საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 160³. ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები

რედაქცია №248 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის მიერ ერთჯერადი ვაუჩერის სხვა პირისთვის გადაცემა განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ერთჯერადი ვაუჩერის სანაცვლოდ, საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება არ განიხილება დამოუკიდებელ დასაბეგრ ოპერაციად.

3.სხვა დასაბეგრი პირის სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის მიერ ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემა განიხილება იმ დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებულ, ამ ვაუჩერთან დაკავშირებულ საქონლის მიწოდებად/ მომსახურების გაწევად, რომლის სახელითაც ეს პირი მოქმედებს.

4.თუ დასაბეგრი პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის მიწოდებას/მომსახურების გაწევას, არ წარმოადგენს ერთჯერადი ვაუჩერის გამომცემ საკუთარი სახელით მოქმედ დასაბეგრ პირს, მიიჩნევა, რომ მან მიაწოდა ვაუჩერთან დაკავშირებული საქონელი/მომსახურება ამ ვაუჩერის გამომცემ დასაბეგრ პირს.

5.მიმწოდებლის მიერ მრავალჯერადი ვაუჩერის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამასთანავე, ამ მრავალჯერადი ვაუჩერის ყველა წინა გადაცემა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება.

6.თუ მრავალჯერადი ვაუჩერის გადაცემას ახორციელებს დასაბეგრი პირი, რომელიც არ არის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განმახორციელებელი, ნებისმიერი მომსახურების გაწევა, რომელიც შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც საქონლის დისტრიბუციის/გაყიდვების ხელშეწყობის ან მისი მსგავსი მომსახურება, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განიხილება.

7.ვაუჩერის სანაცვლოდ, უწყვეტად ან რეგულარულად საქონლის/ მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება შესაბამისი უწყვეტი/რეგულარული მიწოდების დაბეგვრისთვის, ამ კოდექსის 163-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ მომენტში.

8.საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ერთჯერადი ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ცალკეული სახის დასაბეგრი ოპერაციების დაბეგვრის ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებისგან განსხვავებული წესი. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის მიერ ერთჯერადი ვაუჩერის სხვა პირისთვის გადაცემა განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ერთჯერადი ვაუჩერის სანაცვლოდ, საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება არ განიხილება დამოუკიდებელ დასაბეგრ ოპერაციად. 3. სხვა დასაბეგრი პირის სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის მიერ ერთჯერადი ვაუჩერის გადაცემა განიხილება იმ დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებულ, ამ ვაუჩერთან დაკავშირებულ საქონლის მიწოდებად/ მომსახურების გაწევად, რომლის სახელითაც ეს პირი მოქმედებს. 4. თუ დასაბეგრი პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის მიწოდებას/მომსახურების გაწევას, არ წარმოადგენს ერთჯერადი ვაუჩერის გამომცემ საკუთარი სახელით მოქმედ დასაბეგრ პირს, მიიჩნევა, რომ მან მიაწოდა ვაუჩერთან დაკავშირებული საქონელი/მომსახურება ამ ვაუჩერის გამომცემ დასაბეგრ პირს. 5. მიმწოდებლის მიერ მრავალჯერადი ვაუჩერის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამასთანავე, ამ მრავალჯერადი ვაუჩერის ყველა წინა გადაცემა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება. 6. თუ მრავალჯერადი ვაუჩერის გადაცემას ახორციელებს დასაბეგრი პირი, რომელიც არ არის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განმახორციელებელი, ნებისმიერი მომსახურების გაწევა, რომელიც შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც საქონლის დისტრიბუციის/გაყიდვების ხელშეწყობის ან მისი მსგავსი მომსახურება, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განიხილება. 7. ვაუჩერის სანაცვლოდ, უწყვეტად ან რეგულარულად საქონლის/ მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება შესაბამისი უწყვეტი/რეგულარული მიწოდების დაბეგვრისთვის, ამ კოდექსის 163-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ მომენტში. 8. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ერთჯერადი ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ცალკეული სახის დასაბეგრი ოპერაციების დაბეგვრის ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებისგან განსხვავებული წესი. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №166 · ძალაშია 1 იან. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ოქტ. 2010 – 1 იან. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
59541631641591585050⁷ (…50⁸ (…50⁵ (…342630²160³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საგადახდო სისტემისა და…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №248 · ბოლოს შემოწმდა