საქართველოს ტყის კოდექსი

მუხლი 69. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვებით დაინტერესებულ პირს ეს უფლება ენიჭება განცხადების საფუძველზე.

2.განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით დაინტერესებული პირის განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ კოდექსის (მათ შორის, ამ კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის), გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსისა და „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნებს.

3.ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების პროცედურები დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებითა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებით.

4.ტყითმოსარგებლის მიერ ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობა, დემონტაჟი (თუ დემონტაჟი საჭიროებს ხეტყის ჭრას), ფუნქციონირება (თუ ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამუშაოები საჭიროებს ახალ ფართობებს) ან მათი მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესრულება, აგრეთვე იმავე ნაწილის „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელება ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთჯერად კომპენსირებას.

5.განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადებასა და ტრანსპორტირებას ახორციელებს ტყის მართვის ორგანო დაინტერესებული მხარის დაფინანსებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

6.მაგისტრალური მილსადენებისა და ელექტრონული ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის ზონებში სპეციალური სარგებლობის ჭრის განხორციელების წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. თავი XVI საქართველოს ტყის დაცვა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვებით დაინტერესებულ პირს ეს უფლება ენიჭება განცხადების საფუძველზე. 2. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით დაინტერესებული პირის განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ კოდექსის (მათ შორის, ამ კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის), გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსისა და „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნებს. 3. ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების პროცედურები დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებითა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებით. 4. ტყითმოსარგებლის მიერ ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობა, დემონტაჟი (თუ დემონტაჟი საჭიროებს ხეტყის ჭრას), ფუნქციონირება (თუ ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამუშაოები საჭიროებს ახალ ფართობებს) ან მათი მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესრულება, აგრეთვე იმავე ნაწილის „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელება ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთჯერად კომპენსირებას. 5. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადებასა და ტრანსპორტირებას ახორციელებს ტყის მართვის ორგანო დაინტერესებული მხარის დაფინანსებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. 6. მაგისტრალური მილსადენებისა და ელექტრონული ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის ზონებში სპეციალური სარგებლობის ჭრის განხორციელების წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. თავი XVI საქართველოს ტყის დაცვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 24 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 69-ე მუხლის მე-4 ნაწილში ზოგადი კომპენსირების წესი შეიცვალა ამომწურავად ჩამოთვლილი საქმიანობების ერთჯერადი კომპენსირებით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
293666171213296893983840433869
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს ტყის კოდექ…სატყეო მეურნეობის მართ…გარემოსდაცვითი შეფასებ…საქართველოს ადმინისტრა…წიაღის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა