გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 12 (დანართი 1). ელექტრონული ფორმით კომუნიკაცია

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაციისას, გადასახადის გადამხდელს საკონტაქტო ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართზე ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება მიღებული/გაგზავნილი დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით. ელექტრონული დეკლარაციის მიღების დადასტურების მიზნით, საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანო გადასახადის გადამხდელს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უგზავნის დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერს ან/და საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე – მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, №I-08 დანართის შესაბამისად.

2.გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის სამსახურის ვებგვერდზე დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში (მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა), დოკუმენტი არ ითვლება საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებულად.

2¹.საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს ელექტრონული ფორმით წარდგენილ დოკუმენტზე თანდართული დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენა.

3.საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №366 - ვებგვერდი, 12.11.2024წ. დანართი №I- 08 დეკლარაცია მიღებული № 20 (რეგისტრაციის სახე) (რეგისტრაციის ნომერი) (რიცხვი) (თვე) (წელი)

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაციისას, გადასახადის გადამხდელს საკონტაქტო ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართზე ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება მიღებული/გაგზავნილი დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომრის მითითებით. ელექტრონული დეკლარაციის მიღების დადასტურების მიზნით, საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანო გადასახადის გადამხდელს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უგზავნის დეკლარაციის სარეგისტრაციო ნომერს ან/და საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე – მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, №I-08 დანართის შესაბამისად. 2. გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის სამსახურის ვებგვერდზე დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში (მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა), დოკუმენტი არ ითვლება საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებულად. 2 1 . საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს მოსთხოვოს ელექტრონული ფორმით წარდგენილ დოკუმენტზე თანდართული დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენა. 3. საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №366 - ვებგვერდი, 12.11.2024წ. დანართი №I- 08 დეკლარაცია მიღებული № 20 (რეგისტრაციის სახე) (რეგისტრაციის ნომერი) (რიცხვი) (თვე) (წელი)

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶4³3¹18²446729311 (დ…17¹ (…13 (დ…91312 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…მოსაკრებლების სისტემის…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა