Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 39⁵ (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 39⁵ (დანართი 1). ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის სარეალიზაციოდ განკუთვნილი სტაციონარული სავაჭრო ობიექტების და არასტაციონარული სავაჭრო ადგილების მეიჯარის მიერ ინფორმაციის წარდგენა

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.პირი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაშია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ბაზრობა და რომელიც ახდენს ამ ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის სარეალიზაციოდ განკუთვნილი სტაციონარული სავაჭრო ობიექტის ან/და არასტაციონარული სავაჭრო ადგილის იჯარით (მათ შორის, ქვეიჯარით) გაცემას, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად წარუდგინოს ინფორმაცია ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ იმ პირთა (მათ შორის, ქვემოიჯარეთა) შესახებ, რომლებზეც სტაციონარული სავაჭრო ობიექტი ან/და არასტაციონარული სავაჭრო ადგილი იჯარით/ქვეიჯარით გაცემულია ერთ კალენდარულ დღეზე მეტი პერიოდით.

2.ბაზრობა (ბაზრობის ტერიტორია) არის პირის ან/და პირთა ჯგუფის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც საქონლის სარეალიზაციოდაა განკუთვნილი.

3.არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) არის ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.

4.პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს ბაზრობის ტერიტორიაზე სტაციონარული სავაჭრო ობიექტის ან/და არასტაციონარული სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირთა შემადგენლობაში ცვლილების (ხელშეკრულების ვადის გაგრძელების ან შეწყვეტის) შემთხვევაში – არაუგვიანეს შესაბამისი ცვლილების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

5.პირი, რომელიც სტაციონარული სავაჭრო ობიექტის ან არასტაციონარული სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემას ახორციელებს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არ განიხილება ბაზრობის ტერიტორიად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, არაუგვიანეს პირობების დაკმაყოფილების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

6.ამ მუხლის პირველი პუნქტით წარმოსადგენ ინფორმაციას განეკუთვნება: ა) მეიჯარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა და იურიდიული მისამართი; ბ) ბაზრობის საფირმო სახელწოდება; გ) მიწის საკადასტრო კოდ(ებ)ი და შესაბამისი მისამართ(ებ)ი; დ) სტაციონარული და არასტაციონარული ობიექტების რაოდენობა; ე) ინფორმაცია მოიჯარისა და ქვემოიჯარის შესახებ, მათ შორის: დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა, ფიზიკური პირის შემთხვევაში – ინფორმაცია მოქალაქეობის შესახებ; ვ) მოიჯარის/ქვემოიჯარის საქმიანობის სახე; ზ) იჯარით/ქვეიჯარით გაცემული ობიექტის ფართობი (კვ.მ) და ტიპი; თ) იჯარის/ქვეიჯარის ხელშეკრულების ნომერი, თარიღი, თანხა ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულების დაწყების, დასრულების, ცვლილების და შეწყვეტის თარიღი; ი) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

7.მოიჯარის/ქვემოიჯარის მიერ ბაზრობაზე (ბაზრობის ტერიტორიაზე) იჯარით აღებული სტაციონარული სავაჭრო ობიექტის/არასტაციონარული სავაჭრო ადგილის ქვეიჯარით გაცემის შემთხვევაში, მოიჯარე/ქვემოიჯარე ვალდებულია, ქვეიჯარით გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, აღნიშნულის შესახებ აცნობოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს, საგადასახადო ორგანოში ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის მიზნით.

8.ამ მუხლით დადგენილი ვალდებულების დარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 14 მარტის ბრძანება №80 - ვებგვერდი, 15.03.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №341 · ძალაშია 27 მარ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 მარ. 2024 – 1 აპრ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 3 იან. 2011 – 27 მარ. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 39⁴ (დანართი 1)შემდეგი მუხლი 39⁶ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 66² (დანართი 1)ცალკეულ შემთხვევებში დღგ - ით დაბეგვრა
  • 88 (დანართი 1)საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 581ცნება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 97დაბეგვრის ობიექტი
  • 288მიკრო და მცირე ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევა
  • 160საქონლის მიწოდება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 25სამსახურისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 109თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 40მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

  • 7საიჯარო უფლების გასხვისება, ქვეიჯარით გაცემა და დაგირავება

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 2

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 20საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
740205819728816066² (…88 (დ…21092539⁵ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026