Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებმუხლი 28

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 28. მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის შეტყობინება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:GDPR/კონფიდენციალურობის შესაბამისობამონაცემთა დამუშავებამონაცემთა გაჟონვის მართვაკონფიდენციალურობა AI-შიხელოვნური ინტელექტის შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და მისი სპეციალური წარმომადგენელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებული არიან წერილობით ან ელექტრონულად უზრუნველყონ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაციის აღრიცხვა: ა) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, სპეციალური წარმომადგენლის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) მონაცემთა დამუშავების მიზნების შესახებ; გ) მონაცემთა სუბიექტებისა და მონაცემთა კატეგორიების შესახებ; დ) მონაცემთა მიმღების (მათ შორის, სხვა სახელმწიფოში არსებული მონაცემთა მიმღების ან საერთაშორისო ორგანიზაციის) კატეგორიების შესახებ; ე) სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მონაცემთა გადაცემის, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების თაობაზე, მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნებართვის შესახებ (მისი არსებობის შემთხვევაში); ვ) მონაცემთა შენახვის ვადების შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, მათი შენახვის ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე; ზ) მონაცემთა უსაფრთხოებისთვის მიღებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების ზოგადი აღწერა; თ) ინციდენტების შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2.თითოეული დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი და მის მიერ მონაცემთა დამუშავებაში ამ კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით ჩართული პირი ვალდებული არიან წერილობით ან ელექტრონულად უზრუნველყონ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაციის აღრიცხვა: ა) დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების, სპეციალური წარმომადგენლის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით განხორციელებული მონაცემთა დამუშავების სახეების შესახებ; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, თუ იგი მონაწილეობს სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მონაცემთა გადაცემის პროცესში; დ) მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების ზოგადი აღწერა; ე) ინციდენტების შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3.დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირებმა, დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა და სპეციალურმა წარმომადგენელმა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია შესაბამისი მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უნდა მიაწოდონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

4.სამართალდამცავი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოს მიერ სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, წარედგინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

5.ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ სამართალდამცავი ორგანოსთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის   136-ე მუხლით დადგენილი წესით გადაცემის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა აცნობოს ამ მონაცემების გადაცემიდან 24 საათში.

6.გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

7.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ელექტრონულ ეგზემპლარს, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, აგრეთვე ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილების ელექტრონულ ეგზემპლარს, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, სააგენტო მისი მიღებისთანავე აწვდის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

რედაქციების შედარება

1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და მისი სპეციალური წარმომადგენელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებული არიან წერილობით ან ელექტრონულად უზრუნველყონ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაციის აღრიცხვა: ა) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, სპეციალური წარმომადგენლის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) მონაცემთა დამუშავების მიზნების შესახებ; გ) მონაცემთა სუბიექტებისა და მონაცემთა კატეგორიების შესახებ; დ) მონაცემთა მიმღების (მათ შორის, სხვა სახელმწიფოში არსებული მონაცემთა მიმღების ან საერთაშორისო ორგანიზაციის) კატეგორიების შესახებ; ე) სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მონაცემთა გადაცემის, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების თაობაზე, მათ შორის, სახელმწიფოპერსონალურ აუდიტისმონაცემთა დაცვის სამსახურის ნებართვის შესახებ (მისი(ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) მონაცემთა შენახვის ვადების შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, მათი შენახვის ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე; ზ) მონაცემთა უსაფრთხოებისთვის მიღებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების ზოგადი აღწერა; თ) ინციდენტების შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. თითოეული დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი და მის მიერ მონაცემთა დამუშავებაში ამ კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით ჩართული პირი ვალდებული არიან წერილობით ან ელექტრონულად უზრუნველყონ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაციის აღრიცხვა: ა) დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების, სპეციალური წარმომადგენლის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით განხორციელებული მონაცემთა დამუშავების სახეების შესახებ; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, თუ იგი მონაწილეობს სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მონაცემთა გადაცემის პროცესში; დ) მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების ზოგადი აღწერა; ე) ინციდენტების შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირებმა, დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა და სპეციალურმა წარმომადგენელმა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია შესაბამისი მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უნდა მიაწოდონ სახელმწიფოპერსონალურ აუდიტისმონაცემთა დაცვის სამსახურს. 4. სამართალდამცავი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, აგრეთვე სამართალდამცავი ორგანოს მიერ სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის განჩინების 1 ეგზემპლარი, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, წარედგინება სახელმწიფოპერსონალურ აუდიტისმონაცემთა დაცვის სამსახურს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 5. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ სამართალდამცავი ორგანოსთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის    136-ე მუხლით დადგენილი წესით გადაცემის შესახებ სახელმწიფოპერსონალურ აუდიტისმონაცემთა დაცვის სამსახურს უნდა აცნობოს ამ მონაცემების გადაცემიდან 24 საათში. 6. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს სახელმწიფოპერსონალურ აუდიტისმონაცემთა დაცვის სამსახურს. 7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ელექტრონულ ეგზემპლარს, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, აგრეთვე ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილების ელექტრონულ ეგზემპლარს, რომელიც მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს, სააგენტო მისი მიღებისთანავე აწვდის სახელმწიფოპერსონალურ აუდიტისმონაცემთა დაცვის სამსახურს კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 29

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი (Processor)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მონაცემთა დარღვევაზე რეაგირების გეგმა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №9

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-23
2
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 136საქართველოს სისხლი… 136მუხლი 36

მიუთითებენ მასზე

მუხლი 77

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 27მონაცემთა უსაფრთხოება
  • 36დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი
  • 52სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ღონისძიებების გამოყენება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 17მონაცემთა უსაფრთხოება
  • 16უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავება
  • 5მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 21სამუშაოს მაძიებლის შესახებ მონაცემების დამუშავება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 112აღრიცხვა

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 25სტატისტიკური მონაცემების და სხვა ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 38მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 10მონაცემთა ბაზაში, რეესტრში, ინფორმაციულ სისტემასა და მომსახურების გაწევის პროცესში მონაცემების დამუშავების პრინციპები

შრომის ინსპექციის შესახებ

  • 15ინფორმაციის გამოთხოვის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1361362510171651122115383677275228
მითითებამნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პერსონალურ მონაცემთა დ…დასაქმების ხელშეწყობის…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026