Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 101

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 101. ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები

რედაქცია №245 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სახელფასო გადასახადიინდივიდუალური დავებისაინკასო და საბანკო ოპერაციები აღსრულებისას

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2³2⁴345

1.ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით: ა) (ამოღებულია - 28.06,2019, №4906) . ბ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა; გ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/ მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი; დ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემისას – საიჯარო ქირის წლიური საბაზრო ღირებულება (შესაბამისი პერიოდის პროპორციულად); ე) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის ან მის კმაყოფაზე მყოფთათვის განათლების მისაღებად დახმარების გაწევისას (დაქირავებულის ვალდებულებათა შესრულებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომზადების პროგრამის ჩაუთვლელად) – დამქირავებლის მიერ განათლების მისაღებად გაწეული დახმარების ღირებულება; ვ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ხარჯების ანაზღაურებისას – ანაზღაურების თანხა; ზ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ვალის ან ვალდებულების პატიებისას – ვალის ან ვალდებულების თანხა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფულადი მოთხოვნის იძულებითი გადახდევინების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად გასაწევი ხარჯი აღემატება ფულადი მოთხოვნის თანხას; თ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას – დამქირავებლის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის მოცულობა; თ 1 ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულის სასარგებლოდ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო სქემაში განხორციელებული საპენსიო შენატანების მოცულობა; ი) სხვა შემთხვევაში – სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით.

2¹.დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, შემდეგი ოდენობით: № ავტომობილის ძრავის მოცულობა საშემოსავლო გადასახადის ოდენობა ( ლარში ) 1 3500 სმ 3 - ზე მეტი 300 2 2500 სმ 3 −3500 სმ 3 200 3 2500 სმ 3 - ზე ნაკლები 100 4 ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში − ნებისმიერი ძრავის მოცულობა 60 2 2 . ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე და მას საგადასახადო აგენტი (დამქირავებელი) იხდის (გარდა ამ კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

2³.დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ელექტროძრავიანი ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენება საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.

2⁴.დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული დამქირავებლის ავტომობილის აღრიცხვისა და საგადასახადო ორგანოსათვის ასეთი ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

3.ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის: ა) დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში; ბ) წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურება; გ) დამქირავებლის მიერ საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე ან სამუშაო ადგილიდან საცხოვრებელ ადგილამდე დაქირავებულის ორგანიზებულად გადაყვანა, თუ ამის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით განხორციელება შეუძლებელია ან თუ მგზავრობა დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის დახარჯვას საჭიროებს; დ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ თავისი ხარჯით დასაქმებულის სასარგებლოდ, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანები; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში დამქირავებლის მიერ დაქირავებულის სასარგებლოდ სადაზღვევო პრემიის გადახდით მიღებული სარგებელი; ვ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: ვ.ა) საცხოვრებლით/საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და წარმოადგენს დაქირავებული პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელ პირობას ან/და დაქირავებული პირის საცხოვრებელი ადგილით/საკვებით უზრუნველყოფა, დამქირავებლის უზრუნველყოფის გარეშე, საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას; ვ.ბ) საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება არ წარმოადგენს დამქირავებელსა და დაქირავებულ პირებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს.

4.ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული თანხა მოიცავს აქციზს, დამატებული ღირებულების გადასახადს და სხვა გადასახადს, რომელიც უნდა გადაიხადოს დაქირავებულმა.

5.ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3308 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3350 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3608 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

წინა მუხლი 100შემდეგი მუხლი 102

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახელფასო დავების მოგვარება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ხელფასიდან, პენსიიდან და სხვა შემოსავლიდან გადახდევინება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გადასახადის დაკავება წყაროსთან (ხელფასები)სერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №245

5
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 154მუხლი 18

მიუთითებენ მასზე

დაგროვებითი პენსიი… 2მუხლი 103გადასახადების ადმი… 38გადასახადების ადმი… 43გადასახადების ადმი… 42

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 104საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი
  • 12დაქირავებით მუშაობა
  • 100ერთობლივი შემოსავალი

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 41შრომის ანაზღაურების ფორმა, ოდენობა და გაცემის დრო
  • 43დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან

საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)

  • 121—

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

  • 7შრომის ანაზღაურება

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

  • 5შრომის ანაზღაურების განსაზღვრის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 15შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით დასაქმება
  • 14დასაქმება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 546დამქირავებლის უფლება ქირავნობის ნივთისათვის მიმატებულ ნივთებზე

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 57მოხელის შრომის ანაზღაურება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15418103104121004138434275212115101
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…დაგროვებითი პენსიის შე…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს შრომის კოდ…საქართველოს კონსტიტუცი…ადმინისტრაციული ხელშეკ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026