1.მომხმარებლისთვის მომსახურების საფასურის დარიცხვა ხორციელდება თითოეულ დარიცხვის პერიოდზე, გაწეული მომსახურების შესაბამისად.
2.მრიცხველის ყოველთვიურად წაკითხვასა და აღრიცხვის მონაცემების, სისტემის ოპერატორების მომსახურების საფასურის შესახებ ინფორმაციის, აგრეთვე, ამ წესების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „დ“, “ე“, „ვ.ბ“-„ვ.გ“, „ლ“, „ნ“ და „ო“ – „ჟ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიმწოდებლისათვის გადაცემაზე პასუხისმგებელია სისტემის ოპერატორი. 2 1 . იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთა ჯგუფი ფლობს/სარგებლობს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიმწოდებელს აღრიცხვის მონაცემებთან ერთად მიაწოდოს: ა) ამ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ შესაბამისი დარიცხვის პერიოდში გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის ჯამური მოცულობა და შესაბამის მომხმარებელზე განაწილებული მოცულობა; ბ) ინფორმაცია ჯგუფის შესაბამის წევრზე ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის განაწილების პირობებზე; გ) ინფორმაცია, თუ რომელი ანგარიშსწორების მექანიზმით (ნეტო აღრიცხვა ან ნეტო დარიცხვა) სარგებლობს ჯგუფის წევრი.
3.სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მრიცხველის წაკითხვა პირველი დარიცხვის პერიოდის პირველ დღეს (მიწოდების დაწყების დღეს) და საბოლოო დარიცხვის პერიოდის ბოლო დღეს, თუ ამ წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4.მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებისა და ელექტროენერგიის მოხმარების კონტროლის მიზნით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს თითოეული კატეგორიის მომხმარებლის მიერ შესაბამის დასახლებაში გასული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო მოცულობის შესახებ ინფორმაციის მომზადებასა და დამატებითი საფასურის გარეშე მიმწოდებლისთვის ყოველთვიურად გადაცემას. ამ პუნქტის მიზნებისთვის, დასახლება გულისხმობს სოფელს, დაბას ან ქალაქს, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონს. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოამზადოს ერთი და იმავე კატეგორიის იმ მომხმარებლების საშუალო მოხმარების მიხედვით, რომელთაც ელექტროენერგია მიეწოდებათ ერთი და იმავე ფიდერის მეშვეობით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 06.09.2022 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 31 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.08.2025 წ.

