მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 27 (დანართი 1). საინვენტარიზაციო კომისია

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ გადასახადის გადამხდელის ბრძანებით განსაზღვრული უნდა იქნეს, თუ რა ვადაში უნდა განხორციელდეს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობისა და მოცემული პერიოდისთვის ნაშთის სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა (სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენა არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს).

2.იმ შემთხვევაში, როდესაც სმფ-ების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები გადასახადის გადამხდელის მიერ აღირიცხება კომპიუტერული პროგრამების საშუალებით, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით შესაძლებელია 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, დროის პერიოდად განისაზღვროს გადასახადის გადამხდელისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარების შემდგომ მომდევნო ფაქტობრივი სამუშაო დღის დაწყების დრო.

3.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შექმნას ინვენტარიზაციის ჩატარებისათვის სათანადო პირობები და აკონტროლოს ინვენტარიზაციის ჩატარების კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვა.

4.ინვენტარიზაციის დაწყების წინ საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელის ბრძანება ან საგადასახადო ორგანოს უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ გადაეცემათ კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს, ასევე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 14 თებერვლის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 18.02.2014წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1⁸21⁴⁶261257¹24328 (დ…30 (დ…31¹ (…27 (დ…54 (დ…56¹ (…14 (დ…27 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…საჯარო სამართლის იურიდ…საყოველთაო ჯანდაცვაზე …გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა