Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებმუხლი 4

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 4. მიკროსქემა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 31 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.მოწმობა უნდა შეიცავდეს ჩაშენებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ჩაშენებულ მიკროსქემაზე მუშაობს), ხოლო მიკროსქემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს 2 − კონტაქტური და უკონტაქტო − ინტერფეისით.

2.მიკროსქემის მოდული და ანტენა ინტეგრირებული უნდა იყოს ბლანკში ისე, რომ ზედა ფენებში არ წარმოიქმნას ნაპრალები დოკუმენტის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, არ მოახდინოს გავლენა სხვა ინტეგრირებულ დამცავ ნიშნებზე და არ დაზიანდეს ოპტიკური პერსონალიზაციის პროცესში.

3.მიკროსქემის კონტაქტური ფირფიტა სათანადოდ უნდა იყოს დაცული კოროზიის, ცვეთისა და მიკროსქემასთან კავშირის დაკარგვისგან მოწმობის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (პერსონალიზაციიდან 10 წლის განმავლობაში), მოწმობის დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში.

4.მიკროსქემა წარმოადგენს მოწყობილობას – ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

5.მიკროსქემა სერტიფიცირებული უნდა იყოს საერთო კრიტერიუმების შესაბამისად, არანაკლებ EAL 6+ დონეზე, BSI-CC-PP-0084-2014 ან ეკვივალენტური უსაფრთხოების პროფილის გამოყენებით.

6.მიკროსქემის კონტაქტური ინტერფეისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ა) მიკროსქემა ISO/IEC 7816-ის შესაბამისად უნდა შეიცავდეს არანაკლებ კონტაქტური ინტერფეისით წვდომად პროცესორს/თანაპროცესორს და FLASH მეხსიერებას. მეხსიერება საკმარისი უნდა იყოს აუცილებელი აპლიკაციების, პერსონალიზაციისთვის საჭირო და მომავალში გაფართოების შემთხვევაში დამატებითი მონაცემების შესანახად. მიკროსქემამ უნდა გაუძლოს 10-წლიან პროგრამულ სასიცოცხლო ციკლს და მუშაობას. მიკროსქემა უნდა უზრუნველყოფდეს როგორც T=0, ისე T=1 ტრანსმისიის პროტოკოლს; ბ) მიკროსქემა აღჭურვილი უნდა იყოს სიმეტრიული და ასიმეტრიული კრიპტოგრაფიული თანაპროცესორებით, რომლებითაც მხარდაჭერილია შემდეგი ალგორითმები: ბ.ა) RSA; ბ.ბ) ECC; ბ.გ) AES.

7.მიკროსქემის უკონტაქტო ინტერფეისი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ა) მიკროსქემა, ISO/IEC 14443 თანახმად, უნდა შეიცავდეს არანაკლებ RF ანტენით წვდომად პროცესორს/თანაპროცესორს და FLASH მეხსიერებას. უკონტაქტო ინტერფეისის მოქმედების მანძილი უნდა იყოს 10 სმ-მდე, ხოლო სიხშირე – 13.56 MHZ; ბ) მიკროსქემა კრიპტოგრაფიული მექანიზმების დაცვით, სხვადასხვა გასაღების გამოყენებით უნდა იძლეოდეს საშუალებას სხვადასხვა უფლებაზე (კითხვა, ჩაწერა); გ) მიკროსქემა უნდა იძლეოდეს თითოეული ელექტრონული მოწყობისათვის დინამიკური დაკავშირების (dynamic binding) გამოყენების საშუალებას; დ) მიკროსქემას უნდა შეეძლოს მონაცემთა მიმოცვლა არანაკლებ 424 კბ/წმ სიჩქარით უკონტაქტო რეჟიმში; ე) მეხსიერება საკმარისი უნდა იყოს აუცილებელი აპლიკაციების, პერსონალიზაციისთვის საჭირო და მომავალში გაფართოების შემთხვევაში დამატებითი მონაცემების შესანახად.

8.მოწმობისათვის ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს JavaCard ოპერაციულ სისტემაზე დაფუძნებული და უნდა შეიცავდეს არანაკლებ ორ სერტიფიცირებულ აპლეტს, სადაც eMRTD (electronic machine-readable travel document აპლიკაცია) და IAS (identification, authentication, signature აპლიკაცია) შეიძლება იყოს გაერთიანებული ერთ აპლეტში.

9.ოპერაციული სისტემა, რომელიც იყენებს JavaCard პლატფორმას, სერტიფიცირებული უნდა იყოს საერთო კრიტერიუმების შესაბამისად, არანაკლებ EAL 5+ დონეზე, Java Card Protection Profile – Open Configuration-ის (ან ეკვივალენტური პროფილის) გამოყენებით, რაც საშუალებას იძლევა, ელექტრონულ კომპონენტში დამატებითი აპლიკაციები მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ისე დაინსტალირდეს, რომ არ მოახდინოს გავლენა მისი ძირითადი აპლიკაციების ფუნქციონალზე, უსაფრთხოებასა და შესაბამის სერტიფიცირებაზე.

10.მიკროსქემის ოპერაციული სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს: ა) Java Card 3.0.4. CE ან უფრო ახალი (ან მისი ეკვივალენტური) ვერსია; ბ) Global Platform 2.2.1 ან უფრო ახალი (ან მისი ეკვივალენტური) ვერსია; გ) ელექტრონული კომპონენტის ოპერაციული სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს SCP03 დაცული არხის პროტოკოლების მხარდაჭერას.

11.ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეკვივალენტობა გულისხმობს მიკროსქემის ოპერაციული სისტემის შესაბამისი სტანდარტის საჯაროდ ცნობილი ფუნქციონალის გამოყენების სრულ ურთიერთთავსებადობას ეკვივალენტურ ვერსიასთან.

წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-10-31 · №3

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ

  • 2უსაფრთხოების მახასიათებლები
  • 6მოწმობის რეკვიზიტები

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 34ტექნოლოგიური სქემის შემადგენლობა
  • 33კონსტრუქციული სქემის შემადგენლობა
  • 36განცხადება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების თაობაზე

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 25მიკრობანკის საქმიანობის ზოგადი პრინციპები

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

  • 6კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 13რეგულირების ობიექტის ინსპექტირების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტები და აღჭურვილობა

პროფესიული განათლების შესახებ

  • 16სწავლის შედეგების დადასტურება

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 4ინფორმაციული უსაფრთხოების წესები
  • 9¹საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემოწმება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 802სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
80249¹1361634333625264
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქის …განსაკუთრებული მნიშვნე…მიკრობანკების საქმიანო…ელექტრონული დოკუმენტის…საქართველოს გარემოს და…პროფესიული განათლების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 31 ოქტ. 2025 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 15 ოქტ. 2026