1.საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტის შედგენიდან/ქონების შეფასების შესახებ დასკვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, თუ ჯამურად გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება 500 ლარს, გარდა ამ წესის XVIII თავით გათვალისწინებული, დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადების შემთხვევისა.
2.საჯარო შეტყობინების შედეგად აღიარებული საგადასახადო დავალიანების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის გასვლიდან 10 კალენდარული დღის შემდეგ, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადისა და გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით.
3.საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობაში მიეთითება ქონების რეალიზაციის საკითხის გადაწყვეტისათვის შესაძლო მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, იგი დასაბუთებული უნდა იყოს. შუამდგომლობაში მიეთითება გადასახადის გადამხდელის ზუსტი მონაცემები. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 2 მაისის ბრძანება №266 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 11 თებერვლის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 12.02.2021წ.

