა სხდომებში მონაწილეობდა, შემდგომ კი მისი დირექტორი ავად გახდა და სასამართლოს ამის შესახებ

    დავა ეხება პატენტით დაცული გამოგონების უნებართვო გამოყენების აკრძალვას, ჯარიმისა და საავტორო ჯილდოს დაკისრებას, აგრეთვე შეგებებულ მოთხოვნას დამცავი დოკუმენტების გაუქმების შესახებ. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ადრე ჩატარებულ სხდომებში მოპასუხის მონაწილეობა გამორიცხავდა მის გამოუცხადებლობაზე დაყრდნობით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, ხოლო დირექტორის ავადმყოფობა მისი გაუქმების საფუძველი იყო. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში შეგებებულ სარჩელზე არ უმსჯელიათ. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე იმავე სასამართლოს დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად.

  • №3კ-633-022002-07-177
    საკასაციო არსებითი (T2)

    როგორ განსაზღვრა სასამართლომ პატენტის სამართლებრივი ბუნება პატენტის გაუქმების დავაში?

    სს „დ.“ მოითხოვდა სასარგებლო მოდელზე გაცემული პატენტის გაუქმებას სიახლის არარსებობის საფუძვლით. უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა საკასაციო პრეტენზია დავის ადმინისტრაციული წესით განხილვის აუცილებლობის შესახებ და პატენტი გამოგონების დამცავ დოკუმენტად მიიჩნია. სასამართლომ სწორად ჩათვალა პატენტის გაცემისას მოქმედი „გამოგონების შესახებ“ დებულების გამოყენება. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სსსკ 410-ე მუხლით უცვლელად დარჩა გადაწყვეტილება პატენტის გაუქმების შესახებ.

  • №ას-45-44-102010-05-0626
    დაუშვებლობა (T5)

    რა საფუძვლების არსებობას ამოწმებდა სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობისას?

    დავა შეეხებოდა შემოტანილი პატენტის გაუქმებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი არ არსებობდა. საჩივარი დაუშვებლად დარჩა განუხილველად, მისი არსებითი განხილვის გარეშე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სასამართლო საქპატენტის მიერ გაცემულ პატენტს ან ვალიდირებულ ევროპულ პატენტს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს, თუ დადგინდა, რომ: ა) პატენტის საგანი პატენტუნარიანი არ არის; ბ) პატენტი გამოგონებას არ აღწერს ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება; გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც, ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, გამოგონებად არ მიიჩნევა; დ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელზედაც, ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, პატენტი არ გაიცემა; ე) პატენტის საგანი სცდება შეტანილი განაცხადის შინაარსის ფარგლებს, ან პატენტი გაცემულია გამოყოფილი განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცდება შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს; ვ) პატენტის მფლობელს არ ჰქონდა პატენტის მიღების უფლება ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად; ზ) პატენტით განსაზღვრული დაცვის ფარგლები გაფართოვდა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პატენტის მიღების უფლებამოსილების მქონე პირმა შეიძლება პატენტის ბათილად ცნობის ნაცვლად პატენტის მისთვის გადაცემა მოითხოვოს. 2 1 . საქპატენტი პატენტს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს: ა) პატენტის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე; ბ) ამ კანონის 42 1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე; გ) ამ კანონის 68 5 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, თუ დადგინდა, რომ სასარგებლო მოდელი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 71 1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს. 3. პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ ინფორმაცია შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183 საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 თებ. 1999 – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 1 ივნ. 2023

    57-ე მუხლით ბათილობა შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი და ეხება ვალიდირებულ ევროპულ პატენტსაც, დაემატა ბათილობის ახალი „ზ“ საფუძველი, ხოლო 2¹ პუნქტით საქპატენტიც ბათილად ცნობს პატენტს სამ შემთხვევაში.

  2. 57-ე მუხლში პატენტის გაუქმება შეიცვალა სასამართლოს მიერ ბათილად ცნობით და შეიცვალა ბათილობის საფუძვლების ნუსხა; გამოუყენებლობით გაუქმების წესი ამოღებულია, დაემატა პატენტის გადაცემის მოთხოვნა და რეესტრში შეტანა/ბიულეტენში გამოქვეყნება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42¹16171968⁵71¹5835¹1538¹⁰2842229201957
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საპატენტო …საქართველოს სამოქალაქო…სასაქონლო ნიშნების შეს…დიზაინის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა