Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათამბაქოს კონტროლის შესახებმუხლი 3

თამბაქოს კონტროლის შესახებ

მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2025
თემები:პიროვნული დაზიანება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) თამბაქოს ნაწარმი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნაწარმი (გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებისა), რომელიც განკუთვნილია მოსაწევად, დასაღეჭად, საწუწნად ან შესასუნთქად, მათ შორის: ა.ა) ფილტრიანი სიგარეტი, უფილტრო სიგარეტი; ა.ბ) პაპიროსი; ა.ბ​ 1 ) სიგარა, სიგარილა; ა.გ) საჩიბუხე თამბაქო, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო; ა.დ) შესახვევი თუთუნი; ა.ე) დასაღეჭი თამბაქო, საწუწნი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქო; ა.ვ) ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალა/კარტრიჯი/კაფსულა; ა.ზ) თამბაქოს ახალი ნაწარმი − თამბაქოს შემცველი პროდუქტი, რომელიც არ შედის ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამბაქოს ნაწარმის არცერთ სხვა კატეგორიაში; ა.ზ 1 ) ნიკოტინის შემცველი პროდუქტი თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად; ა.თ) თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები; ა.ი) გასახურებელი თამბაქო − თამბაქოს ნაწარმი (გარდა ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალისა/კარტრიჯისა/კაფსულისა), რომელიც განკუთვნილია მხოლოდ გახურების გზით მოხმარებისთვის; ა 1 ) თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა – მუნდშტუკი, ჩიბუხი, ჩილიმი, საწუწნი თამბაქოს მოწყობილობა, შესასუნთქი თამბაქოს მოწყობილობა, ელექტრონული სიგარეტი ან სხვა მსგავსი მოწყობილობა, სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელა, თამბაქოს გასახვევი ქაღალდი, თამბაქოს შესახვევი აპარატი, თამბაქოს დასაჭრელი აპარატი, საფერფლე, ნებისმიერი სახის პორტსიგარი ან სხვა საგანი, რომელიც განკუთვნილია უპირატესად თამბაქოს მოხმარებისთვის ან/და შენახვისთვის, აგრეთვე სიგარეტის, მისი კოლოფის ან ზემოაღნიშნული საგნის ილუსტრაცია ან მისი გამომსახველი სხვა საგანი; ბ) სიგარეტი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი სახის გრაგნილი ან მილისებრი აგებულების კონსტრუქცია, რომელიც გახვეულია ქაღალდში ან კანონით დაშვებულ სხვა მასალაში, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს; ბ 1 ) მოსაწევი თამბაქო − თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმი, მათ შორის, ამ მუხლის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებში მითითებული თამბაქოს ნაწარმი (გარდა ამავე მუხლის „ა.ა“−„ა.ბ 1 “ ქვეპუნქტებში მითითებული თამბაქოს ნაწარმისა), რომელიც მიიღება დაჭრილი თამბაქოს მომზადების/წარმოების (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩის, დანამვისა და სოუსირების, თამბაქოს ნედლეულის შერევის, თამბაქოს დაჭრის, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავების, დაჭრილი თამბაქოს არომატიზების, დაჭრილი თამბაქოს შერევისა და მზა პროდუქტის შეფუთვის) პროცესის შედეგად; გ) არმოსაწევი თამბაქო – თამბაქოს ნაწარმი, რომელიც არ არის განკუთვნილი მოსაწევად, კერძოდ, დასაღეჭი, საწუწნი ან შესასუნთქი თამბაქო; დ) თამბაქოს მოწევა – თამბაქოს ნაწარმის წვის ან გახურების შედეგად გამოყოფილი პირველადი კვამლის ან აეროზოლის შესუნთქვა; ე) თამბაქოს ინდუსტრია – თამბაქოს ნაწარმის წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია, ექსპორტი, რეექსპორტი ან/და ტრანზიტი; ე​ 1 ) სიგარაბარი – სპეციალური დაწესებულება, რომელიც მოწყობილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე და რომელშიც დაშვებულია ამ მუხლის „ა.ბ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა და სიგარილის მოწევა; ე 2 ) თამბაქოს წარმოება − ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამბაქოს ნაწარმის წარმოება; ვ) სამედიცინო გაფრთხილება – თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამის პიქტოგრამას; ზ) როტაცია – სამედიცინო გაფრთხილებების მონაცვლეობა; თ) თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტი – თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობაში არსებული თამბაქო, დანამატი, ნივთიერება ან ელემენტი, მათ შორის, ქაღალდი, ფილტრი, კაფსულა, მელანი, წებო; თ 1 ) დანამატი – ნივთიერება ან მასალა (გარდა თამბაქოს ფოთლისა), რომელიც ემატება თამბაქოს ნაწარმს; ი) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; კ) თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერება – ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა თამბაქოს ნაწარმის დანიშნულებისამებრ მოხმარების შედეგად, კერძოდ, სიგარეტის ან სხვა სახის მოსაწევი თამბაქოს კვამლში შემავალი ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა მოსაწევი თამბაქოს მოხმარების შედეგად, აგრეთვე დასაღეჭი თამბაქოს, საწუწნი თამბაქოს, შესასუნთქი თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოყოფილი ნივთიერება; ლ) (ამოღებულია - 17.05.2017, №859); მ) დამხმარე მასალა და საგნები – თამბაქოს ნაწარმთან შეხებაში მყოფი გარსი, კოლოფი და სხვა შესაფუთი მასალა; ნ) რეალიზაცია – გაყიდვის ან სხვა სახით გასაღების მიზნით თამბაქოს მზა პროდუქტის სხვა პირისათვის გადაცემა კომერციული სარგებლის მისაღებად; ო) მანიპულირება – აწონვა, გაზომვა, დადამღვა, დაბეჭდვა, შეფუთვა, დაწყობა, გადაადგილება; პ) ფალსიფიკაცია – თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის, მახასიათებლების, ასორტიმენტისა და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებსა და ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებთან; ჟ) (ამოღებულია - 17.05.2017, №859); რ) საწარმოო ობიექტი – საწარმო, საამქრო ან მათი უბნები და სხვა საწარმოო ქვედანაყოფები და ტერიტორიები, აგრეთვე მოწყობილობები, რომლებიც თამბაქოს წარმოების პროცესში გამოიყენება; ს) (ამოღებულია - 17.05.2017, №859); ტ) მზა პროდუქტი – რესურსებისა და საქმიანობის ერთობლიობის (სამრეწველო გადამუშავების) შედეგად მიღებული პროდუქტი; უ) თამბაქოს მწარმოებელი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს თამბაქოს (მათ შორის, ამ მუხლის „უ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაწევი თამბაქოს და სიგარეტის მწარმოებელი) და პასუხს აგებს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისთვის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან პროდუქტის იმპორტიორი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი; უ 1 ) მოსაწევი თამბაქოს და სიგარეტის მწარმოებელი − შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს ამ კანონის მე-4 მუხლის 3 2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას და პასუხს აგებს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისთვის; ფ) შენობა-ნაგებობა – ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), რომელსაც აქვს იატაკი, ნებისმიერი სახის სახურავი ან ჭერი და ზედაპირის (გარდა სახურავისა, ჭერისა, იატაკისა) არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი; ქ) საზოგადოებრივი ტრანსპორტი − ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება, ტაქსი, მატარებელი, საჰაერო ხომალდი, მეტროპოლიტენი, საბაგირო ტრანსპორტი, გემი ან სხვა სანაოსნო საშუალება, რომელიც გამოიყენება ადამიანების შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ ან/და კომერციული მოგების მიღების მიზნით გადასაყვანად; ღ) ელექტრონული სიგარეტი − პროდუქტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანის პირისთვის განკუთვნილი მოწყობილობით ნიკოტინის შემცველი აეროზოლის მოხმარებისთვის, ან ამ პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტი, კარტრიჯისა და ავზის ჩათვლით, ან მოწყობილობა კარტრიჯის ან ავზის გარეშე. ელექტრონული სიგარეტი შეიძლება იყოს ერთჯერადი გამოყენების ან მრავალჯერადი გამოყენების  (კონტეინერისა და ავზის მეშვეობით შესავსები ან ერთჯერადი მოხმარების კარტრიჯის მეშვეობით დასატენი); ყ) ბრენდის გაფართოება − თამბაქოს ნაწარმის ბრენდის, სასაქონლო ნიშნის, ემბლემის, სავაჭრო ნიშნის, ლოგოს ან ნებისმიერი სხვა განმასხვავებელი ნიშნის (მათ შორის, ფერთა განსხვავებული კომბინაციების) ისეთი კავშირი სხვა პროდუქტთან ან მომსახურებასთან, რომლის დროსაც თამბაქოს ნაწარმი და სხვა პროდუქტი ან მომსახურება ერთმანეთთან არის ასოცირებული. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3121 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5128 – ვებგვერდი, 23.10.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1349 – ვებგვერდი, 31.12.2021წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4362- ვებგვერდი, 11.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის კანონი №4380 – ვებგვერდი, 29.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 28 მაისის კანონი №596 – ვებგვერდი, 29.05.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) თამბაქოს ნაწარმი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნაწარმი (გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებისა), რომელიც განკუთვნილია მოსაწევად, დასაღეჭად, საწუწნად ან შესასუნთქად, მათ შორის: ა.ა) ფილტრიანი სიგარეტი, უფილტრო სიგარეტი; ა.ბ) პაპიროსი, სიგარილა;პაპიროსი; ა.ბა.ბ​ 1 ) სიგარა;სიგარა, სიგარილა; ა.გ) საჩიბუხე თამბაქო, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო; ა.დ) შესახვევი თუთუნი; ა.ე) დასაღეჭი თამბაქო, საწუწნი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქო; ა.ვ) ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალა/კარტრიჯი/კაფსულა; ა.ზ) თამბაქოს ახალი ნაწარმი − თამბაქოს შემცველი პროდუქტი, რომელიც არ შედის ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამბაქოს ნაწარმის არცერთ სხვა კატეგორიაში; ა.ზ 1 ) ნიკოტინის შემცველი პროდუქტი თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად; ა.თ) თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები; ა.ი) გასახურებელი თამბაქო − თამბაქოს ნაწარმი (გარდა ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალისა/კარტრიჯისა/კაფსულისა), რომელიც განკუთვნილია მხოლოდ გახურების გზით მოხმარებისთვის; ა 1 ) თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა – მუნდშტუკი, ჩიბუხი, ჩილიმი, საწუწნი თამბაქოს მოწყობილობა, შესასუნთქი თამბაქოს მოწყობილობა, ელექტრონული სიგარეტი ან სხვა მსგავსი მოწყობილობა, სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელა, თამბაქოს გასახვევი ქაღალდი, თამბაქოს შესახვევი აპარატი, თამბაქოს დასაჭრელი აპარატი, საფერფლე, ნებისმიერი სახის პორტსიგარი ან სხვა საგანი, რომელიც განკუთვნილია უპირატესად თამბაქოს მოხმარებისთვის ან/და შენახვისთვის, აგრეთვე სიგარეტის, მისი კოლოფის ან ზემოაღნიშნული საგნის ილუსტრაცია ან მისი გამომსახველი სხვა საგანი; ბ) სიგარეტი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი სახის გრაგნილი ან მილისებრი აგებულების კონსტრუქცია, რომელიც გახვეულია ქაღალდში ან კანონით დაშვებულ სხვა მასალაში, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს; ბ 1 ) მოსაწევი თამბაქო − თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმი, მათ შორის, ამ მუხლის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებში მითითებული თამბაქოს ნაწარმი (გარდა ამავე მუხლის „ა.ა“−„ა.ბ 1 “ ქვეპუნქტებში მითითებული თამბაქოს ნაწარმისა), რომელიც მიიღება დაჭრილი თამბაქოს მომზადების/წარმოების (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩის, დანამვისა და სოუსირების, თამბაქოს ნედლეულის შერევის, თამბაქოს დაჭრის, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავების, დაჭრილი თამბაქოს არომატიზების, დაჭრილი თამბაქოს შერევისა და მზა პროდუქტის შეფუთვის) პროცესის შედეგად; გ) არმოსაწევი თამბაქო – თამბაქოს ნაწარმი, რომელიც არ არის განკუთვნილი მოსაწევად, კერძოდ, დასაღეჭი, საწუწნი ან შესასუნთქი თამბაქო; დ) თამბაქოს მოწევა – თამბაქოს ნაწარმის წვის ან გახურების შედეგად გამოყოფილი პირველადი კვამლის ან აეროზოლის შესუნთქვა; ე) თამბაქოს ინდუსტრია – თამბაქოს ნაწარმის წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია, ექსპორტი, რეექსპორტი ან/და ტრანზიტი; ეე​ 1 ) სიგარაბარი – სპეციალური დაწესებულება, რომელიც მოწყობილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე და რომელშიც დაშვებულია ამ მუხლის „ა.ბ“„ა.ბ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისსიგარისა და სიგარილის მოწევა; ე 2 ) თამბაქოს წარმოება − ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამბაქოს ნაწარმის წარმოება; ვ) სამედიცინო გაფრთხილება – თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამის პიქტოგრამას; ზ) როტაცია – სამედიცინო გაფრთხილებების მონაცვლეობა; თ) თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტი – თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობაში არსებული თამბაქო, დანამატი, ნივთიერება ან ელემენტი, მათ შორის, ქაღალდი, ფილტრი, კაფსულა, მელანი, წებო; თ 1 ) დანამატი – ნივთიერება ან მასალა (გარდა თამბაქოს ფოთლისა), რომელიც ემატება თამბაქოს ნაწარმს; ი) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; კ) თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერება – ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა თამბაქოს ნაწარმის დანიშნულებისამებრ მოხმარების შედეგად, კერძოდ, სიგარეტის ან სხვა სახის მოსაწევი თამბაქოს კვამლში შემავალი ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა მოსაწევი თამბაქოს მოხმარების შედეგად, აგრეთვე დასაღეჭი თამბაქოს, საწუწნი თამბაქოს, შესასუნთქი თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოყოფილი ნივთიერება; ლ) (ამოღებულია - 17.05.2017, №859); მ) დამხმარე მასალა და საგნები – თამბაქოს ნაწარმთან შეხებაში მყოფი გარსი, კოლოფი და სხვა შესაფუთი მასალა; ნ) რეალიზაცია – გაყიდვის ან სხვა სახით გასაღების მიზნით თამბაქოს მზა პროდუქტის სხვა პირისათვის გადაცემა კომერციული სარგებლის მისაღებად; ო) მანიპულირება – აწონვა, გაზომვა, დადამღვა, დაბეჭდვა, შეფუთვა, დაწყობა, გადაადგილება; პ) ფალსიფიკაცია – თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის, მახასიათებლების, ასორტიმენტისა და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებსა და ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებთან; ჟ) (ამოღებულია - 17.05.2017, №859); რ) საწარმოო ობიექტი – საწარმო, საამქრო ან მათი უბნები და სხვა საწარმოო ქვედანაყოფები და ტერიტორიები, აგრეთვე მოწყობილობები, რომლებიც თამბაქოს წარმოების პროცესში გამოიყენება; ს) (ამოღებულია - 17.05.2017, №859); ტ) მზა პროდუქტი – რესურსებისა და საქმიანობის ერთობლიობის (სამრეწველო გადამუშავების) შედეგად მიღებული პროდუქტი; უ) თამბაქოს მწარმოებელი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს თამბაქოს (მათ შორის, ამ მუხლის „უ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაწევი თამბაქოს და სიგარეტის მწარმოებელი) და პასუხს აგებს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისთვის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან პროდუქტის იმპორტიორი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი; უ 1 ) მოსაწევი თამბაქოს და სიგარეტის მწარმოებელი − შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს ამ კანონის მე-4 მუხლის 3 2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას და პასუხს აგებს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისთვის; ფ) შენობა-ნაგებობა – ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), რომელსაც აქვს იატაკი, ნებისმიერი სახის სახურავი ან ჭერი და ზედაპირის (გარდა სახურავისა, ჭერისა, იატაკისა) არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი; ქ) საზოგადოებრივი ტრანსპორტი − ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება, ტაქსი, მატარებელი, საჰაერო ხომალდი, მეტროპოლიტენი, საბაგირო ტრანსპორტი, გემი ან სხვა სანაოსნო საშუალება, რომელიც გამოიყენება ადამიანების შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ ან/და კომერციული მოგების მიღების მიზნით გადასაყვანად; ღ) ელექტრონული სიგარეტი − პროდუქტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანის პირისთვის განკუთვნილი მოწყობილობით ნიკოტინის შემცველი აეროზოლის მოხმარებისთვის, ან ამ პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტი, კარტრიჯისა და ავზის ჩათვლით, ან მოწყობილობა კარტრიჯის ან ავზის გარეშე. ელექტრონული სიგარეტი შეიძლება იყოს ერთჯერადი გამოყენების ან მრავალჯერადი გამოყენების  (კონტეინერისა და ავზის მეშვეობით შესავსები ან ერთჯერადი მოხმარების კარტრიჯის მეშვეობით დასატენი); ყ) ბრენდის გაფართოება − თამბაქოს ნაწარმის ბრენდის, სასაქონლო ნიშნის, ემბლემის, სავაჭრო ნიშნის, ლოგოს ან ნებისმიერი სხვა განმასხვავებელი ნიშნის (მათ შორის, ფერთა განსხვავებული კომბინაციების) ისეთი კავშირი სხვა პროდუქტთან ან მომსახურებასთან, რომლის დროსაც თამბაქოს ნაწარმი და სხვა პროდუქტი ან მომსახურება ერთმანეთთან არის ასოცირებული. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3121 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5128 – ვებგვერდი, 23.10.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1349 – ვებგვერდი, 31.12.2021წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4362- ვებგვერდი, 11.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 19 ივლისის კანონი №4380 – ვებგვერდი, 29.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 28 მაისის კანონი №596 – ვებგვერდი, 29.05.2025წ.
რედაქციების შედარება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) თამბაქოს ნაწარმი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნაწარმი (გარდა ნიკოტინის შემცველი სამკურნალწამლო საშუალებისა), რომელიც განკუთვნილია მოსაწევად, დასაღეჭად, საწუწნად ან შესასუნთქად, მათ შორის: ა.ა) ფილტრიანი სიგარეტი, უფილტრო სიგარეტი; ა.ბ) პაპიროსი, სიგარილა; ა.ბ 1 )სიგარა, სიგარა;სიგარილა; ა.გ) საჩიბუხე თამბაქო, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო; ა.დ) შესახვევი თუთუნი; ა.ე) დასაღეჭი თამბაქო, საწუწნი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქო; ა.ვ) ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალა/კარტრიჯი/კაფსულა; ა.ზ) თამბაქოს ახალი ნაწარმი − თამბაქოს შემცველი პროდუქტი, რომელიც არ შედის ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამბაქოს ნაწარმის არცერთ სხვა კატეგორიაში; ა.ზ 1 ) ნიკოტინის შემცველი პროდუქტი თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად; ა.თ) თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები; ა.ი) გასახურებელი თამბაქო − თამბაქოს ნაწარმი (გარდა ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალისა/კარტრიჯისა/კაფსულისა), რომელიც განკუთვნილია მხოლოდ გახურების გზით მოხმარებისთვის; ა 1 ) თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა – მუნდშტუკი, ჩიბუხი, ჩილიმი, საწუწნი თამბაქოს მოწყობილობა, შესასუნთქი თამბაქოს მოწყობილობა, ელექტრონული სიგარეტი ან სხვა მსგავსი მოწყობილობა, სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელა, თამბაქოს გასახვევი ქაღალდი, თამბაქოს შესახვევი აპარატი, თამბაქოს დასაჭრელი აპარატი, საფერფლე, ნებისმიერი სახის პორტსიგარი ან სხვა საგანი, რომელიც განკუთვნილია უპირატესად თამბაქოს მოხმარებისთვის ან/და შენახვისთვის, აგრეთვე სიგარეტის, მისი კოლოფის ან ზემოაღნიშნული საგნის ილუსტრაცია ან მისი გამომსახველი სხვა საგანი; ბ) სიგარეტი – თამბაქოს ან მისი ელემენტების შემცველი ნებისმიერი სახის გრაგნილი ან მილისებრი აგებულების კონსტრუქცია, რომელიც გახვეულია ქაღალდში ან კანონით დაშვებულ სხვა მასალაში, რომელიც არ შეიცავს თამბაქოს; გ) არმოსაწევი თამბაქო – თამბაქოს ნაწარმი, რომელიც არ არის განკუთვნილი მოსაწევად, კერძოდ, დასაღეჭი, საწუწნი ან შესასუნთქი თამბაქო; დ) თამბაქოს მოწევა – თამბაქოს ნაწარმის წვის ან გახურების შედეგად გამოყოფილი პირველადი კვამლის ან აეროზოლის შესუნთქვა; ე) თამბაქოს ინდუსტრია – თამბაქოს ნაწარმის წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია, ექსპორტი, რეექსპორტი ან/და ტრანზიტი; ე 1 ) სიგარაბარი – სპეციალური დაწესებულება, რომელიც მოწყობილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე და რომელშიც დაშვებულია ამ მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარის მოწევა; ვ) სამედიცინო გაფრთხილება – თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამის პიქტოგრამას; ზ) როტაცია – სამედიცინო გაფრთხილებების მონაცვლეობა; თ) თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტი – თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობაში არსებული თამბაქო, დანამატი, ნივთიერება ან ელემენტი, მათ შორის, ქაღალდი, ფილტრი, კაფსულა, მელანი, წებო; თ 1 ) დანამატი – ნივთიერება ან მასალა (გარდა თამბაქოს ფოთლისა), რომელიც ემატება თამბაქოს ნაწარმს; ი) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; კ) თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერება – ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა თამბაქოს ნაწარმის დანიშნულებისამებრ მოხმარების შედეგად, კერძოდ, სიგარეტის ან სხვა სახის მოსაწევი თამბაქოს კვამლში შემავალი ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა მოსაწევი თამბაქოს მოხმარების შედეგად, აგრეთვე დასაღეჭი თამბაქოს, საწუწნი თამბაქოს, შესასუნთქი თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოყოფილი ნივთიერება; ლ) (ამოღებულია - 17.05.2017, №859); მ) დამხმარე მასალა და საგნები – თამბაქოს ნაწარმთან შეხებაში მყოფი გარსი, კოლოფი და სხვა შესაფუთი მასალა; ნ) რეალიზაცია – გაყიდვის ან სხვა სახით გასაღების მიზნით თამბაქოს მზა პროდუქტის სხვა პირისათვის გადაცემა კომერციული სარგებლის მისაღებად; ო) მანიპულირება – აწონვა, გაზომვა, დადამღვა, დაბეჭდვა, შეფუთვა, დაწყობა, გადაადგილება; პ) ფალსიფიკაცია – თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის, მახასიათებლების, ასორტიმენტისა და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებსა და ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებთან; ჟ) (ამოღებულია - 17.05.2017, №859); რ) საწარმოო ობიექტი – საწარმო, საამქრო ან მათი უბნები და სხვა საწარმოო ქვედანაყოფები და ტერიტორიები, აგრეთვე მოწყობილობები, რომლებიც თამბაქოს წარმოების პროცესში გამოიყენება; ს) (ამოღებულია - 17.05.2017, №859); ტ) მზა პროდუქტი – რესურსებისა და საქმიანობის ერთობლიობის (სამრეწველო გადამუშავების) შედეგად მიღებული პროდუქტი; უ) თამბაქოს მწარმოებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს თამბაქოს და პასუხს აგებს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისათვის მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე; ამასთანავე, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან პროდუქტის იმპორტიორი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი; ფ) შენობა-ნაგებობა – ნებისმიერი კონსტრუქცია (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), რომელსაც აქვს იატაკი, ნებისმიერი სახის სახურავი ან ჭერი და ზედაპირის (გარდა სახურავისა, ჭერისა, იატაკისა) არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი; ქ) საზოგადოებრივი ტრანსპორტი − ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება, ტაქსი, მატარებელი, საჰაერო ხომალდი, მეტროპოლიტენი, საბაგირო ტრანსპორტი, გემი ან სხვა სანაოსნო საშუალება, რომელიც გამოიყენება ადამიანების შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ ან/და კომერციული მოგების მიღების მიზნით გადასაყვანად; ღ) ელექტრონული სიგარეტი − პროდუქტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანის პირისთვის განკუთვნილი მოწყობილობით ნიკოტინის შემცველი აეროზოლის მოხმარებისთვის, ან ამ პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტი, კარტრიჯისა და ავზის ჩათვლით, ან მოწყობილობა კარტრიჯის ან ავზის გარეშე. ელექტრონული სიგარეტი შეიძლება იყოს ერთჯერადი გამოყენების ან მრავალჯერადი გამოყენების  (კონტეინერისა და ავზის მეშვეობით შესავსები ან ერთჯერადი მოხმარების კარტრიჯის მეშვეობით დასატენი); ყ) ბრენდის გაფართოება − თამბაქოს ნაწარმის ბრენდის, სასაქონლო ნიშნის, ემბლემის, სავაჭრო ნიშნის, ლოგოს ან ნებისმიერი სხვა განმასხვავებელი ნიშნის (მათ შორის, ფერთა განსხვავებული კომბინაციების) ისეთი კავშირი სხვა პროდუქტთან ან მომსახურებასთან, რომლის დროსაც თამბაქოს ნაწარმი და სხვა პროდუქტი ან მომსახურება ერთმანეთთან არის ასოცირებული. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3121 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5128 – ვებგვერდი, 23.10.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1349 – ვებგვერდი, 31.12.2021წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4362- ვებგვერდი, 11.07.2024წ.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 29 მაი. 2025
  2. 1 ოქტ. 2024· გამოქვეყნდა 29 ივლ. 2024
  3. 1 ოქტ. 2024· გამოქვეყნდა 30 მაი. 2017
  4. 11 ივლ. 2024
  5. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2021
  6. 23 ოქტ. 2019
  7. 11 ივლ. 2018
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შავი ფილტვის დაავადების სარჩელი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-05-28 · №17

8
ციტირებულია მუხლი
7
ცვლილება
ბოლო 2025-05-29
3
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 4

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 171მუხლი 6მუხლი 10მუხლი 5მუხლი 10¹მუხლი 5¹მუხლი 12მუხლი 12¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თამბაქოს კონტროლის შესახებ

  • 6თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა და დიზაინი
  • 4თამბაქოს კონტროლის ღონისძიებები და თამბაქოს კონტროლის სფეროს მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 2ტერმინთა განმარტება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 4ტერმინთა განმარტება

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 2—

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 1კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

იარაღის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 3ტერმინთა განმარტება

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
211714610510¹5¹1212¹42333
მითითებამნიშვნელობით ახლოსთამბაქოს კონტროლის შეს…საქართველოს ადმინისტრა…ნარკოტიკული საშუალებებ…სურსათის/ცხოველის საკვ…პროდუქტის უსაფრთხოების…სამეწარმეო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2025