მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 40¹ (დანართი 1). საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმება პირის (რეგისტრირებადი ქონების ახალი მესაკუთრის) მიერ გადასახადის გადამხდელის (რეგისტრირებადი ქონების ყოფილი მესაკუთრის) აღიარებული საგადასახადო დავალი

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გადასახადის გადამხდელის (რეგისტრირებადი ქონების ყოფილი მესაკუთრის) აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა არის ის ოდენობა, რომლის ფარგლებშიც პირის (რეგისტრირებადი ქონების ახალი მესაკუთრის) მიერ შეძენილ ქონებაზე გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა განისაზღვრება არაუმეტეს იმ ოდენობისა, რა ვალდებულებაც ეკისრებოდა გადასახადის გადამხდელს (რეგისტრირებადი ქონების ყოფილ მესაკუთრეს), პირის (რეგისტრირებადი ქონების შემძენის) მიერ ამ ქონების მარეგისტრირებელ ორგანოში ახალ შემძენზე რეგისტრაციის მომენტში.

3.პირი (რეგისტრირებადი ქონების ახალი მესაკუთრე), გადასახადის გადამხდელის (რეგისტრირებადი ქონების ყოფილი მესაკუთრის) აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოში წარადგენს განცხადებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების მოთხოვნით. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) პირის (რეგისტრირებადი ქონების ახალი მესაკუთრის) დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს; ბ) იმ გადასახადის გადამხდელის დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს, რომლის აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხის გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით მისი ქონების მიმართ გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; გ) ქონების საკუთრებაში გადასვლის თარიღს (მარეგისტრირებელ ორგანოში ახალ შემძენზე რეგისტრაციის თარიღს).

4.პირის (რეგისტრირებადი ქონების ახალი მესაკუთრე) მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული რეგისტრირებადი ქონების ახალ შემძენზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, ამონაწერი ქონების მარეგისტრირებელი ორგანოდან); ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტები.

5.საგადასახადო ორგანო განიხილავს პირის (რეგისტრირებადი ქონების ახალი მესაკუთრე) მიერ გადასახადის გადამხდელის (რეგისტრირებადი ქონების ყოფილი მესაკუთრის) აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის გამო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ განცხადებას და განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციას, მათ შორის, შეისწავლის გადასახადის გადამხდელის (რეგისტრირებადი ქონების ყოფილი მესაკუთრის) პირადი აღრიცხვის ბარათზე აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხის ოდენობას პირის (რეგისტრირებადი ქონების შემძენის) საკუთრებაში ამ ქონების რეგისტრაციის მომენტისთვის.

6.საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, რეგისტრირებადი ქონების ახალ მესაკუთრეზე რეგისტრირებულ ქონებაზე შესაძლებელია გაუქმდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა დაფარულია გადასახადის გადამხდელის (რეგისტრირებადი ქონების ყოფილი მესაკუთრის) პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხის გადახდევინების უზრუნველსაყოფადაც მისი ქონების მიმართ გავრცელებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №333 - ვებგვერდი, 14.12.2021წ. თავი XI ქონებაზე ყადაღის დადება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40¹202326923923824665³ (…40 (დ…63 (დ…64340¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…საჯარო რეესტრის შესახე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა