მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 41 (დანართი 1). გადაწყვეტილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პირის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2.ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გადასახადის გადამხდელისთვის წარდგენა ხორციელდება ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შესაძლებელია ელექტრონულად/მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ასეთი საშუალებებით გამოცემულ აქტს და მის ამონაბეჭდს აქვს წერილობითი დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა.

3.ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამის მონაცემებს, გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი” და „კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა. საგადასახადო ორგანოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ამ მუხლით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში, ასეთ აქტში ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების ნაცვლად მიეთითება აღსრულების ეროვნული ბიურო.

4.გადასახადის გადამხდელისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობისთანავე, ბათილია ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმის გარიგება.

5.შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება: ა) საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღა არ გავრცელდეს იმ საბანკო ანგარიშზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით; ბ) ფიზიკური პირის მოთხოვნის შემთხვევაში, საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღა გავრცელდეს, მის საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული თანხიდან, თვეში მხოლოდ 300 ლარის ოდენობის ზემოთ არსებულ ფულად სახსრებზე.

6.საბანკო დაწესებულება ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღა არ გაავრცელოს იმ საბანკო ანგარიშებზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, „სოციალური დახმარების შესახებ“,,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” და,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით; ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დადებული ყადაღა გაავრცელოს, ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული თანხიდან, თვეში მხოლოდ 300 ლარის ოდენობის ზემოთ არსებულ ფულად სახსრებზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 2 მაისის ბრძანება №266 - ვებგვერდი, 04.05.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 25 ივლისის ბრძანება №281 - ვებგვერდი, 30.07.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №528 - ვებგვერდი, 25.12.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №251- ვებგვერდი, 06.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის ბრძანება №110 - ვებგვერდი, 06.05.2020წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17563¹564015715415224124242 (დ…73 (დ…45 (დ…41 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა