1.SAM მოდული არის ISO/IEC 7810-ის შესაბამისად შექმნილი ID-1 ან ID-000 ზომის ფიზიკური მოწყობილობა (შემდგომში - SAM მოდული), რომელიც აღნიშნული სტანდარტის მიხედვით მუშაობს გარე მოწყობილობასთან და გამოიყენება დაცულობის და უსაფრთხოების უზრუნველოფისთვის. SAM მოდულის მეხსიერება უნდა იყოს არანაკლებ 80 KB, Java-ს ვერსია 2.2.2. და Global Platform - 2.1.1 (NXP J2A080 Java Card 80KB Global Platform P2.1.1 JC 2.2.2 EEPROM 80K). SAM მოდულში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ჩაწერას ახორციელებს შემოსავლების სამსახური.
2.ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკონტროლო-სალარო აპარატი (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომში – სსა) არის სსა, რომელშიც შესაძლებელია SAM მოდულის აქტივაცია.
3.ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, აგს-ში, აირგასამართ და აირსავსებ საკომპრესორო სადგურებში არსებული საწვავის რეალიზაციის ავტომატური აღრიცხვის სისტემა (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომში - ტექნიკური საშუალება) არის ტექნიკური საშუალება, რომელშიც შესაძლებელია SAM მოდულის აქტივაცია და ასრულებს სსა-ის ფუნქციას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 16.12.2014წ.

