მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 23⁵ (დანართი 1). SAM მოდულის აქტივაციისათვის საჭირო მონაცემების მქონე სსა - ის და ტექნიკური საშუალების ექსპლუატაცია

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სსა-ის/ტექნიკური საშუალების ექსპლუატაცია არის სსა-ის/ტექნიკური საშუალების ექსპლუატაცია გააქტიურებული SAM მოდულით და გულისხმობს მათი დადგმის, ტექნიკური მომსახურების, გამოყენების და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ერთიანი პროცესს, რომლის განხორციელების უზრუნველყოფას ახდენს პირი ამ თავით მისთვის განსაზღვრული ვალდებულებათა შესაბამისად.

2.პირი ვალდებულია მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას, შესაბამისი მონაცემების აღსარიცხავად გამოიყენოს სსა/ტექნიკური საშუალება გააქტურებული SAM მოდულით.

3.ობიექტის ფუნქციონირება სსა-ში/ტექნიკურ საშუალებაში გააქტურებული SAM მოდულის გარეშე, მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთი: ა) პირს თავის მფლობელობაში არ გააჩნია სსა/ტექნიკური საშუალება; ბ) პირს გააჩნია სსა, მაგრამ არ არის დარეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში მის სახელზე; გ) სსა რეგისტრირებულია საგადასახადო ორგანოში, მაგრამ აღნიშნული მოდელი ამოღებულია რეესტრიდან და გასულია მისი გამოყენებისათვის დაშვებული კანონმდებლობით დადგენილი ვადა; დ) ( ამოღებულია - 13.03.2015, N76 ); ე) არ არის ჩართული ფისკალური მეხსიერება და მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების განხორციელება ხდება არაფისკალური რეჟიმით.

4.საგადასახადო ორგანოს წინასწარი თანხმობით, პირის მიერ მის სახელზე საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული SAM მოდულის მქონე სსა-ს გამოყენება ან სსა-ს გარეშე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია დასაშვებია გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილზე. ასეთ შემთხვევაში, პირი განცხადებით (რომელშიც მიეთითება გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილი და ვადა) მიმართავს საგადასახადო ორგანოს, რომელიც განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობებს პირს თანხმობის ან უარის თაობაზე.

4¹.სსა-ს გამოყენება სავალდებულო არ არის: ა) კანონმდებლობით განსაზღვრული სანოტარო მოქმედებებისა და სხვა სანოტარო მომსახურების განხორციელებისას; ბ) „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილების №21 დანართის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისთვის, ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირის (დისტრიბუტორის) მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევისას.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს წინასწარი თანხმობით სსა-ს გარეშე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რეალიზაციისას, აგრეთვე, ამავე მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირი უფლებამოსილია გასცეს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი.

6.სსა-ის/ტექნიკური საშუალების გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციაზე მისი გამოყენება გააქტურებული SAM მოდულით, რაც, თავის მხრივ, მოიცავს იმ მომენტს, რომ ამ სსა-ის/ტექნიკური საშუალების მეშვეობით ამობეჭდილ ჩეკს უნდა ჰქონდეს SAM მოდულის მეშვეობით ხელმოწერილი უნიკალური ნიშანი. სსა-ის გამოუყენებლობად არ მიიჩნევა შემთხვევა, მისი შეკეთების პერიოდში (არა უმეტეს 7 კალენდარული დღისა) მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებით წარმოებს სხვა სსა-ის საშუალების მეშვეობით.

7.აგს-ში ტექნიკური საშუალების დაზიანების შემთხვევაში, პირი ვალდებულია ამ დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ოპერაციები და წერილობით ან ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, გონივრულ ვადაში აცნობოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნულის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია გამოიყენოს სსა ან ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატი.

8.ყოველ კონკრეტულ ობიექტზე სსა-ის/ტექნიკური საშუალების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით პირი ვალდებულია: ა) სამუშაოდ დაუშვას, მხოლოდ ის თანამშრომელი (მოლარე-ოპერატორი), რომლებმაც შეისწავლეს კონკრეტული სსა-ის/ტექნიკური საშუალების ტექნიკური დოკუმენტაციის და ამ თავის შესაბამისად ექსპლუატაციის წესები და შეუძლიათ მათთან მუშაობა. პირის მიერ მოლარე-ოპერატორებთან გაფორმებულ უნდა იქნეს ხელშეკრულება მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ; ბ) მოაწყოს სამუშაო ადგილი სსა-ის/ტექნიკური საშუალების საექსპლუატაციო დოკუმენტაციის და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით. აუცილებელია სსა-ის/ტექნიკური საშუალების სამუშაო ადგილზე იყოს სალაროს უჯრა ან ნაღდი ფულის შესანახი სხვა სათავსი, რომელშიც მოლარე-ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს სსა-ის/ტექნიკური საშუალების მიხედვით გატარებული ნაღდი ფულის მიღება და გაცემა. ამასთან, სსა, რომლის გამოყენება მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შეუძლებელია კომპიუტერთან მიერთებისა და ერთობლივად ფუნქციონირების გარეშე, განათავსოს მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე; გ) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს კანონიერი მოთხოვნები სსა-ს/ტექნიკური საშუალების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს მათი უფლებამოსილი პირების დაუბრკოლებელი დაშვება მათთან; დ) უზრუნველყოს თითოეულ ობიექტზე რეგისტრირებული სსა-ების/ტექნიკური საშუალების მიხედვით, სარეგისტრაციო ბარათების, მათი პასპორტების (ანალოგიური შინაარსის მქონე დოკუმენტების), ამ თავით განსაზღვრული აქტების და მათ ექსპულატაციასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის შენახვა 6 წლის განმავლობაში; ე) უზრუნველყოს სსა-ის/ტექნიკური საშუალების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ექსპლუატაცია; ვ) უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.

9.მოლარე-ოპერატორი ვალდებულია: ა) მუშაობის დაწყებამდე უზრუნველყოს სსა-ში შესაბამისი ლენტების ჩადება; ბ) ჩართოს სსა/ტექნიკური საშუალება ელექტროქსელში და შეამოწმოს ამობეჭდილ ჩეკებში აუცილებელი რეკვიზიტების ასახვის მდგომარეობა, თარიღის და დროის ჩვენების სიზუსტე; გ) სსა-ის/ტექნიკური საშუალების ექსპლუტაცია აწარმოოს საექსპლუატაციო დოკუმენტაციის და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით; დ) მომხმარებლის მიერ ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ყველა ოპერაციაზე ამობეჭდოს და შესთავაზოს (დადოს მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილას) მომხმარებელს ამობეჭდილი ჩეკი. თუ მომხმარებლის მიერ მიწოდებელი/მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების ანგარიშში გადახდილი თანხიდან მომხმარებელს უნდა დაუბრუნდეს ხურდა, ჩეკში ამოსაბეჭდად სსა-ში/ტექნიკურ საშუალებაში გატარებულ უნდა იქნეს მხოლოდ ის თანხა, რომელიც რჩება სალაროში; ე) როდესაც ჩეკში შეცდომით ამოირტყმება არასწორი თანხა, შეადგინოს დანართი №14 6 -ით განსაზღვრული ფორმის აქტი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს როგორც მოლარე-ოპერატორმა, ასევე მოლარე-ოპერატორზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა (დირექტორი, ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.), ამასთან, შეცდომით ამობეჭდილი ჩეკი ან ჩეკის ასლი უნდა დაერთოს ამ აქტს. ასეთივე აქტი 2 ეგზემპლარად დგება იმ შემთხვევაშიც, როცა მომხმარებლის მიერ ხდება ჩეკის საფუძველზე ნაყიდი საქონლის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დაბრუნება და, ამასთან, მოლარე-ოპერატორს გააჩნია იმის უფლება, რომ მიიღოს საქონელი და დაუბრუნოს მომხმარებელს მასში გადახდილი თანხა. ამ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პირების გარდა, აქტს ხელი უნდა მოაწეროს მომხმარებელმაც, რომელსაც უნდა გადაეცეს აქტის ერთი ეგზემპლარი. მოლარე-ოპერატორთან დარჩენილ აქტს უნდა დაეკრას მომხმარებლის მიერ დაბრუნებული ჩეკი და ჩეკის ასლი; ვ) ამ პუნქტის,,ე“ ქვეპუნქტში აღნიშნული აქტის შედგენასთან ერთად, მოლარე-ოპერატორი ვალდებულია სსა-ის/ტექნიკური საშუალების მეშვეობით განახორციელოს შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის კორექტირება; ზ) თავისი სამუშაო ცვლის ბოლოს ამობეჭდოს „Z” ანგარიში და დღის განმავლობაში შედგენილი აქტები გადასცეს შესაბამისად უფლებამოსილ პირს. ყოველი „Z” ანგარიშის ამობეჭდვის შემდეგ, შესაბამის ფორმებში უზრუნველყოს ამ სსა-ის/ტექნიკური საშუალების მიხედვით მაჯამებელი მრიცხველის ჩვენების (გაუნაშთავი ჯამის) დაფიქსირება.

10.სსა-ის/ტექნიკური საშუალების გაუმართაობის (დაზიანების) შემთხვევაში მოლარე-ოპერატორი ვალდებულია გამორთოს სსა/ტექნიკური საშუალება და თუ შემდგომი მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია, შეწყვიტოს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება.

11.გაუმართავად (დაზიანებულად) უნდა ჩაითვალოს სსა/ტექნიკური საშუალება, რომელიც: ა) არ ბეჭდავს, გაუგებრად (ბუნდოვნად) ბეჭდავს ან არ ბეჭდავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს ჩეკზე; ბ) არ ბეჭდავს, ბუნდოვნად ან არასრულად ბეჭდავს საკონტროლო ლენტს ან სხვა დოკუმენტებს, აგრეთვე არ ასრულებს ან შეცდომებით ასრულებს იმ ოპერაციებს, რომლებიც გათვალისწინებულია სსა-ის ტექნიკური მოთხოვნებით; გ) ვერ ღებულობს მონაცემებს, რომელიც დაცულია ფისკალურ მეხსიერებაში, რაც აუცილებელია საგადასახადო ორგანოების მხრიდან სათანადო კონტროლის განსახორციელებლად.

12.სსა-ში/ტექნიკურ საშუალებაში დაზიანების აღმოსაფხვრელად საჭირო დროის პერიოდში პირი აჩერებს მომხმარებელთან ნაღდი ფულით განსახორციელებელ ყველა ოპერაციას (წყვეტს ნაღდი ფულის მიღებას). ამ პერიოდში მას შეუძლია გამოიყენოს, მხოლოდ საგადასახადო ორგანოში დადგენილი წესით რეგისტრირებული მის საკუთრებაში არსებული ან/და ტმც-ის მიერ დროებით მფლობელობაში გადმოცემული სარეზერვო სსა.

13.საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვისას ჩეკზე არასწორი თარიღის და დროის ჩვენების, აგრეთვე მომენტალური გადახდების ტექნოლოგიების და მოწყობილობების საშუალებით გაწეული მომსახურებისას (საქმიანობის ამ ნაწილში) სსა-ის/ტექნიკური საშუალების გარეშე მუშაობის ან სსა-ის/ტექნიკური საშუალების გამოუყენებლობის ფაქტის გამოვლენა, ასევე, ამ მუხლის მე-4 და 4 1 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სსა-ს გარეშე მუშაობის ან სსა-ს გამოუყენებლობის ფაქტის გამოვლენა არ წარმოადგენს პირისათვის საგადასახადო სანქციის დაკისრების საფუძველს.

14.სსა-ის შესაკეთებლად გადაცემის და უკან დაბრუნების, ასევე, სსა-ის შესაკეთებლად გადაცემისას სარეზერვო სსა-ის დადგმისა და დაბრუნების ფაქტი ფიქსირდება, შესაბამისად, ამ წესის №9 და №10 დანართებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 16.12.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 13 მარტის ბრძანება №76 - ვებგვერდი, 16.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 7 ივლისის ბრძანება №206 - ვებგვერდი, 07.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 9 მარტის ბრძანება №81 - ვებგვერდი, 10.03.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 ივნისის ბრძანება №183 - ვებგვერდი, 07.06.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 17 ივნისის ბრძანება №182- ვებგვერდი, 18.06.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 24 იანვრის ბრძანება №10 - ვებგვერდი, 28.01.2025წ. დანართი 14 6 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 16.12.2014წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²87225920 (დ…23⁴ (…23⁶ (…1843656414123⁵ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საგზაო მოძრაობის შესახ…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საგადასახა…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა