მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 23⁴ (დანართი 1). სსა - ის / ტექნიკური საშუალების /SAM მოდულის რეგისტრაცია

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საგადასახადო ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სსა-ის/ტექნიკური საშუალების გააქტიურებულ SAM მოდულთან ერთად რეგისტრაციაში გატარებას, სარეგისტრაციო ბარათების და რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ცნობის გაცემას.

2.რეგისტრაციას ექვემდებარება: ა) სსა, რომელიც ტექნიკურ-ფუნქციონალურად შეესაბამება რეესტრში შეტანილ სსა-ის ტიპის ნიმუშს; ბ) ტექნიკური საშუალება, რომელიც აკმაყოფილების ამ წესის 23 2 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; გ) ამ პუნქტის,,ა“ და,,ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ სსა-ზე/ტექნიკურ საშუალებაზე SAM მოდულის აქტივაცია.

3.პირი, სსა-ის/ტექნიკური საშუალების და მათზე გააქტიურებული SAM მოდულის რეგისტრაციის მიზნით, განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს.

4.სსა-ის/ტექნიკური საშუალების და მათზე გააქტიურებული SAM მოდულის რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ განცხადებაში მიეთითება: ა) პირის დასახელება/სახელი და გვარი; ბ) საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; გ) იურიდიული მისამართი, სამართლებრივი ფორმა, საფირმო სახელწოდება (მისი არსებობის შემთხვევაში), ობიექტის ტიპი, საქმიანობის სახე; დ) საკონტაქტო რეკვიზიტები; ე) ის ფაქტობრივი მისამართი, სადაც გამოყენებული იქნება სსა/ტექნიკური საშუალება რეგისტრირებული SAM მოდულით, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში პირის იურიდიული მისამართი; ვ) იმ სსა-ის/ტექნიკური საშუალების დასახელება და სერიული ნომერი ან ტექნიკური საშუალების შემთხვევაში მისი მაიდენტიფიცირებელი სხვა მონაცემი, რომელშიც გამოყენებული იქნება გააქტიურებული SAM მოდული; ზ) SAM მოდულის უნიკალური ნომერი.

5.თუ განმცხადებლის მიერ წარდგენილი განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ პირობებს, საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს სსა-ის/ტექნიკური საშუალების და მათზე გააქტიურებული SAM მოდულის რეგისტრაციას (დანართი № 14 5 ).

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის პროცედურების შემდეგ საგადასახადო ორგანო განმცხადებელს გადასცემს სარეგისტრაციო ბარათს (დანართი №14 3 ), რომელიც შენახულ უნდა იქნეს იმ ობიექტზე, სადაც ხდება სსა-ის/ტექნიკური საშუალების ექსპლუატაცია, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში, თან უნდა იქონიოს სსა-ის მფლობელმა.

7.რეგისტრირებული სსა/ტექნიკური საშუალება გააქტიურებული SAM მოდულით გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ობიექტზე, რომლის ფაქტობრივი მისამართი დაფიქსირებულია სარეგისტრაციო მონაცემებში (გარდა დისტრიბუციის შემთხვევისა). რამდენიმე ობიექტის არსებობის შემთხვევაში, სსა/ტექნიკური საშუალება და მათზე გააქტიურებული SAM მოდული უნდა დარეგისტრირდეს თითოეული ობიექტის საქმიანობის ადგილის მიხედვით ცალ-ცალკე.

8.სსა/ტექნიკური საშუალება გააქტიურებული SAM მოდულით, რომელიც აღარ გამოიყენება კონკრეტულ ობიექტზე ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისთვის, ექვემდებარება რეგისტრაციიდან მოხსნას, ან სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებული ფაქტობრივი მისამართის ცვლილებას – პირის მიერ სხვა ობიექტზე მათი გამოყენების/სსა-ის დისტრიბუციის მიზნით გამოყენების მოთხოვნის შემთხვევაში. აღნიშნულის შესახებ პირი განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს.

9.საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული სსა-ის/ტექნიკური საშუალების და მათზე გააქტიურებული SAM მოდულის: ა) რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ განცხადებაში მიეთითება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, აგრეთვე, სსა-ის/ტექნიკური საშუალების და მათზე გააქტიურებული SAM მოდულის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი. ამასთან, საგადასახადო ორგანოს განცხადებასთან ერთად წარედგინება ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია, კერძოდ, ტრანზაქციის უნიკალური ნომერი; შესაბამისი ტიპის ტრანზაქციის რიგითი ნომერი; „Z“ ანგარიშის ნომერი, რომელშიც დარეგისტრირდა ტრანზაქცია; ტრანზაქციის ტიპი (0-დებეტი, 1-კრედიტი, 2-უნაღდო დებეტი, 3-უნაღდო კრედიტი); თანხის ოდენობა; ტრანზაქციის თარიღი და დრო ფორმატში – YYMMDDHHMMSS; შესაბამის ტრანზაქციაზე SAM მოდულის მიერ დაბრუნებული ელექტრონული ხელმოწერა. რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში პირს გადაეცემა ცნობა რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ (დანართი №14 4 ); ბ) პირის მიერ სხვა ობიექტზე, ან სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე რეგისტრირებული სსა-ის დისტრიბუციის მიზნით გამოყენების შესახებ წარდგენილ განცხადებაში, მიეთითება საგადასახადო ორგანოში მათი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი და ფაქტობრივი მისამართი, სადაც გამოყენებული იქნება სსა/ტექნიკური საშუალება გააქტიურებული SAM მოდულით, ხოლო სსა-ის დისტრიბუციის მიზნით გამოყენების შემთხვევაში – პირის იურიდიული მისამართი. საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს №14 3 დანართის მე-6 სტრიქონში და №14 5 დანართის მე-8 სვეტში შესაბამისი ცვლილებების შეტანას. განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში პირს გადაეცემა სარეგისტრაციო ბარათი (დანართი №14 3 ).

10.ამ მუხლში მითითებულ განცხადებაში ან/და თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზის გამოვლენისას, საგადასახადო ორგანო წყვეტს შესაბამის პროცედურებს, რის შესახებაც არაუგვიანეს 1 სამუშაო დღეში აცნობებს განმცხადებელს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 16.12.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №362 - ვებგვერდი, 12.11.2015წ. დანართი 14 3 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 16.12.2014წ. დანართი 14 4 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 16.12.2014წ. დანართი 14 5 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 16.12.2014წ. სსა - ის / ტექნიკური საშუალების /SAM მოდულის რეგისტრაციის / რეგისტრაციიდან მოხსნის მონაცემები № პირის დასა ხელება სამარ თლებ ღივი ფორმა საიდენტ იფიკა ციო/ პირადი ნომერი სსა-ის მოდელი/ ტექნი კური საშუა ლების დასა ხელება სსა-ის საქარხნო ნომერი ტექნიკური საშუალების მაიდენ ტიფიცირე ბელი მონაცემი სსა-ის/ტექნიკური საშუალების და მათზე გააქტიურებული SAM მოდულის გამოყენების ფაქტობრივი მისამართი ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში პირის იურიდიული მისამართი სსა-ის/ ტექნიკური საშუალების/ SAM მოდულის სარეგის ტრაციო ბარათის ნომერი სსა-ია/ ტექნიკური საშუალების/ SAM მოდულის რეგისტ რაციის თარიღი გაუნაშ- თავი ჯამის მონაცემები (სსა-ის/ ტექნიკური საშუალების რეგის ტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში) „Z“ ანგარიშის ნომერი (სსა-ის/ ტექნიკური საშუალების რეგის- ტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში) საკონტ- როლო სალარო აპა- რატის/ ტექნიკური საშუალების/ SAM მოდულის რეგის ტრაციიდ ან მოხსნის ნომერი რეგისტ რაციიდან მოხსნის თარიღი რეგის ტრაციაზე/ რეგის ტრაციიდან მოხსნაზე პასუხის მგებელი პირის სახელი და გვარი შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4²20²106423⁵ (…23⁶ (…19 (დ…17 (დ…13533 (და…6423⁴ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საგზაო მოძრაობის შესახ…გადასახადების ადმინისტ…,,მეწარმეთა და არასამე…საჯარო სამართლის იურიდ…საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა