გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 50⁸ (დანართი 1). მრავალჯერადი ვაუჩერი

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ვაუჩერი მრავალჯერადია, თუ მისი გამოშვების მომენტში არ არის იდენტიფიცირებადი ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ადგილი ან/და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, დასარიცხი დღგ არ არის იდენტიფიცირებადი, თუ ვაუჩერის გამოშვების მომენტში არ არის ცნობილი დასაბეგრი ოპერაციის კატეგორია, რომელსაც მიეკუთვნება ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

3.მრავალჯერადი ვაუჩერის გადაცემა არ განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად. ამასთანავე, მიმწოდებლის მიერ მრავალჯერად ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის ფაქტობრივი მიწოდება ან/და მომსახურების ფაქტობრივი გაწევა განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

4.მრავალჯერად ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებისას/ მომსახურების გაწევისას დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის ამ ვაუჩერისთვის გადახდილი/ გადასახდელი ანაზღაურება დღგ-ის გარეშე. ამასთანავე, ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა მიიღება მრავალჯერად ვაუჩერში ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის/ მომსახურების ღირებულების 1.18-ზე გაყოფის შედეგად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. თავი XIII დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების აღრიცხვა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ვაუჩერი მრავალჯერადია, თუ მისი გამოშვების მომენტში არ არის იდენტიფიცირებადი ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ადგილი ან/და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, დასარიცხი დღგ არ არის იდენტიფიცირებადი, თუ ვაუჩერის გამოშვების მომენტში არ არის ცნობილი დასაბეგრი ოპერაციის კატეგორია, რომელსაც მიეკუთვნება ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა. 3. მრავალჯერადი ვაუჩერის გადაცემა არ განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად. ამასთანავე, მიმწოდებლის მიერ მრავალჯერად ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის ფაქტობრივი მიწოდება ან/და მომსახურების ფაქტობრივი გაწევა განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. 4. მრავალჯერად ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებისას/ მომსახურების გაწევისას დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის ამ ვაუჩერისთვის გადახდილი/ გადასახდელი ანაზღაურება დღგ-ის გარეშე. ამასთანავე, ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა მიიღება მრავალჯერად ვაუჩერში ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის/ მომსახურების ღირებულების 1.18-ზე გაყოფის შედეგად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. თავი XIII დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების აღრიცხვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 3 იან. 2011 – 1 აპრ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15511160³16415950⁷ (…50⁵ (…50⁶ (…33¹28262150⁸ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…ბუნებრივი გაზის მიწოდე…საგადახდო სისტემისა და…შრომის უსაფრთხოების შე…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა