Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 11

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 11. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹2456

1.მიმწოდებელს ან/და განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საცალო მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის, დეპოზიტზე შესატანი თანხის ამ მომხმარებლის დავალიანებაში ასახვით. ამასთან: ა) მიმწოდებლის მიერ დეპოზიტი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ: ა.ა) პირი, აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე,  მათ შორის, უძრავი ქონების ნაწილით დროებით სარგებლობისას; ა.ბ) პირი გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთდა საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორციელებლად; ა.გ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის); ა.დ) დავალიანების გადაუხდელობისათვის მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება შეწყვეტილი აქვს 5 თვეზე მეტი პერიოდით, ამ წესების პირობების შესაბამისად (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის). ბ) განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ საცალო მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისთვის.

1¹.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დეპოზიტის დარიცხვა დაუშვებელია ადმინისტრაციულ/სახელმწიფო ორგანოზე, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, რომელსაც სახელმწიფო ქონება გადაცემული აქვს მუდმივ ან დროებით სარგებლობაში, „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2.მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს დეპოზიტი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საცალო მომხმარებელს წინასწარ ტექსტური შეტყობინებით (ბეჭდური ქვითრის შემთხვევაში, ასევე ქვითრის მეშვეობით) აცნობებს დეპოზიტის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ, კერძოდ: ა) ვადაგადაცილებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა აცნობოს: საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ და ამ მომხმარებლის მიერ ბოლო 12-თვის განმავლობაში დავალიანების ვადაგადაცილებით გადახდის თარიღებზე ინფორმაცია; ბ)  დავალიანების გადაუხდელობით გათიშულ მომხმარებელს, მომარაგების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ უნდა აცნობოს: დავალიანების 5 თვეზე მეტი პერიოდით გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ 3. დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწინებით), ხოლო აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში – ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობაზე მეტი. მომხმარებლისაგან დეპოზიტზე თანხის შეტანის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა არ იქნა მიმართული ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად წარმოქმნილი ვალდებულების დასაკმაყოფილებლად ან დაბრუნებული. 3 ​1 . განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ წესების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა, პირი უფლებამოსილია დეპოზიტზე თანხის შეტანის ნაცვლად წარადგინოს რეზიდენტი პირის მიერ გაცემული, დეპოზიტზე შესატანი თანხის შესატყვისი ოდენობის საბანკო გარანტია (აღნიშნული უფლების შესახებ მომხმარებელს უნდა ეცნობოს დეპოზიტის მოთხოვნასთან ერთად). საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე გააგრძელოს მისი მოქმედება, წარადგინოს ახალი საბანკო გარანტია ან შეიტანოს დეპოზიტზე მოთხოვნილი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს მომხმარებელს ბუნებრივი გაზის მიწოდება დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაზე, ამ წესებით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დაცვით. საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაზე ვრცელდება იგივე პირობები რაც ამ წესებით განსაზღვრულია დეპოზიტის ვადასთან, ოდენობასთან, მოთხოვნასთან და პროცედურებთან მიმართებით. პირის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენისას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემს და საბანკო გარანტიიდან მოითხოვოს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დაფარვა.  დეპოზიტის მოთხოვნის უფლების გაუქმება იწვევს საბანკო გარანტიის შეწყვეტას.

4.დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს საცალო მომხმარებელს, თუ: ა) საცალო მომხმარებელმა ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშსწორებისას დარიცხული თანხა სრულად დაფარა; ბ) 12 თვის განმავლობაში საცალო მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი (გარდა აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შეტანილი დეპოზიტისა).

5.თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველი დამონტაჟებულია საცალო მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდება მრიცხველის ჩვენების აღება, მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება ფაქტობრივ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მრიცხველის ფაქტობრივი ჩვენების შესაბამისად.

6.განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. თუ განაწილების ლიცენზიატმა არგამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანების გადაუხდელობას, მხარეები უფლებამოსილი არიან, შეთანხმდნენ მისი გადახდის პირობებზე, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ვალდებული არიან დაადგინონ დავალიანების გადახდის ის პირობები, რომლებიც გამომდინარეობენ კომისიის მოთხოვნიდან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის8 დეკემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 13.12.2011 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №19- ვებგვერდი, 20.08.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29- ვებგვერდი, 24.12.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 29.12.2023 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1.  მიმწოდებელს ან/და განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საცალო მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის, დეპოზიტზე შესატანი თანხის ამ მომხმარებლის დავალიანებაში ასახვით. ამასთან: ა) მიმწოდებლის მიერ დეპოზიტი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ: ა.ა) პირი, აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე,  მათ შორის, უძრავი ქონების ნაწილით დროებით სარგებლობისას; ა.ბ) პირი გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთდა საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორციელებლად; ა.გ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის); ა.დ) დავალიანების გადაუხდელობისათვის მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება შეწყვეტილი აქვს 5 თვეზე მეტი პერიოდით, ამ წესების პირობების შესაბამისად (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის). ბ) განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტი შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ საცალო მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისთვის. 1 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დეპოზიტის დარიცხვა დაუშვებელია ადმინისტრაციულ/სახელმწიფო ორგანოზე, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, რომელსაც სახელმწიფო ქონება გადაცემული აქვს მუდმივ ან დროებით სარგებლობაში, „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს დეპოზიტი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საცალო მომხმარებელს წინასწარ ტექსტური შეტყობინებით (ბეჭდური ქვითრის შემთხვევაში, ასევე ქვითრის მეშვეობით) აცნობებს დეპოზიტის უფლების შესაძლო გამოყენების შესახებ, კერძოდ: ა) ვადაგადაცილებით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა აცნობოს: საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ და ამ მომხმარებლის მიერ ბოლო 12-თვის განმავლობაში დავალიანების ვადაგადაცილებით გადახდის თარიღებზე ინფორმაცია; ბ)  დავალიანების გადაუხდელობით გათიშულ მომხმარებელს, მომარაგების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ უნდა აცნობოს: დავალიანების 5 თვეზე მეტი პერიოდით გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ 3. დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწინებით), ხოლო აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში – ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობაზე მეტი. მომხმარებლისაგან დეპოზიტზე თანხის შეტანის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა არ იქნა მიმართული ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად წარმოქმნილი ვალდებულების დასაკმაყოფილებლად ან დაბრუნებული. 3 ​1 . განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ წესების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა, პირი უფლებამოსილია დეპოზიტზე თანხის შეტანის ნაცვლად წარადგინოს რეზიდენტი პირის მიერ გაცემული, დეპოზიტზე შესატანი თანხის შესატყვისი ოდენობის საბანკო გარანტია (აღნიშნული უფლების შესახებ მომხმარებელს უნდა ეცნობოს დეპოზიტის მოთხოვნასთან ერთად). საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე გააგრძელოს მისი მოქმედება, წარადგინოს ახალი საბანკო გარანტია ან შეიტანოს დეპოზიტზე მოთხოვნილი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს მომხმარებელს ბუნებრივი გაზის მიწოდება დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაზე, ამ წესებით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დაცვით. საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაზე ვრცელდება იგივე პირობები რაც ამ წესებით განსაზღვრულია დეპოზიტის ვადასთან, ოდენობასთან, მოთხოვნასთან და პროცედურებთან მიმართებით. პირის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენისას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემს და საბანკო გარანტიიდან მოითხოვოს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დაფარვა.  დეპოზიტის მოთხოვნის უფლების გაუქმება იწვევს საბანკო გარანტიის შეწყვეტას. 4. დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს საცალო მომხმარებელს, თუ: ა) საცალო მომხმარებელმა ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშსწორებისას დარიცხული თანხა სრულად დაფარა; ბ) 12 თვის განმავლობაში საცალო მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი (გარდა აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შეტანილი დეპოზიტისა). 5. თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველი დამონტაჟებულია საცალო მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდება მრიცხველის ჩვენების აღება, მიმწოდებელს უფლება აქვს საცალო მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება ფაქტობრივ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მრიცხველის ფაქტობრივი ჩვენების შესაბამისად. 6. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. თუ განაწილების ლიცენზიატმა არგამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანების გადაუხდელობას, მხარეები უფლებამოსილი არიან, შეთანხმდნენ მისი გადახდის პირობებზე, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ვალდებული არიან დაადგინონ დავალიანების გადახდის ის პირობები, რომლებიც გამომდინარეობენ კომისიის მოთხოვნიდან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის8 დეკემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 13.12.2011 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №19- ვებგვერდი, 20.08.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №29- ვებგვერდი, 24.12.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 29.12.2023 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2023
  2. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2021
  3. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 20 აგვ. 2018
  4. 9 აგვ. 2011

    მე-11 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი ლიცენზიატის პასუხისმგებლობისა და დავალიანების არანაკლებ ორ კალენდარულ წელზე თანაბრად გადანაწილების წესის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 11¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 ივნ. 2026 · №37

  • 4 ცვლილება · ბოლო 29 დეკ. 2023
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 30მიმწოდებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთობები
  • 10ბუნებრივი გაზის ღირებულებისა და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
  • 31მიმწოდებელის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზისა და მომსახურების საფასურის ანაზღაურება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 10თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
  • 9სასმელი წყლის ღირებულების და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
  • 4მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 141დარიცხვის მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი
  • 136შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები
  • 61გადასახადის დარიცხვა

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 17დაზღვეული დეპოზიტის თანხის გაანგარიშება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 65ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 17ფულადი სახსრების გადარიცხვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10943010311411366117176511
მნიშვნელობით ახლოსსასმელი წყლის მიწოდები…ბუნებრივი გაზის მიწოდე…საქართველოს საგადასახა…დეპოზიტების დაზღვევის …ენერგეტიკისა და წყალმო…ფულის გათეთრებისა და ტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 ივნ. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026