Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებმუხლი 3

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026
თემები:წყლის რესურსებიკომუნალური მიერთებებიდეველოპმენტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) სხვა წყალმომხმარებელი − წყალმომხმარებელი, რომელიც წყალს პირველადი წყალმოსარგებლისგან საირიგაციო სისტემის მეშვეობით იღებს და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი არ არის; ბ 1 ) პროფილური წყალმომხმარებელი − წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ან სხვა წყალმომხმარებელი, რომელიც წყალს საირიგაციო მიზნით მოიხმარს; გ) საირიგაციო ინფრასტრუქტურა – საირიგაციო დანიშნულების ნაგებობები: კაშხლები, წყალსაცავები, სათავე ნაგებობები, მაგისტრალური,  მეორე რიგისა და მესამე რიგის არხები და მილსადენები, აგრეთვე მათზე არსებული ჰიდრონაგებობები (წყალსაშვები, აკვედუკი, დიუკერი, გვირაბი, ხიდი, მილხიდი, გადამღობი და მარეგულირებელი ფარები), სატუმბავი სადგური, ჭები, ჭაბურღილები, მისასვლელი და საექსპლუატაციო გზები; დ) საირიგაციო სისტემა − საირიგაციო ინფრასტრუქტურის ურთიერთდაკავშირებული ნაგებობების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს წყლის კვების წყაროდან აღებას (წყალაღებას), ტრანსპორტირებასა და საირიგაციო ან/და სხვა მიზნით მიწოდებას; ე) ძირითადი/მაგისტრალური საირიგაციო ინფრასტრუქტურა – მსხვილი საირიგაციო სისტემის ნაწილი (ურთიერთდაკავშირებული  კაშხალი, წყალსაცავი  ან/და  სათავე  ნაგებობა, აგრეთვე მაგისტრალური არხი სხვა ნაგებობებით), რომელიც უზრუნველყოფს ამავე სისტემის მეორე რიგის/მესამე რიგის არხისთვის წყლის მიწოდებას; ვ) ეროვნული კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ზ) მომსახურების ხელშეკრულება − წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა/სხვა წყალმომხმარებელსა და პირველად წყალმოსარგებლეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; თ) მიწოდების წერტილი – მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ადგილი (ადგილები), სადაც პირველადი წყალმოსარგებლე განსაზღვრული რაოდენობის წყლის მიწოდებას განახორციელებს; ი) ჰიდროტექნიკური ერთეული − საირიგაციო სისტემა ან/და საძოვრების გაწყლოვანების სისტემა, რომელსაც შეუძლია მიიღოს წყალი ერთი წერტილიდან, მეორე რიგის/მესამე რიგის გამანაწილებელი არხიდან ან/და ლოკალური სარწყავი სისტემიდან; კ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფი − პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის საბითუმო მიწოდების საფასური, აგრეთვე სხვა წყალმომხმარებლისთვის წყლის საცალო მიწოდების საფასური; ლ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორია −  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიერ განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც მოიცავს 1 ჰიდროტექნიკურ ერთეულს მაინც და რომელზედაც შეიქმნა წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია; მ) დამოუკიდებელი წყალმოსარგებლე − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს წყალს იმ წყლის წყაროდან (მდინარე, ტბა, ტბორი, ჭაბურღილი და სხვა), რომელიც ამ კანონით არ რეგულირდება; ნ) წყლის მიწოდება − წყლის საირიგაციო სისტემის მეშვეობით  მიწოდება. საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 19 მაი. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 მაი. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 მაი. 2023
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლებასერვისის გვერდი
  • ინფრასტრუქტურული პროექტების იურიდიული მომსახურებასერვისის გვერდი
  • ირიგაციის დავებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 ივნ. 2026 · №3

  • 1 ცვლილება · ბოლო 19 მაი. 2023
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 2კანონის მიზნები და ამოცანები
  • 6წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი
  • 4პირველადი წყალმოსარგებლე

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 1ზოგადი დებულებები

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2112264333343
მნიშვნელობით ახლოსწყალმომხმარებელთა ორგა…სატელეკომუნიკაციო ინფრ…სასმელი წყლის მიწოდები…ფულის გათეთრებისა და ტ…წყლის რესურსების მართვ…ტრანსპორტის სფეროს მარ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 ივნ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026