Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათამბაქოს კონტროლის შესახებმუხლი 5

თამბაქოს კონტროლის შესახებ

მუხლი 5. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2025
თემები:ალკოჰოლი და თამბაქო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹345

1.აკრძალულია თამბაქოს ინდუსტრიაში 18 წლამდე ასაკის პირის ჩაბმა.

2.აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება: ა) საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან); ბ) საჯარო დაწესებულებაში; ნებისმიერი სახის სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; გ ) სავაჭრო ობიექტში , თუ თამბაქოს ნაწარმი , თამბაქოს აქსესუარი ან / და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა არ არის სურსათისგან ან / და სხვა პროდუქტისგან განცალკევებით განლაგებული . სურსათისგან ან / და სხვა პროდუქტისგან განცალკევებით განლაგებულად ჩაითვლება თამბაქოს ნაწარმი , თამბაქოს აქსესუარი ან / და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა , რომელიც სურსათისგან ან / და სხვა პროდუქტისგან განცალკევებულია გაუმჭვირვალე თაროს / მოწყობილობის / ტიხრის საშუალებით ან სავაჭრო ობიექტში განთავსებულია სხვა ადგილას , სურსათის ან / და სხვა პროდუქტის რეალიზაციისთვის გამოყოფილი , განცალკევებული სავაჭრო განყოფილებებისგან ან / და სექციებისგან დამოუკიდებლად . სავაჭრო განყოფილებად / სექციად ითვლება სავაჭრო ობიექტის ნაწილი , სადაც იყიდება სურსათის ან / და სხვა პროდუქტის განსაზღვრული სახეობა / სახეობები ; დ) ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია; ე) შეფუთვის გარეშე (გარდა თამბაქოს აქსესუარისა ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობისა); ვ) 18 წლამდე ასაკის პირზე; ზ) ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით; თ) თუ საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არის დამზადებული; ი) უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად , მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის სადღეღამისო ულუფაში შეტანით; (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის სიტყვების „ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მართლზომიერი ეკონიმიკური ინტერესის არსებობისას კრძალავს თამბაქოს ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის მიერ ამავე ბაზარზე მოქმედ მეორე ეკონომიკურ აგენტზე თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება №1/2/876 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. კ) ინტერნეტით ან ფოსტით (საცალო ვაჭრობა) (გარდა თამბაქოს აქსესუარისა ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობისა, რომელზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება); ლ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში; მ) ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელასი, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა); ნ) ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელასი, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა); ო) თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალოდ მიწოდებით.

2¹.ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის (გარდა თხევადი თამბაქოს ნაწარმისა) ან იმავე მუხლის „ა.დ“ ან „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში, გარდა თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით მიწოდების საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა.

3.აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება ან გათამაშება, სხვა ფორმით გათამაშება ან/და ამგვარ ღონისძიებებში თამბაქოს ნაწარმის ან მისი რომელიმე ნაწილის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის საშუალებით ან მათი განაწილებით მონაწილეობა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახით თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია, მათ შორის: ა) საჩუქრის გადაცემა ან შეთავაზება, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გადაცემა ან თამბაქოს ნაწარმის გასინჯვის შეთავაზება რეალიზაციის მიზნით; ბ) ინიციატივის განმტკიცება ან ერთგულების სქემა, კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვისას კუპონების დარიგება; გ) პირდაპირი პერსონალური კომუნიკაცია, ქსელური მარკეტინგი, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია; დ) ინდივიდისთვის გამიზნული საპოპულარიზაციო მასალა, მათ შორის, საინფორმაციო მასალა (კერძოდ, პირდაპირი გზავნილი), ტელემარკეტინგი, მომხმარებელთა კვლევა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია; ე) საცალო მოვაჭრისთვის თანხის გადახდა, ჯილდოს მიცემა ან საცალო მოვაჭრის საქმიანობაში წვლილის სხვაგვარად შეტანა, რაც გამიზნულია მისი მოტივირებისთვის, რათა მეტი თამბაქოს ნაწარმი გაყიდოს; ვ) თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის, მათთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირების მიერ თანხის გადახდა ან წვლილის სხვაგვარად შეტანა ღონისძიებაში, ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელიც შედეგად ახდენს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის ან მათი წარმომადგენლების პოპულარიზაციას; ზ) ისეთი სათამაშოს, ტკბილეულის ან სხვა ნაწარმის გაყიდვა ან დარიგება, რომელიც არ არის თამბაქოს ნაწარმი და თამბაქოს ნაწარმის ილუსტრაცია, სიმულაცია ან იმიტაციაა; თ) ბრენდის გაფართოება, აგრეთვე სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმით სავაჭრო მოწყობილობის/საგნის შიდა ან გარე ნაწილზე ისეთი აღნიშვნის, სურათის, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტის განთავსება და ამ მოწყობილობის/საგნის იმგვარი დიზაინი, რომელიც იწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა ან ასოცირება მასში განთავსებულ პროდუქტთან, თამბაქოს ნაწარმთან ან თამბაქოს მწარმოებელთან.

4.თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში არანაკლებ A4 ფორმატის ქაღალდზე უნდა განთავსდეს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი კონსულტაციის მისაღებად, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 18 წლამდე ასაკის პირისთვის თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მიყიდვა აკრძალულია.

5.თუ თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზატორი ვერ ადასტურებს, რომ თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მყიდველი 18 წლის ასაკს მიღწეული პირია, იგი ვალდებულია ამ პირს მოსთხოვოს მისი სრულწლოვანების დამადასტურებელი დოკუმენტი და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ იგი 18 წლის ასაკს მიღწეული პირია, მიჰყიდოს თამბაქოს ნაწარმი, თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5128 – ვებგვერდი, 23.10.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1349 – ვებგვერდი, 31.12.2021წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება №1/2/876 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. მუხლი 5 1 . თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაცია ან/და განლაგება 1. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ 1 “, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ 1 “ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია ან/და განლაგება.

2.თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1278 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2127 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3924 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4361- ვებგვერდი, 11.07.2024წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ოქტ. 2024· გამოქვეყნდა 30 მაი. 2017
  2. 24 მაი. 2022
  3. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2021
  4. 1 დეკ. 2019· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2018
  5. 23 ოქტ. 2019
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 5¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თამბაქოს რეგულაციასერვისის გვერდი
  • თამბაქოს რეგულაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-05-28 · №17

0
ციტირებულია მუხლი
5
ცვლილება
ბოლო 2022-05-24
3
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თამბაქოს კონტროლის შესახებ

  • 10თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა
  • 5¹თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაცია ან/და განლაგება
  • 12¹გარდამავალი დებულებანი

რეკლამის შესახებ

  • 8²თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 171³18 წლამდე პირის ისეთ ინდუსტრიაში ჩაბმა, რომელიც ითვალისწინებს ალკოჰოლიანი სასმლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების, თამბაქოს ნაწარმის წარმოებას, დასაწყობებას, ტრანსპორტირებას ან რეალიზაციას
  • 155³თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციისა და განლაგებისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა
  • 155⁵თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილების განთავსების წესების დარღვევა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 255¹არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 86—

მაუწყებლობის შესახებ

  • 69¹პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება
  • 63ზოგადი დებულებანი

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 63ბავშვის ალკოჰოლური საშუალებისგან, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებებისგან დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
255¹171³155³155⁵868²69¹633105¹12¹635
მითითებამნიშვნელობით ახლოსთამბაქოს კონტროლის შეს…რეკლამის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…ჯანმრთელობის დაცვის შე…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2025