Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 158⁴

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 158⁴. ყადაღადადებული მოძრავი ქონების კაპიტალიზაცია

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:უძრავი ქონების აუქციონიაქტივების დაბრუნებაპრობლემური აქტივების მონიტორინგი და მართვასარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებიმოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებააქტივების გაყინვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თუ ბრალდებულის მოძრავ ქონებას შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად ყადაღა ადევს და, იმავდროულად, ამ ქონების შენახვა მისი ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირებას იწვევს, პროკურორი უფლებამოსილია შუამდგომლობით მოითხოვოს ქონების კაპიტალიზაციის აუქციონის წესით გასხვისებით განხორციელება.

2.ქონების კაპიტალიზაციისა და კაპიტალიზებულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობას იხილავს სასამართლო გამოძიების ადგილის მიხედვით, ამ კოდექსის 154-ე მუხლით დადგენილი წესით და იღებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) შუამდგომლობის დაკმაყოფილების, ქონების კაპიტალიზაციისა და კაპიტალიზებულ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განჩინება საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით. განჩინების გასაჩივრების უფლება აქვს პროკურორს, ბრალდებულს, ბრალდებულის ადვოკატს. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება მისი უფლებამოსილი პირისთვის გადაცემის მომენტიდან.

3.პროკურორის შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მოძრავი ქონების შეფასების დოკუმენტი.

4.შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განჩინება აღსასრულებლად ეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს ქონების საშუალო საბაზრო ფასის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციას.

5.ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე განთავსდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და ამის შესახებ ეცნობება პროკურორს.

6.ყადაღადადებული ქონების კაპიტალიზაცია დაინტერესებულ პირს არ ართმევს უფლებას, კაპიტალიზებულ ქონებაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იდავოს.

7.ქონების გასხვისების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე ისეთი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას, რომლის თანახმად, ბრალდებულს ეს ქონება არ უნდა ჩამორთმეოდა, ამ ქონების გასხვისების შედეგად მიღებული/ამონაგები თანხა ბრალდებულს გადაეცემა. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 5 სექ. 2025
წინა მუხლი 158³შემდეგი მუხლი 159

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აღდგენის დაკანებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამოქალაქო ქონების აღდგენა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების ტოკენიზაციის სამართლებრივი მხარდაჭერა (RWA)2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების გაყინვის ბრძანებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-09-05
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 154მუხლი 207

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 151ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი და საფუძველი
  • 157ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების (დადგენილების) აღსრულების წესი
  • 154ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 242ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია
  • 241ქონებაზე ყადაღის დადება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 40მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება
  • 49რეალიზაცია
  • 40¹მოვალის მოძრავი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 54საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 30საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21²³გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის საკითხის გადაწყვეტის წესი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 356¹⁰ქონებაზე ყადაღის დადება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21²³404940¹356¹⁰1542071511573024224154158⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს საგადასახა…სააღსრულებო წარმოებათა…პროდუქტის უსაფრთხოების…ტექნიკური საფრთხის კონ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026