მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 63 (დანართი 1). ხელშეკრულება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით იდება ხელშეკრულება, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა. ხელშეკრულებაში აისახება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის პირობები, ვადები და გადახდის გრაფიკი, აგრეთვე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

1¹.აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, უქმდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების საფუძველად გამოყენებულია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება არ უქმდება აგრეთვე ამ წესის 61-ე მუხლის 1 1 პუნქტის შესაბამისად აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შემთხვევაში.

2.აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების ტიპური ფორმა განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3.საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად, გადასახადის გადამხდელს დადგენილი წესის შესაბამისად, ელექტრონული ფორმით გაუგზავნოს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი, ასევე, შეტყობინება აღნიშნულის შესახებ. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშო დღის ვადაში შესაბამისი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით დაადასტუროს ხელშეკრულების დადებაზე თანხმობა ან საგადასახადო ორგანოში გამოცხადების გზით დადოს ხელშეკრულება. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხელშეკრულების დადასტურების (ელექტრონული ფორმით დადების) შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერა სავალდებულო არ არის. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №615 - ვებგვერდი, 20.12.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №395 - ვებგვერდი, 26.11.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №272 - ვებგვერდი, 21.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 20 აპრილის ბრძანება №138 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 მაისის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 01.06.2021წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91⁴18²23824029365⁵ (…65³ (…65⁴ (…22² (…24232563 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსმიმდინარე კონტროლის პრ…საქართველოს საგადასახა…საგადახდო სისტემისა და…საქართველოს საბიუჯეტო …სააღსრულებო წარმოებათა…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა