ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

მუხლი 7

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 5 ოქტ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის გამოვლენა და გაუმჯობესება ან გამოყვანა დაკავშირებულია მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ან სპეციალური დავალების შესრულებასთან, ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების უფლება აქვს სამუშაოს მიმცემს, თუ ასეთი დავალება სასელექციო საქმიანობას ითვალისწინებს და თუ მუშაკსა და სამუშაოს მიმცემს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის შედეგად გაცემული მოწმობა სამუშაოს მიმცემს ეკუთვნის, მუშაკს უფლება აქვს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სამუშაოს მიმცემისაგან მიიღოს ახალი ჯიშის გამოყენების ფარდი გასამრჯელო.

2.თუ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის გამოვლენა და გაუმჯობესება ან გამოყვანა დაკავშირებული არ არის მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ან სპეციალური დავალების შესრულებასთან, ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის მიღების უფლება აქვს მუშაკს. ამ შემთხვევაში სამუშაოს მიმცემს განაცხადის შეტანის დღიდან ეკუთვნის ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის გამოყენების ლიცენზიის მიღების ან/და ცხოველის/მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციიდან და მოწმობის გაცემიდან გამომდინარე სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების შესყიდვის უპირატესი უფლება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 დეკ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1972011013163082769137
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა და მცენარეთა …ინტეგრალური მიკროსქემი…სავალდებულო სერტიფიცირ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ტყის კოდექ…საქართველოს საპატენტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა