გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 50⁶ (დანართი 1). ზოგადი დებულებები

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ვაუჩერი წარმოადგენს ელექტრონული ან მატერიალური ფორმის მქონე ინსტრუმენტს, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა)  ვაუჩერი წარმოშობს ერთი ან რამდენიმე დასაბეგრი პირის ვალდებულებას, მიიღოს იგი, როგორც ანაზღაურება ან ანაზღაურების ნაწილი საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ; ბ)  ვაუჩერით ან მასთან დაკავშირებული დოკუმენტით იდენტიფიცირებადია მასთან დაკავშირებული მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება ან პოტენციური მიმწოდებელი, აგრეთვე ამ ინსტრუმენტის გამოყენების პირობები.

2.ვაუჩერს არ წარმოადგენს: ა) ინსტრუმენტი, რომელიც პირს აძლევს მის მიერ შესაძენი საქონლის ან/და მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი ანაზღაურების შემცირების (ფასდაკლების) უფლებას; ბ) ბილეთი, რომელიც პირს აძლევს მგზავრობის, კონკრეტულ ადგილზე შესვლის ან ღონისძიებაზე დასწრების უფლებას; გ) საფოსტო მარკები; დ) ელექტრონული გასაღები ან კოდი, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფასთან წვდომას იძლევა; ე) ელექტრონული ფული, საკრედიტო ბარათები და ანგარიშსწორების სხვა მექანიზმები.

3.თუ ვაუჩერის გადაცემას ახორციელებს აგენტი ან სხვისი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირი, მის მიერ ვაუჩერთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურების გაწევა, რომელიც შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც საქონლის დისტრიბუციის/გაყიდვების ხელშეწყობის ან მსგავსი მომსახურება, დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება ასეთი მომსახურებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.ვაუჩერი შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ვაუჩერი წარმოადგენს ელექტრონული ან მატერიალური ფორმის მქონე ინსტრუმენტს, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა)  ვაუჩერი წარმოშობს ერთი ან რამდენიმე დასაბეგრი პირის ვალდებულებას, მიიღოს იგი, როგორც ანაზღაურება ან ანაზღაურების ნაწილი საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ; ბ)  ვაუჩერით ან მასთან დაკავშირებული დოკუმენტით იდენტიფიცირებადია მასთან დაკავშირებული მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება ან პოტენციური მიმწოდებელი, აგრეთვე ამ ინსტრუმენტის გამოყენების პირობები. 2. ვაუჩერს არ წარმოადგენს: ა) ინსტრუმენტი, რომელიც პირს აძლევს მის მიერ შესაძენი საქონლის ან/და მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი ანაზღაურების შემცირების (ფასდაკლების) უფლებას; ბ) ბილეთი, რომელიც პირს აძლევს მგზავრობის, კონკრეტულ ადგილზე შესვლის ან ღონისძიებაზე დასწრების უფლებას; გ) საფოსტო მარკები; დ) ელექტრონული გასაღები ან კოდი, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფასთან წვდომას იძლევა; ე) ელექტრონული ფული, საკრედიტო ბარათები და ანგარიშსწორების სხვა მექანიზმები. 3. თუ ვაუჩერის გადაცემას ახორციელებს აგენტი ან სხვისი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირი, მის მიერ ვაუჩერთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურების გაწევა, რომელიც შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც საქონლის დისტრიბუციის/გაყიდვების ხელშეწყობის ან მსგავსი მომსახურება, დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება ასეთი მომსახურებისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ვაუჩერი შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

  2. 3 იან. 2011 – 1 აპრ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1219198160³15617450⁷ (…50⁸ (…50⁵ (…1330450⁶ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საგადახდო სისტემისა და…ჯანმრთელობის დაცვის შე…მომხმარებლის უფლებების…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა