Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 269

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 269. საგადასახადო სამართალდარღვევა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:საგადასახადო შესაბამისობატრანსფერული ფასწარმოქმნაშერწყმა-შეძენის გადასახადებისაგადასახადო დავებიდირექტორთა დავებისაგადასახადო დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹3455¹66¹77¹891011

1.საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

2.საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.

2¹.თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.

3.ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს/ორგანიზაციას და ფიზიკურ პირს. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირის მიმართ საგადასახადო სანქციის გამოყენება არ ათავისუფლებს მას კუთვნილი გადასახადების გადახდის ვალდებულებისაგან.

4.საგადასახადო სამართალდარღვევისათვის საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ საგადასახადო სანქციის გამოყენება შესაბამისი საფუძვლების არსებობისას არ ათავისუფლებს მის თანამდებობის პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული, სისხლისსამართლებრივი ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

5.პირს ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად. დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის: ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა); ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება; გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა.

5¹.(ამოღებულია - 01.05.2015, №3581) .

6.დეკლარაციის/გაანგარიშების მიხედვით არასწორად ნაჩვენები ინფორმაციის გამო ამ კარით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება პირს, რომელმაც საგადასახადო ორგანოს წარუდგინა შესწორებული დეკლარაცია/გაანგარიშება საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე.

6¹.(ამოღებულია - 28.06.2019, №4906).

7.საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

7¹.(ამოღებულია - 28.06.2019, №4906).

8.ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსის 281-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ პირმა ამავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.

9.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში , საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული ვადის მოქმედების პერიოდში პირს იმავე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

10.ამ კოდექსის 288 4 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ფიზიკურ პირს, რომელმაც ისარგებლა დაუბეგრავი მინიმუმის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისა და შესაბამისი გადასახადის თანხის დაბრუნების/ჩათვლის უფლებით, ამ კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

11.საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა. საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4705 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი №5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3015 - ვებგვერდი, 30.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3581 - ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2015 წლის 17 ივლისის კანონი №4065 - ვებგვერდი, 29.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4225 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №182 · ძალაშია 1 მარ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2019 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

  2. 1 იან. 2015 – 1 იან. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 14

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2016
  2. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020
  3. 1 სექ. 2020· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    269-ე მუხლის 6¹ და 7¹ ნაწილები ამოღებულია; ისინი 289-ე მუხლის სანქციის არდაკისრების გამონაკლისებს ადგენდა.

  4. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2018

    269 მუხლს დაემატა 1¹ ნაწილი, რომელიც ჯარიმის 50 პროცენტის გაუქმებას აკავშირებს დავალიანების აღიარებასა და 30-დღიან ვადაში გადახდასთან.

  5. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2013

    269-ე მუხლის 2¹ ნაწილში ახალი კანონის ნორმის გამოყენება დავის განმხილველი ორგანოსთვის უფლებიდან ვალდებულებად იქცა.

  6. 1 დეკ. 2015· გამოქვეყნდა 15 მაი. 2015
  7. 29 ივლ. 2015

    269-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში გაშვებამდე შემოწმებისას აღმოჩენილი არადეკლარირებული საქონლის გამონაკლისების წრე გაფართოვდა: მასში ახლა შედის 289-ე მუხლის მე-12–13¹ ნაწილებით გათვალისწინებული ნაღდი ფული და ფასიანი ქაღალდიც.

  8. 1 იან. 2015· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2014
  9. 1 იან. 2013· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2012

    269-ე მუხლის მე-7 ნაწილში გათავისუფლების უფლებამოსილ სუბიექტებს დაემატა სასამართლო, ხოლო ტექსტიდან ამოღებულია ბიუჯეტისთვის ზიანის არმიყენების პირობა.

  10. 29 მაი. 2012

    6¹ ნაწილში 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის მითითება „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე დაზუსტდა და დაემატა „გ“ ქვეპუნქტი 289-ე მუხლის მე-20 ან 21-ე ნაწილზე. 7¹ ნაწილში დაემატა „და“ და ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლება 289-ე მუხლის პირველ, მე-4, მე-6, მე-7, მე-17 და მე-18 ნაწილებზეა შეზღუდული.

  11. 12 აპრ. 2012

    269-ე მუხლის 6¹ პუნქტში „სასაქონლო დეკლარაცია“ და „სატარიფო ღირებულება“ შეიცვალა „საბაჟო“ ტერმინებით, ამოღებულია სიტყვა „ფულადი“ და „ამავე“ შეიცვალა „ამ“-ით.

  12. 4 იან. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    269-ე მუხლს დაემატა 2¹, 5¹, 6¹ და 7¹ ნაწილები და შენიშვნა მე-6 ნაწილში: ახალი კანონის გამოყენება დავის განხილვისას, ჯარიმის არდაკისრების საფუძვლები 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის დასკვნის შესაბამისობისას, 289-ე მუხლის ჯარიმის გამონაკლისები სასაქონლო დეკლარაციის შეცდომებისა და საქონლის განკარგვის, განადგურების ან ჩამორთმევის შემთხვევებში.

  13. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2011
  14. 1 ივნ. 2011

    269-ე მუხლში ჯარიმისგან გათავისუფლების არსებული პირობა „ა“ ქვეპუნქტად ჩამოყალიბდა და დაემატა „ბ“ — შესწორებული დეკლარაცია 49-ე მუხლის მე-6 ნაწილის პირის დასკვნის შესაბამისად.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 268შემდეგი მუხლი 270

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სესხის დეფოლტის სამართალწარმოება9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გადაზღვევის სამართალი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიზისის მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მარეგულირებელი შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნოდარ ხუციშვილი

ნოდარ ხუციშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 14 ცვლილება · ბოლო 22 ივლ. 2020
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 26 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 275მუხლი 281მუხლი 288⁴

მიუთითებენ მასზე

მუხლი 100მუხლი 309

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 270საგადასახადო სანქცია
  • 271საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება
  • 53საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 163საბაჟო სამართალდარღვევა. პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 35ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი
  • 10ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება
  • 9ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედება

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 17პასუხისმგებლობის ზოგადი საფუძვლები

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

  • 58პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 27პასუხისმგებლობის დაკისრების წესი და დავის გადაწყვეტა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 64ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
583510275281288⁴1003092702715317 (დ…2717163269
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…შრომის უსაფრთხოების შე…ატმოსფერული ჰაერის დაც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026