Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 71

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 71. საბანკო დაწესებულების ვალდებულებები

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:პრივატ ბანკინგიდამსაქმებლის შესაბამისობასაინკასო და საბანკო ოპერაციები აღსრულებისას

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საბანკო დაწესებულება ვალდებულია: ა) მეწარმე ფიზიკურ პირს ან/და საწარმოს/ორგანიზაციას გაუხსნას საბანკო ანგარიში გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების დამადასტურებელი მონაცემების საფუძველზე, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) უცხოური საწარმოსთვის საბანკო ანგარიშის პირველად გახსნისას ან ამ საწარმოსთვის ბოლო ანგარიშის დახურვისას აღნიშნულის თაობაზე 3 სამუშაო დღის ვადაში (გარდა ამ ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცნობოს შემოსავლების სამსახურს და შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის მიღებამდე უცხოური საწარმოს ანგარიშიდან გასავლის ოპერაციები არ განახორციელოს. გარდა ამისა, იგი უცხოური საწარმოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას უცხოური საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომრის ან/და მუდმივი დაწესებულების ფაქტობრივი მისამართის შესახებ (თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს ან ანგარიშის გამხსნელმა პირმა ეს ინფორმაცია საბანკო დაწესებულებას წარუდგინა); გ) 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს მის მიერ ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირებისათვის ანგარიშის პირველად გახსნის ან მათთვის ბოლო ანგარიშის დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირის ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასავლის ოპერაცია უკავშირდება ბიუჯეტში გადასახადის თანხის გადახდას. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონული ფორმით გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადებისა; გ 1 ) ფიზიკური პირის მეწარმე ფიზიკურ პირად არსებობის ფაქტის დადგენიდან 3 დღის ვადაში აცნობოს საგადასახადო ორგანოს ასეთი პირის მოქმედი ანგარიშებიდან პირველის გახსნის ან მისთვის ბოლო ანგარიშის დახურვის თარიღი. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონული ფორმით გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადისა; დ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირის საბანკო ანგარიშიდან არ განახორციელოს გასავლის ოპერაციები (საბანკო დაწესებულების მომსახურების საზღაურის გარდა, თუ ეს ოპერაციები არ უკავშირდება საბანკო დაწესებულების სისტემის გარეთ საანგარიშსწორებო ოპერაციებს) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითების გარეშე; ე) შემოსავლების სამსახურს მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ვადისა და პირობების დაცვით აცნობოს მხოლოდ ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების ანგარიშების გახსნის ან/და დახურვის შესახებ და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ პირების საიდენტიფიკაციო ნომრების მითითებით გამოწერილი საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა გაავრცელოს მათ საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალების ან/და ყადაღის ფარგლებში, რაც არ ზღუდავს საინკასო დავალების ან/და ყადაღის ფარგლების ზემოთ არსებული ფულადი სახსრების განკარგვის უფლებას, ხოლო საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალების ან/და ყადაღის ფარგლებში ფულადი სახსრების სრული მოცულობით არარსებობის შემთხვევაში გამოწერილი საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა ავტომატურად გაავრცელოს მათ ყველა საბანკო ანგარიშზე; ვ) შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის ანგარიშის გახსნის ან დახურვის შესახებ აღნიშნული მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. შემოსავლების სამსახურს ამ ინფორმაციის მოთხოვნის უფლება აქვს ამ კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რომელიც აითვლება ანგარიშის გახსნიდან/დახურვიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში ინფორმაცია შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ შემოსავლების სამსახურსა და საბანკო დაწესებულებას შორის დადებულია ხელშეკრულება ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცვლის შესახებ, ამ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაცია შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს ელექტრონული ფორმით. ამ შემთხვევაში ამ ქვეპუნქტში მითითებული ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; ზ) საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალების შესასრულებლად აღრიცხვის შემდეგ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე ამ პირის ინფორმირება, გარდა მისი ინფორმირების შეუძლებლობის შემთხვევისა; თ) „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების ფარგლებში გადასცეს საგადასახადო ორგანოს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

2.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის ცნობება ხდება წერილობითი შეტყობინების საგადასახადო ორგანოსთვის ჩაბარებით, მისი დამოწმება ხორციელდება საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ შეტყობინების მეორე ეგზემპლარზე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი შეტყობინების 2 სამუშაო დღის ვადაში დაუმოწმებლობის შემთხვევაში იგი ავტომატურად მიიჩნევა დამოწმებულად. შესაბამისად, საბანკო დაწესებულებას უფლება აქვს, ამ ანგარიშიდან გასავლის ოპერაციები განახორციელოს. ამასთანავე, შეტყობინების ჩაბარებად მიიჩნევა საგადასახადო ორგანოს მიერ კორესპონდენციის მიღება. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.506 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის  კანონი №4458 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №201 · ძალაშია 4 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2023 – 1 ივლ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  2. 1 ნოე. 2022· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022
  3. 11 ნოე. 2015
  4. 19 ივნ. 2012
  5. 29 მაი. 2012

    71-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში ანგარიშის გახსნა ეფუძნება საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მონაცემებს, ხოლო „ე“ ქვეპუნქტში საინკასო დავალება და ყადაღა თავდაპირველად მოქმედებს დავალების ფარგლებში და ავტომატურად ყველა ანგარიშზე ვრცელდება მხოლოდ სახსრების უკმარისობისას.

  6. 4 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    71-ე მუხლის მე-2 ნაწილში შეტყობინების დამოწმება ბეჭდის გარეშე, მხოლოდ ხელმოწერით ხორციელდება, ხოლო ჩაბარების წესიდან ამოღებულია ბეჭდით დამოწმება.

  7. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2011
  8. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011

    71-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა „გ¹“ ქვეპუნქტი ბანკის 3-დღიანი შეტყობინების ვალდებულების შესახებ.

  9. 29 დეკ. 2010

    71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ბანკი ყველა ანგარიშზე ავტომატურად ავრცელებს მხოლოდ საინკასო დავალებას ან ყადაღას; ოპერაციების შეჩერება ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 70²შემდეგი მუხლი 72

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კერძო საბანკო შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოვალის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალების წარდგენა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უცხოელი თანამშრომლების დასაქმების რეგულაციებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 9 ცვლილება · ბოლო 10 მარ. 2023
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 18 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 283მუხლი 7მუხლი 7¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 54საბანკო დაწესებულების ვალდებულება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით
  • 283საბანკო დაწესებულების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა
  • 243საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 23 (დანართი 1)საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების გახსნა
  • 7² (დანართი 1)დაშლის პროცესში მყოფი პირის საგადასახადო ვალდებულებები
  • 5 (დანართი 1)საგადასახადო აღრიცხვის უზრუნველყოფა

მეწარმეთა შესახებ

  • 82სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ კრედიტორებისთვის შეტყობინების ვალდებულება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1517საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა დანერგვის უზრუნველყოფა
  • 860ანგარიშის ამონაწერების მიცემის ვალდებულება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 27მიკრობანკის საქმიანი ურთიერთობა კლიენტთან

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 21¹კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის წარმოება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 124¹საბანკო ანგარიშების მონიტორინგი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
151786021¹124¹28377¹5424323 (დ…7² (დ…5 (და…822771
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…მეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…მიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026