მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 29 (დანართი 1). ფაქტობრივი აღრიცხვა

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ფაქტობრივი აღრიცხვა ხორციელდება მათი ადგილმდებარეობის მიხედვითა და სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირების უშუალო მონაწილეობით.

2.ფასეულობათა ფაქტობრივი არსებობა უნდა დადგინდეს აუცილებელი დათვლის, აწონვის, აზომვის გზით.

3.ფაქტობრივი აღრიცხვისას თითოეული საგანი უნდა იქნეს ვიზუალურად შემოწმებული და შეტანილ იქნეს დასახელებების მიხედვით საინვენტარიზაციო უწყისებში.

4.ფაქტობრივი აღრიცხვა, როგორც წესი, მოცემულ სათავსში განლაგებული საქონლის რიგითობის მიხედვით უნდა განხორციელდეს, ხოლო როცა ფასეულობანი სხვადასხვა სათავსშია განლაგებული და ეკუთვნის ერთსა და იმავე სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელ პირს – შენახვის ადგილების თანმიმდევრობით. ფასეულობათა აღრიცხვის შემდეგ, სათავსი ილუქება და ფაქტობრივი აღრიცხვა გრძელდება შემდგომ სათავსში. ამასთან, საგადასახდო ორგანოს უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით, ის სათავსი, რომელშიც დასრულებულია ფაქტობრივი აღრიცხვა, შესაძლებელია არ დაილუქოს.

5.თუ ფაქტობრივი აღრიცხვა ერთი დღის განმავლობაში არ მთავრდება, ის სათავსი, სადაც სმფ-ები ინახება, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სამუშაო დღის დასრულებისას, ილუქება საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მიერ, რაზედაც დგება დალუქვის ოქმი საინვენტარიზაციო კომისიის წევრების ხელმოწერით. ლუქი, ინვენტარიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, ინახება საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელთან.

6.საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობის პერიოდში შესვენებისას, საინვენტარიზაციო უწყისები ინახება დაკეტილ სათავსში (ყუთი, კარადა, სეიფი), იქ სადაც ინვენტარიზაცია მიმდინარეობს.

7.იმ მასალების ან/და საქონლის რაოდენობა, რომელიც მიმწოდებლის მიერ შეფუთულ მდგომარეობაში დაუზიანებლად იმყოფება, დასაშვებია განისაზღვროს არსებული დოკუმენტების საფუძველზე, ამ ფასეულობათა შერჩევითი შემოწმებით. დასაყრელი მასალის წონის განსაზღვრა დასაშვებია აზომვისა და ტექნიკური გაანგარიშებების საშუალებით. აზომვებისა და გაანგარიშების აქტი აღრიცხვის ოქმს უნდა დაერთოს. დიდი რაოდენობით ასაწონი საქონლის ფაქტობრივი აღრიცხვისას აწონვის მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს ცალკე უწყისებში, რომელიც დღის ბოლოს ან სამუშაოს დამთავრებისას უნდა დაჯამდეს და გამოყვანილი ჯამი გადატანილ იქნეს საინვენტარიზაციო უწყისში. აწონვის მონაცემები უნდა დაერთოს საინვენტარიზაციო უწყისს.

8.სმფ-ები შეიტანება საინვენტარიზაციო უწყისებში დასახელების, სახის, რაოდენობისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. საინვენტარიზაციო კომისიის წევრები სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად ახდენენ ფასეულობების გადათვლას, აწონვას და გაზომვას. საინვენტარიზაციო უწყისებში დაუშვებელია სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სიტყვიერად ნათქვამი მონაცემების, ასევე მათი ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემების შეტანა მათი ფაქტობრივად შემოწმების გარეშე.

9.აღრიცხული ფასეულობები საინვენტარიზაციო უწყისში შეიტანება იმ საზომ ერთეულებში, რომელშიც წარმოებს მათი აღრიცხვა.

10.ფაქტობრივი აღრიცხვის შემდეგ, საინვენტარიზაციო კომისია ადგენს ოქმს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ” (დანართი №16).

11.დანართი №16-ის ცხრილი ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სვეტში იწერება რიგითი ნომერი; ბ) მე-2 სვეტში იწერება სმფ-ების დასახელება; გ) მე-3 სვეტში იწერება სმფ-ების საზომი ერთეული; დ) მე-4 სვეტში იწერება სმფ-ების რაოდენობა; ე) მე-5 სვეტში იწერება ერთეულის ფასი (პირვანდელი ღირებულებით); ვ) მე-6 სვეტში იწერება სულ თანხა (პირვანდელი ღირებულებით); ზ) მე-7 სვეტში იწერება ერთეულის ფასი(საბაზრო ღირებულებით); თ) მე-8 სვეტში იწერება სულ თანხა (საბაზრო ღირებულებით); ი) ბოლო სტრიქონის “ჯამის“ მე-3 - მე-5 და მე-7 სვეტები არ ივსება.

12.ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ე“ – „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები ივსება ფაქტობრივი აღწერის მომენტისთვის ამ მონაცემების არსებობის შემთხვევაში.

13.ფაქტობრივ აღრიცხვას ასევე უნდა დაექვემდებაროს ის სმფ-ები, რომელიც აღირიცხება შესაბამის ბუღალტრულ ანგარიშებზე, როგორც გზაში მყოფი, გადატვირთული, სხვა პირის სათავსებში მყოფი და სხვა. საინვენტარიზაციო კომისია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია ასეთი სმფ-ები აღრიცხოს ფაქტობრივი აღრიცხვის გარეშე, იმ სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ამ სმფ-ების გაგზავნის, გადატვირთვის, სხვა პირებისთვის შენახვის ან გადამუშავების მიზნით გაგზავნის ფაქტი. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ფასეულობათა ფაქტობრივი აღრიცხვა.

14.საინვენტარიზაციო უწყისები ხელმოწერილი უნდა იქნეს კომისიის ყველა წევრისა და სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირების მიერ.

15.საინვენტარიზაციო უწყისები შეიძლება შეივსოს როგორც ხელით, ასევე კომპიუტერული საშუალებებით. ხელით შედგენილი აღრიცხვები უნდა შეივსოს კალმით, სუფთად და გარკვევით. ჩანაწერების ამოშლა და გადასწორება დაუშვებელია.

16.შეცდომის დაშვებისას აღრიცხვის ყველა ეგზემპლარზე უნდა გადაიხაზოს არასწორი ჩანაწერები და იქვე ჩაიწეროს სწორი ჩანაწერი. შესწორებაზე ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი და სმფ- ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი.

17.საინვენტარიზაციო უწყისებში შეუვსებელი გრაფების დატოვება დაუშვებელია. ასეთი გრაფები უნდა გადაიხაზოს.

18.იმ შემთხვევაში, თუ სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი, ფაქტობრივი აღიცხვის შემდეგ საინვენტარიზაციო უწყისებში შეამჩნევს შეცდომებს, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ (საწყობის, საკუჭნაოს, სექციის გახსნამდე) განუცხადოს საინვენტარიზაციო კომისიას. კომისია შეამოწმებს განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს და მათი აღმოჩენის შემთხვევაში გაასწორებს დაშვებულ შეცდომებს.

19.ინვენტარიზაციის დროს შემოსული ფასეულობების მიღება ხდება სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირების მიერ საინვენტარიზაციო კომისიის წევრების თანდასწრებით და საინვენტარიზაციო უწყისებში შეიტანება ცალკე ოქმში „ინვენტარიზაციის დროს შემოსული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ” (დანართი №17). ოქმში მიეთითება მიღების თარიღი, ასევე, შემოსავლის დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასი და გადახდილი (გადასახდელი) თანხის ოდენობა. დანართი № 17-ის ბოლო სტრიქონის “ჯამის“ მე-3 - მე-9 სვეტები არ ივსება.

20.როდესაც ფაქტობრივი აღრიცხვა დიდ დროს მოიცავს ან არსებობს სმფ-ების დაზიანების, განადგურების, ვარგისიანობის ვადის გასვლის და სხვა გარემოება, გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელის წერილობითი მოთხოვნით და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით, დასაშვებია ფაქტობრივი აღრიცხვის პროცესში სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ კომისიის წევრების თანდასწრებით ფასეულობათა ობიექტიდან გაცემა. ასეთ დროს გაცემული ინვენტარიზებული სმფ-ები საინვენტარიზაციო უწყისებში შეიტანება ცალკე ოქმში „ინვენტარიზაციის დროს გაცემული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ” (დანართი №18). ოქმში მიეთითება გაცემის თარიღი, ასევე გასავლის დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასი და მიღებული (მისაღები) თანხის ოდენობა. დანართი № 18-ის ბოლო სტრიქონის “ჯამის“ მე-3 - მე-9 სვეტები არ ივსება.

21.სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ფაქტობრივი აღრიცხვის ბოლოს, საინვენტარიზაციო კომისიას წერილობით შეატყობინოს იმის თაობაზე, რომ ფაქტობრივი აღრიცხვა მისი თანდასწრებით ჩატარდა, კომისიის წევრებთან პრეტენზია არ გააჩნია და აღრიცხულ ფასეულობებს შესანახად ღებულობს პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 24 იანვრის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 25.01.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 14 თებერვლის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 18.02.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 14 თებერვლის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 18.02.2014წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2214513614428 (დ…31 (დ…31¹ (…5 (და…27 (დ…66³ (…411229 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…გადასახადების ადმინისტ…მუზეუმების შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა