Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 50⁷ (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 50⁷ (დანართი 1). ერთჯერადი ვაუჩერი

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ვაუჩერი ერთჯერადია, თუ მისი გამოშვების მომენტში იდენტიფიცირებადია ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ადგილი და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, დასარიცხი დღგ იდენტიფიცირებადია, თუ ვაუჩერის გამოშვების მომენტში ცნობილია დასაბეგრი ოპერაციის კატეგორია, რომელსაც მიეკუთვნება ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

3.თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემისას, დასაბეგრი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა/დღგ-საგან გათავისუფლება ხორციელდება დასაბეგრი ოპერაციების იმ კატეგორიისთვის გათვალისწინებული წესით, რა კატეგორიასაც მიეკუთვნება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

4.ერთჯერადი ვაუჩერის თითოეული გადაცემა, რომელიც საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის მიერ ხორციელდება, განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად. დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება ერთჯერადი ვაუჩერით ანაზღაურების ნაწილში ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება/გაწევა.

5.სხვა დასაბეგრი პირის სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის მიერ ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემა განიხილება იმ დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებულ ამ ვაუჩერთან დაკავშირებულ საქონლის მიწოდებად/ მომსახურების გაწევად, რომლის სახელითაც ეს პირი მოქმედებს.

6.თუ ერთჯერადი ვაუჩერის გამოშვება ან/და გადაცემა ხორციელდება აგენტის მიერ, ითვლება, რომ ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელდა აგენტის მიერ და, ამავდროულად, მიმწოდებლის მიერ აგენტისთვის.

7.ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემისას, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ადგილი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXIII თავით ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის გათვალისწინებული წესით.

8.ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემისას, ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ვაუჩერის გადაცემის მომენტში. ამასთანავე, თუ ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემის სანაცვლოდ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია ვაუჩერის გადაცემამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

9.ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ ერთჯერადი ვაუჩერის გამოშვება აგენტის მიერ ხორციელდება, მიმწოდებლის მიერ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა დღგ-ით იბეგრება ამ ვაუჩერის აგენტის მიერ მესამე პირისთვის გადაცემის მომენტში.

10.ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემისას, ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის დღგ-ით დასაბეგრი თანხა, ვაუჩერით ანაზღაურების ნაწილში, არის ვაუჩერის გადაცემის სანაცვლოდ მიღებული/ მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე.

11.ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება ერთჯერადი ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებულ შემდეგი სახის დასაბეგრ ოპერაციებზე: ა) უწყვეტად ან რეგულარულად საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა; ბ) ავტოგასამართი, აირგასამართი ან/და აირსავსები საკომპრესორო სადგურის მეშვეობით ნავთობპროდუქტების, ბიოდიზელისა და ბუნებრივი აირის (მათ შორის, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის) ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიწოდება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანება №170 - ვებგვერდი, 19.07.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №255 · ძალაშია 19 ივლ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 იან. 2011 – 1 აპრ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 50⁶ (დანართი 1)შემდეგი მუხლი 50⁸ (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 50⁸ (დანართი 1)მრავალჯერადი ვაუჩერი
  • 50⁶ (დანართი 1)ზოგადი დებულებები
  • 50⁵ (დანართი 1)გამოყენებული ტერმინები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 160³ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები
  • 164დასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას
  • 158დღგ-ით დასაბეგრი პირი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

  • 7საფასურის გადახდის წესი და პირობები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 30²არასწორი უნიკალური იდენტიფიკატორი
  • 13საგადახდო მომსახურების ცნება
  • 26საგადახდო დავალების შესრულების ვადები

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 11თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 13მომსახურების საფასურის გადახდის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
71113160³16415850⁸ (…50⁶ (…50⁵ (…30²132650⁷ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საჯარო რეესტრის ეროვნუ…საგადახდო სისტემისა და…ბუნებრივი გაზის მიწოდე…,,მეწარმეთა და არასამე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026