საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 154. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი

რედაქცია №179 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მხარე ადგენს და გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს უგზავნის დასაბუთებულ შუამდგომლობას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და მისი განხილვისათვის საჭირო ინფორმაციას.

1¹.ამ კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების წინა ეტაპზე დადგენილი 12-თვიანი ვადის ამოწურვამდე, თუ კვლავ არსებობს ქონებაზე ყადაღის დადების შესაბამისი საფუძველი, ბრალდების მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შემდეგ ეტაპზე დადგენილი 12 თვის ვადით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

1².ამ კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გაუქმდა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინება, თუმცა არ ამოწურულა იმავე ნაწილით გათვალისწინებული ვადა და არსებობს ამავე კოდექსის 151-ე მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი, ბრალდების მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით დარჩენილ ეტაპებზე დადგენილი ვადით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

1³.ამ კოდექსის 151-ე მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, თუ დასტურდება ამ კოდექსის 151-ე მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა, ბრალდების მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შეცვლილი საფუძვლით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

1⁴.ბრალდების მხარე უფლებამოსილია სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე.

2.მოსამართლე შუამდგომლობისა და მისი განხილვისათვის საჭირო ინფორმაციის შესვლიდან არა უგვიანეს 48 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს შუამდგომლობის დამყენებელი მხარის მონაწილეობით. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. საქართველოს 2022 წლის 23 სექტემბრის კანონი №1854 – ვებგვერდი, 28.09.2022წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მხარე ადგენს და გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს უგზავნის დასაბუთებულ შუამდგომლობას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და მისი განხილვისათვის საჭირო ინფორმაციას. 1 1 . ამ კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების წინა ეტაპზე დადგენილი 12-თვიანი ვადის ამოწურვამდე, თუ კვლავ არსებობს ქონებაზე ყადაღის დადების შესაბამისი საფუძველი, ბრალდების მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შემდეგ ეტაპზე დადგენილი 12 თვის ვადით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. 1 2 . ამ კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გაუქმდა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინება, თუმცა არ ამოწურულა იმავე ნაწილით გათვალისწინებული ვადა და არსებობს ამავე კოდექსის 151-ე მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი, ბრალდების მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით დარჩენილ ეტაპებზე დადგენილი ვადით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. 1 3 . ამ კოდექსის 151-ე მუხლის 3 1 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, თუ დასტურდება ამ კოდექსის 151-ე მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა, ბრალდების მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შეცვლილი საფუძვლით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. 1 4 . ბრალდების მხარე უფლებამოსილია სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე. 2. მოსამართლე შუამდგომლობისა და მისი განხილვისათვის საჭირო ინფორმაციის შესვლიდან არა უგვიანეს 48 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს შუამდგომლობის დამყენებელი მხარის მონაწილეობით. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. საქართველოს 2022 წლის 23 სექტემბრის კანონი №1854 – ვებგვერდი, 28.09.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №149 · ძალაშია 28 სექ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21²³63¹5658356⁴215144151158158⁴15615515724142154
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს საგადასახა…სააღსრულებო წარმოებათა…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №179 · ბოლოს შემოწმდა