გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 79³ (დანართი 1). შემოსავლების სამსახურის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის ელექტრონული მონაცემთა ბაზა და მომხმარებლად რეგისტრაცია

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტრონული აღრიცხვის მონაცემთა ბაზა (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) წარმოადგენს შემოსავლების სამსახურსა და შერჩეულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შექმნილ ბაზას, სადაც ინახება ინფორმაცია აქციზური და არააქციზური საქონლისათვის განკუთვნილი მატერიალური და არამატერიალური მარკის მოთხოვნასა და გამოყენებაზე.

2.შერჩეული პირის მიერ მატერიალური და არამატერიალური ფორმით აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განხორციელებისა და მომსახურების გაწევამდე მეწარმე – სუბიექტი და დადგენილ შემთხვევაში ფიზიკური პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში მომხმარებლად.

3.მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით მეწარმე-სუბიექტი და ფიზიკური პირი დადგენილ შემთხვევაში (შემდგომში – მომხმარებელი) შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ან პროგრამულად ავსებს №IV-02 1 და №IV-02 2 დანართების შესაბამის სარეგისტრაციო ფორმას.

4.შერჩეული პირი მომხმარებლის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას ახორციელებს პირის მიერ შევსებული სარეგისტრაციო ფორმისა და შემოსავლების სამსახურის თანხმობის საფუძველზე. მონაცემთა ბაზაში მომხმარებლის რეგისტრაციას შერჩეული პირი უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის თანხმობიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

5.(ამოღებულია - 16.11.2022, №377) .

6.(ამოღებულია - 16.11.2022, №377) .

7.მომხმარებელი აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად შეკვეთას/განაცხადს მარკების შეძენაზე წარადგენს მონაცემთა ბაზის საშუალებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 15 აპრილის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 16.04.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №248 - ვებგვერდი, 07.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 16.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №346 - ვებგვერდი, 19.11.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.11.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №377 - ვებგვერდი, 17.11.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ელექტრონული აღრიცხვის მონაცემთა ბაზა (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) წარმოადგენს შემოსავლების სამსახურსა და შერჩეულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შექმნილ ბაზას, სადაც ინახება ინფორმაცია აქციზური და არააქციზური საქონლისათვის განკუთვნილი მატერიალური და არამატერიალური მარკის მოთხოვნასა და გამოყენებაზე. 2. შერჩეული პირის მიერ მატერიალური და არამატერიალური ფორმით აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განხორციელებისა და მომსახურების გაწევამდე მეწარმე – სუბიექტი და დადგენილ შემთხვევაში ფიზიკური პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში მომხმარებლად. 3. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით მეწარმე-სუბიექტი და ფიზიკური პირი დადგენილ შემთხვევაში (შემდგომში – მომხმარებელი) შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ან პროგრამულად ავსებს №IV-02 1 და №IV-02 2 დანართების შესაბამის სარეგისტრაციო ფორმას. 4. შერჩეული პირი მომხმარებლის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას ახორციელებს პირის მიერ შევსებული სარეგისტრაციო ფორმისა და შემოსავლების სამსახურის თანხმობის საფუძველზე. მონაცემთა ბაზაში მომხმარებლის რეგისტრაციას შერჩეული პირი უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის თანხმობიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. 5. (ამოღებულია - 16.11.2022, №377) . 6. (ამოღებულია - 16.11.2022, №377) . 7. მომხმარებელი აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად შეკვეთას/განაცხადს მარკების შეძენაზე წარადგენს მონაცემთა ბაზის საშუალებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 15 აპრილის ბრძანება №106 - ვებგვერდი, 16.04.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №248 - ვებგვერდი, 07.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 16.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №346 - ვებგვერდი, 19.11.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.11.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №377 - ვებგვერდი, 17.11.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20³337¹669180 (დ…11 (დ…80² (…413112879³ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…მეწარმეთა შესახებლატარიების, აზარტული დ…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა