„მიწების მელიორაციის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

მუხლი 2

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 29 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.2011 წლის 4 თებერვლამდე ლიკვიდირებულ იქნეს „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სამელიორაციო ასოციაციები და საძოვრების გაწყლოვანების სისტემათა ასოციაციები (შემდგომში – ასოციაციები).

2.საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ ასოციაციების ლიკვიდაციის პროცესის წარმართვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ასოციაციების ბალანსზე არსებული სახელმწიფო ქონების აღრიცხვა და პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით გადაცემა.

3.2014 წლის 1 იანვრამდე ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის – კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა გათავისუფლდეს ქონების გადასახადისაგან.

4.2011 წლის 4 თებერვლამდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყოს პირველადი წყალმოსარგებლეების მიერ გაწეული სამელიორაციო მომსახურებისათვის ტარიფების დადგენა.

5.ასოციაციების წევრები სოლიდარულად აგებენ პასუხს ასოციაციის ვალდებულებებისათვის.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35107⁴18221²3¹46292390402
მნიშვნელობით ახლოსნიადაგის დაცვის შესახე…წყალმომხმარებელთა ორგა…კორუფციის წინააღმდეგ ბ…წყლის რესურსების მართვ…სახელმწიფო ქონების შეს…საქართველოს მთავრობის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა