Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 70

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 70. აუქციონის შეჩერებისა და შეწყვეტის დაუშვებლობა

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:მოძრავი ქონების აუქციონიქონების შეფასება და სააუქციონო მომზადებასააღსრულებო წარმოების წამოწყება და წარმართვაუძრავი ქონების აუქციონიუძრავი ქონებიდან გამოსახლება და გადაცემაკერძო აღმასრულებლის მეშვეობით აღსრულება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე . (ძალადაკარგულია 70-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სასამართლო კოტროლის გარეშე) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/2/596 - ვებგვერდი, 12.10.2016წ.

2.(ამოღებულია).

3.მოვალე ან მოვალის ინტერესებისათვის სხვა პირი უფლებამოსილია გადაიხადოს საფასურის, აღსრულების ხარჯისა და კრედიტორის მოთხოვნის დასაფარავად საჭირო თანხა იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ მოვალის ან მოვალის ინტერესებისათვის სხვა პირის მიერ საფასურის, აღსრულების ხარჯისა და კრედიტორის მოთხოვნის დაფარვის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონის დასრულების შემდეგ გაანაწილებს თანხას საერთო წესით. თუ მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხული თანხის და აუქციონზე ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ჯამი გადააჭარბებს აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯისა და კრედიტორის მოთხოვნის ოდენობას, აღსრულების ეროვნული ბიურო ნამეტ თანხას დაუბრუნებს მოვალეს, თუკი მოვალის მიმართ არ მიმდინარეობს სხვა სააღსრულებო წარმოება იმავე ან/და სხვა კრედიტორის სასარგებლოდ და ასეთი წარმოების ფარგლებში მოვალეს არ ეკისრება რაიმე სახის გადახდევინება.

4.(ამოღებულია). საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4524 - სსმ I, №9, 31.03.2007წ., მუხ.89 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/2/596 - ვებგვერდი, 12.10.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №90 · ძალაშია 13 თებ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 13 თებ. 2019

    70-ე მუხლის პირველ პუნქტში დაკონკრეტდა, რომელი სიტყვების ის ნორმატიული შინაარსია ძალადაკარგული, რომელიც პროკურორის მოთხოვნით ან ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას სასამართლო კონტროლის გარეშე უშვებდა.

  2. 12 ოქტ. 2016

    70-ე მუხლის პირველი პუნქტის ბოლოს, მეორე პუნქტის წინ, აისახა მითითება სასამართლო კონტროლის გარეშე აღსრულების შეჩერების შესაძლებლობის ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულობაზე.

  3. 1 აგვ. 2011· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011

    პირველ პუნქტში აკრძალვები გავრცელდა ყადაღისაგან გათავისუფლებასა და აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნებაზე, პროკურორისა და თავმჯდომარის გამონაკლისით. მე-3 პუნქტში დარეგულირდა აუქციონის გამოცხადების შემდეგ ჩარიცხული თანხის განაწილება და ნამეტის დაბრუნება.

  4. 22 დეკ. 2010

    პირველი პუნქტი ადგენს აუქციონის შეწყვეტის, შეჩერების, გადადებისა და სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების აკრძალვას აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან; მე-3 პუნქტი თანხის გადახდის უფლებას აუქციონის გამოცხადებამდე ზღვრავს, ხოლო მე-4 პუნქტი ამოღებულია.

  5. 1 აპრ. 2010· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009

    70-ე მუხლში გაუქმდა კრედიტორის მოთხოვნით აუქციონის შეჩერება, ხოლო ახალი მე-4 პუნქტი საგადასახადო ორგანოს დასაბუთებულ მიმართვას აკავშირებს შეჩერებასა და შეწყვეტასთან.

  6. 15 აგვ. 2007· გამოქვეყნდა 31 მარ. 2007

    70-ე მუხლის მე-4 პუნქტში ტერმინები „გაკოტრება“ და „გაკოტრების მმართველი“ შეიცვალა „გადახდისუუნარობითა“ და „მეურვით“. ამოღებულია აუქციონით გაკოტრების მასის რეალიზაციის არსებითად გაძნელების პირობა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 69შემდეგი მუხლი 71

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კომერციული ფართებიდან იძულებითი გამოსახლება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აღსრულების შეჩერება, განწილვადება და განახლებასერვისის გვერდი
  • განმეორებითი და ხელახალი აუქციონის მომზადებასერვისის გვერდი
  • კერძო აღმასრულებლის მომსახურება სააუქციონო პროცესშისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №133

  • 6 ცვლილება · ბოლო 13 თებ. 2019
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 14 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 35

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სამოქა… 198

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 69იძულებითი აუქციონის პირობები
  • 36აღსრულების შეჩერება და მისი ვადები
  • 78სეკვესტრი

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 102აუქციონის ჩატარების წესი და პირობები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 306¹აუქციონის გაუქმება ან შეწყვეტა
  • 310ნივთის იძულებითი მართვა (სეკვესტრი)
  • 304აუქციონის თავიდან აცილება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 7დამტკიცებული პროსპექტის მოქმედების შეჩერება და გაუქმება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 64ეროვნული ბანკის უპირატესი და უპირობო უფლება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 268დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 52ამომრჩევლის მოსყიდვა
  • 193ამომრჩევლის მოსყიდვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
735693678198268306¹310304641025219370
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026