Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათამბაქოს კონტროლის შესახებმუხლი 4

თამბაქოს კონტროლის შესახებ

მუხლი 4. თამბაქოს კონტროლის ღონისძიებები და თამბაქოს კონტროლის სფეროს მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2025
თემები:ალკოჰოლი და თამბაქო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹3²3³3⁴3⁵456

1.საქართველოს მთავრობა ახორციელებს თამბაქოს კონტროლის გრძელვადიან სახელმწიფო სტრატეგიას და ყოველწლიურ სახელმწიფო პროგრამას.

2.საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება: ა) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით; ა 1 ) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობა, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმები, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით; ბ) თამბაქოს ნაწარმზე (კოლოფზე/ბლოკზე, შეფუთვაზე) სამედიცინო გაფრთხილებების (მათ შორის, პიქტოგრამისა და ტექსტობრივი წარწერის) დატანის წესი; გ) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი; დ) თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები.

3.ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვა უნდა უზრუნველყოს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა საკუთარი ხარჯებით. თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა უნდა დაადასტუროს გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა სამინისტროს უნდა წარუდგინოს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი უზრუნველყოფს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებთან შესაბამისობას. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნული, განახლებული დოკუმენტები ხელახლა წარადგინოს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში. ასეთი ცვლილების შემთხვევაში განახლებული დოკუმენტების წარდგენა ხდება ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა. ამასთანავე, თამბაქოს ნაწარმის  მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა სამინისტროს თამბაქოს ნაწარმის (გარდა თამბაქოს ახალი ნაწარმისა და გასახურებელი თამბაქოსი) საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა უნდა წარუდგინოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნული, განახლებული ინფორმაცია ხელახლა წარადგინოს ინგრედიენტების რაოდენობის ან სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში. ასეთი ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის წარდგენა ხდება თამბაქოს ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა.

3¹.გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს შეტყობინება ნებისმიერი იმ ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც გეგმავს იგი. შეტყობინება სამინისტროს უნდა მიეწოდოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმით, შესაბამისი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე 3 თვით ადრე. შეტყობინებას უნდა ერთოდეს ამ ნაწარმის დეტალური აღწერა და გამოყენების ინსტრუქცია, აგრეთვე ინფორმაცია აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტებისა და მისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ.

3².მოსაწევი თამბაქოს წარმოება (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩა, დანამვა და სოუსირება, თამბაქოს ნედლეულის შერევა, თამბაქოს დაჭრა, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავება, დაჭრილი თამბაქოს არომატიზება, დაჭრილი თამბაქოს შერევა და მზა პროდუქტის შეფუთვა) და სიგარეტის წარმოება (დაჭრილი თამბაქოს სიგარეტში განთავსება, ფილტრიანი სიგარეტისა და უფილტრო სიგარეტის წარმოება, სიგარეტის კოლოფში შეფუთვა) საჭიროებს თამბაქოს წარმოების ლიცენზიას. თამბაქოს წარმოების ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის იმპორტი ან საქართველოს ტერიტორიაზე სხვა სახის თამბაქოს ნაწარმის წარმოება, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს მოყვანა, პირველადი დამუშავება და დაჭრა.

3³.თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მაძიებელზე გაიცემა შესაბამისი ლიცენზია, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პირობებს, მათ შორის, თუ თამბაქოს ნაწარმის ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით საწარმო უზრუნველყოფილია საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად აღჭურვილი სათანადო ლაბორატორიით.

3⁴.თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია განახორციელოს ამ მუხლის 3 2 პუნქტით გათვალისწინებული  თითოეული საქმიანობა და უზრუნველყოს თამბაქოს წარმოების სრული პროცესი. რომელიმე ამ საქმიანობის განუხორციელებლობა შესაბამისი ლიცენზიის პირობების დარღვევად მიიჩნევა და იწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

3⁵.ამ მუხლის 3 2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საქმიანობის (გარდა ფიზიკური პირის მიერ  საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს მოყვანისა, პირველადი დამუშავებისა და დაჭრისა) თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

4.ამ კანონით დადგენილი თამბაქოს წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აკრძალვის/შეზღუდვის წესები გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი ლიცენზიით/ნებართვით/ავტორიზაციით განსაზღვრულ საქმიანობის განმახორციელებელ პირთა სალიცენზიო/ სანებართვო/საავტორიზაციო პირობებში.

5.თამბაქოს კონტროლის სფეროში ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმება არ არის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი და, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

6.საჯარო დაწესებულებას, სახელმწიფო მოსამსახურეს და საჯარო მოსამსახურეს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მომზადების, მიღებისა და შესრულების პროცესში თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მათთვის თამბაქოს წარმოებასთან და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით ეფექტიანი რეგულირების შესაძლებლობის მისაცემად. თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობის აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნულმა პირებმა მათთან სახელმწიფოს ურთიერთობა უნდა წარმართონ გამჭვირვალედ, საჯარო განხილვების, ამ ურთიერთობის შესახებ საჯარო შეტყობინებისა და შემუშავებული დოკუმენტების საზოგადოებისთვის გაცნობის საშუალებით. აღნიშნულ ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3121 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5128 – ვებგვერდი, 23.10.2019წ. საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის კანონი №4380 – ვებგვერდი, 29.07.2024წ.

რედაქციების შედარება

1. საქართველოს მთავრობა ახორციელებს თამბაქოს კონტროლის გრძელვადიან სახელმწიფო სტრატეგიას და ყოველწლიურ სახელმწიფო პროგრამას. 2. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება: ა) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით; ა 1 ) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობა, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმები, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით; ბ) თამბაქოს ნაწარმზე (კოლოფზე/ბლოკზე, შეფუთვაზე) სამედიცინო გაფრთხილებების (მათ შორის, პიქტოგრამისა და ტექსტობრივი წარწერის) დატანის წესი; გ) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი; დ) თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები.წესი. 3. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვა უნდა უზრუნველყოს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა საკუთარი ხარჯებით. თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა უნდა დაადასტუროს გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა სამინისტროს უნდა წარუდგინოს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი უზრუნველყოფს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებთან შესაბამისობას. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნული, განახლებული დოკუმენტები ხელახლა წარადგინოს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში. ასეთი ცვლილების შემთხვევაში განახლებული დოკუმენტების წარდგენა ხდება ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა. ამასთანავე, თამბაქოს ნაწარმის  მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა სამინისტროს თამბაქოს ნაწარმის (გარდა თამბაქოს ახალი ნაწარმისა და გასახურებელი თამბაქოსი) საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა უნდა წარუდგინოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნული, განახლებული ინფორმაცია ხელახლა წარადგინოს ინგრედიენტების რაოდენობის ან სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში. ასეთი ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის წარდგენა ხდება თამბაქოს ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა. 3 1 . გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს შეტყობინება ნებისმიერი იმ ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც გეგმავს იგი. შეტყობინება სამინისტროს უნდა მიეწოდოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმით, შესაბამისი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე 3 თვით ადრე. შეტყობინებას უნდა ერთოდეს ამ ნაწარმის დეტალური აღწერა და გამოყენების ინსტრუქცია, აგრეთვე ინფორმაცია აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტებისა და მისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ. 3 2 . მოსაწევი თამბაქოს წარმოება (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩა, დანამვა და სოუსირება, თამბაქოს ნედლეულის შერევა, თამბაქოს დაჭრა, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავება, დაჭრილი თამბაქოს არომატიზება, დაჭრილი თამბაქოს შერევა და მზა პროდუქტის შეფუთვა) და სიგარეტის წარმოება (დაჭრილი თამბაქოს სიგარეტში განთავსება, ფილტრიანი სიგარეტისა და უფილტრო სიგარეტის წარმოება, სიგარეტის კოლოფში შეფუთვა) საჭიროებს თამბაქოს წარმოების ლიცენზიას. თამბაქოს წარმოების ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის იმპორტი ან საქართველოს ტერიტორიაზე სხვა სახის თამბაქოს ნაწარმის წარმოება, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს მოყვანა, პირველადი დამუშავება და დაჭრა. 3 3 . თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მაძიებელზე გაიცემა შესაბამისი ლიცენზია, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პირობებს, მათ შორის, თუ თამბაქოს ნაწარმის ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით საწარმო უზრუნველყოფილია საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად აღჭურვილი სათანადო ლაბორატორიით. 3 4 . თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია განახორციელოს ამ მუხლის 3 2 პუნქტით გათვალისწინებული  თითოეული საქმიანობა და უზრუნველყოს თამბაქოს წარმოების სრული პროცესი. რომელიმე ამ საქმიანობის განუხორციელებლობა შესაბამისი ლიცენზიის პირობების დარღვევად მიიჩნევა და იწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას. 3 5 . ამ მუხლის 3 2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საქმიანობის (გარდა ფიზიკური პირის მიერ  საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს მოყვანისა, პირველადი დამუშავებისა და დაჭრისა) თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას. 4. ამ კანონით დადგენილი თამბაქოს წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აკრძალვის/შეზღუდვის წესები გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი ლიცენზიით/ნებართვით/ავტორიზაციით განსაზღვრულ საქმიანობის განმახორციელებელ პირთა სალიცენზიო/ სანებართვო/საავტორიზაციო პირობებში. 5. თამბაქოს კონტროლის სფეროში ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმება არ არის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი და, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. 6. საჯარო დაწესებულებას, სახელმწიფო მოსამსახურეს და საჯარო მოსამსახურეს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მომზადების, მიღებისა და შესრულების პროცესში თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მათთვის თამბაქოს წარმოებასთან და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით ეფექტიანი რეგულირების შესაძლებლობის მისაცემად. თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობის აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნულმა პირებმა მათთან სახელმწიფოს ურთიერთობა უნდა წარმართონ გამჭვირვალედ, საჯარო განხილვების, ამ ურთიერთობის შესახებ საჯარო შეტყობინებისა და შემუშავებული დოკუმენტების საზოგადოებისთვის გაცნობის საშუალებით. აღნიშნულ ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3121 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5128 – ვებგვერდი, 23.10.2019წ. საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის კანონი №4380 – ვებგვერდი, 29.07.2024წ.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ოქტ. 2024· გამოქვეყნდა 29 ივლ. 2024
  2. 1 ოქტ. 2024· გამოქვეყნდა 30 მაი. 2017
  3. 1 დეკ. 2019· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2018
  4. 23 ოქტ. 2019
  5. 11 ივლ. 2018
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თამბაქოს რეგულაციასერვისის გვერდი
  • თამბაქოს რეგულაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-05-28 · №17

3
ციტირებულია მუხლი
5
ცვლილება
ბოლო 2024-07-29
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 3მუხლი 12მუხლი 12¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თამბაქოს კონტროლის შესახებ

  • 2თამბაქოს კონტროლის ძირითადი პრინციპები
  • 12კანონის შესრულების სახელმწიფო კონტროლი
  • 5¹თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაცია ან/და განლაგება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 155⁷ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმების, გაზომვისა და რეგულირების წესების დარღვევა, თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 86—

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 29თამბაქოს მოხმარების კონტროლი

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 8საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა ლეგალური ბრუნვის სფეროში სახელმწიფო კომპეტენცია

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 10¹ფარმაცევტული პროდუქტის უსაფრთხოობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები
  • 21სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, საშუალებების და მათი წამლის ფორმების ლეგალური ბრუნვის კონტროლი

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 11¹ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელებისას უწყებათაშორისი კოორდინაციის საკითხები, აგრეთვე კონტროლის განხორციელების მეთოდიკა და წესები, ამ კანონის განმარტებისა და გამოყენების საკითხები, საბ

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 3ბაზარზე პროდუქტის შეზღუდვის გარეშე დაშვება

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 9საავიაციო საქმიანობის ნორმატიული აქტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29155⁷10¹2186912312¹25¹3811¹4
მითითებამნიშვნელობით ახლოსთამბაქოს კონტროლის შეს…საქართველოს ადმინისტრა…ჯანმრთელობის დაცვის შე…საზოგადოებრივი ჯანმრთე…ნარკოტიკული საშუალებებ…წამლისა და ფარმაცევტულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2025