მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 65³ (დანართი 1). აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების პროცედურა

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ პირს სურს დაფაროს გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა (იმ ოდენობით, რა ფარგლებშიც მის მიერ შეძენილ ქონებაზე ვრცელდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა), რომლის გადახდევინების უზრუნველსაყოფადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მისი ქონების მიმართ გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, მას გაუფორმდეს ხელშეკრულება (გრაფიკი) აღნიშნულ საგადასახადო დავალიანებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 - მე-10 ნაწილებით დადგენილი წესით და პირობებით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა, რომლის გადავადებაც ხორციელდება, განისაზღვრება არაუმეტეს იმ ოდენობისა, რა ვალდებულებაც ეკისრებოდა გადასახადის გადამხდელს (ქონების ყოფილ მესაკუთრეს), პირის (ქონების შემძენის) მიერ ქონების შეძენის მომენტში.

3.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოს უფროსი.

4.პირი, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მიზნით, წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) პირის დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს; ბ) იმ გადასახადის გადამხდელის დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს, რომლის აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხის გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით მისი ქონების მიმართ გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; გ) ქონების საკუთრებაში გადასვლის თარიღს (მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის თარიღს, ხოლო თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია – საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტს); დ) აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების პერიოდს.

5.განცხადებას უნდა დაერთოს: ა) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია – საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ბ) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის/აუდიტორის დასკვნა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 23 აპრილის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 26.04.2021წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91⁴2018²23824624063 (დ…65⁵ (…61 (დ…22² (…17 (დ…18 (დ…65³ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…სააღსრულებო წარმოებათა…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა