1.გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საგადასახადო/საბაჟო და არასაგადასახადო (რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანო) ვალდებულებები, დამატებით დარიცხული ან შემცირებული თანხები, დაკისრებული სანქციები, გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები აღირიცხება გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ელექტრონულ ბარათებზე.
2.მონაცემების ასახვა ხდება პირადი აღრიცხვის შემდეგ ბარათებზე: ა) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე (დანართი №I-20), რომელზეც აღირიცხება: ა.ა) აღიარებული გადასახადის/სანქციის თანხები, მათ შორის გაუქმებული გადასახადების მიხედვით აღიარებული გადასახადის/სანქციის თანხები; ა.ბ) გადახდილი თანხები; ა.გ) ზედმეტად გადახდილი თანხები; ა.დ) უკან დაბრუნებული თანხები; ა.ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებები, რომელთა გადახდის ვადა საგადასახადო კანონმდებლობით შეჩერებულია (რესტრუქტურიზაცია, გაკოტრება, რეაბილიტაცია, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისა და მზღვეველის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა); ბ) გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე (დანართი №I-20 1 ), რომელშიც აღირიცხება: ბ.ა) დამატებით დარიცხული საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებები, რომელიც არ არის აღიარებული; ბ.ბ) საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხები; ბ.გ.) დამატებით დარიცხული მოსაკრებლის თანხები, რომელიც არ არის აღიარებული; გ) ჩანაწერების დაზუსტების ბარათზე, რომელიც იხსნება გადასახადის გადამხდელის ბარათზე არასწორად ასახული ჩანაწერების დაზუსტების, მათზე არსებული ნაშთების გამოყვანისა და შემდგომ ამ ჩანაწერების პირადი აღრიცხვის ბარათებზე გადატანის მიზნით (დანართი №I-20); დ) მოსაკრებლების ბარათზე, იმ აღიარებული მოსაკრებლის სახეების მიხედვით, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო (დანართი №I-20 2 ).
3.საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელის მონაცემების სრულად აღრიცხვისათვის იხსნება ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების კუთვნილი გადასახადების აღრიცხვის ფორმა (დანართი №I-20 3 ), რომელშიც აისახება: ა) ქონების გადასახადის აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები და გადახდილი თანხები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიხედვით; ბ) საშემოსავლო გადასახადის აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები და გადახდილი თანხები: სახელმწიფო ბიუჯეტის, აჭარის და აფხაზეთის ა.რ. და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიხედვით.
4.გადასახადის გადამხდელის ბარათებზე და აღრიცხვის ფორმებში აღრიცხული თანხები (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ" ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ბარათზე/აღრიცხვის ფორმაზე დაფიქსირებული თანხებისა) აისახება გადასახადის გადამხდელის ჯამური ანგარიშგების ფორმაში (დანართი №I-20 4 ).
5.გადასახადის გადამხდელის პირადი აღიცხვის ბარათებზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების საფუძველზე იწარმოება გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხების აღრიცხვა-ანგარიშგება გადასახადებისა და სანქციების მიხედვით. ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
6.გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხების განაწილება ხდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღიცხვის ბარათის მიხედვით არსებულ აღიარებულ საგადასახადო დავალიანების თანხებზე საქართველოს საგადასახახადო კოდექსით დადგენილი თანმიმდევრობით.
7.თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხა აღემატება აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხას, საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას შემდგომ დარიცხული და აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად მიმართავს.
8.გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებისა და აღრიცხვის ფორმების წარმოება გულისხმობს მათი გახსნის, მონაცემების შეტანის, გაერთიანების/გაყოფის, გადაცემის და დახურვის პროცედურებს.
9.გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებსა და აღრიცხვის ფორმებს აწარმოებენ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.
10.გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კომპიუტერიზებული დამუშავების დროს პროგრამულად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მონაცემთა ბაზასთან დაშვების უფლების მქონე მომხმარებელთა განსაზღვრა, მათი შემოწმება და იდენტიფიცირება სისტემაში ყოველი შესვლის დროს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №339 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470- ვებგვერდი, 31.12.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ.

