1.დანართი №III-09 ფორმის ნსაფ-ი გამოიწერება მატერიალურად ოთხ ეგზემპლარად. ოთხივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა, ხოლო დანართი №III-09 1 ფორმის ნსაფ გამოიწერება ელექტრონულად.
2.ნსაფ-ის ცხრილში მიეთითება: ა) პირველი სვეტის პირველ სტრიქონზე – საქონლის დასახელება №III-08 დანართის მე-2 სვეტის შესაბამისად. მაგალითად, თუ ადგილი აქვს ნავთობის მსუბუქი დისტილატის – 95-ზე ნაკლები ოქტანური რიცხვის მქონე საავტომობილო ბენზინის მიწოდებას, შესაბამის უჯრაში უნდა მიეთითოს „ბენზინი, ოქტანური რიცხვით 95-ზე ნაკლები“; ბ) პირველი სვეტის მე-2 სტრიქონზე – საქონლის ოთხნიშნა კოდი №III-08 დანართის მე-4 სვეტის შესაბამისად. მაგალითად, თუ ადგილი აქვს ნავთობის მსუბუქი დისტილატის – 95-ზე ნაკლები ოქტანური რიცხვის მქონე საავტომობილო ბენზინის მიწოდებას, შესაბამის უჯრაში უნდა მიეთითოს „ 0270“; გ) მე-2 სვეტის პირველ სტრიქონზე – ზომის ერთეული ლიტრებში, ხოლო მე-2 სტრიქონზე – ზომის ერთეული კგ-ში; დ) მე-3 სვეტის პირველ სტრიქონზე – მიწოდებული საქონლის რაოდენობა არაბული ციფრებით ლიტრებში; ე) მე-3 სვეტის მე-2 სტრიქონზე – მიწოდებული საქონლის რაოდენობა არაბული ციფრებით კგ-ში მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მე-3 სვეტის პირველ სტრიქონზე მითითებულია საქონლის რაოდენობა ლიტრებში; ვ) მე-4 – მე-6 სვეტებში – მონაცემები მიწოდებული საქონლის კომპენსაციის და გადასახადის (დღგ, აქციზი) თანხის შესახებ.
2¹.ელექტრონული ნსაფ-ის (დანართი №III-09 1 ) გამოწერისას ასევე: ა) 9.1 სტრიქონში მიეთითება ნსაფ-ის ცხრილში ასახული საქონლის მიწოდებამდე მისაწოდებელი საქონლის საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (ავანსი) გადახდის შემთხვევაში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) სერია/ნომერი, გამოწერის თარიღი და დღგ-ის თანხა, რომლის მიხედვითაც მოხდება მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი ნსაფ-ის მიხედვით დარიცხულ დღგ-ის შემცირება; ბ) 9.2 სტრიქონში აისახება ნსაფ-ის ცხრილის მე-5 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხის და 9.1 სტრიქონის მე-3 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხის სხვაობა.
9.2 სტრიქონში მონაცემების ასახვის შემთხვევაში არ ივსება 9.3 სტრიქონი; გ) 9.3 სტრიქონში აისახება მონაცემები ნსაფ-ის კორექტირებისას, თუ ცხრილის მე-5 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხა ნაკლებია 9.1 სტრიქონის მე-3 სვეტში მითითებულ დღგ-ის თანხაზე, 9.3 სტრიქონში აისახება ცხრილის მე-5 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხის და 9.1 სტრიქონის მე-3 სვეტში მითითებული დღგ-ის თანხის სხვაობა, ამ შემთხვევაში არ ივსება 9.2 სტრიქონი; [ დ) 9.2.1 და 9.3.1 სტრიქონებში აისახება მონაცემები ნსაფ-ის კორექტირებისას: დ.ა) 9.2.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების ნსაფ-სა და კორექტირების ნსაფ-ის დღგ-ის თანხებს შორის დადებითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (ზრდა)); დ.ბ) 9.3.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების ნსაფ-სა და კორექტირების ნსაფ-ის დღგ-ის თანხებს შორის უარყოფითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (შემცირება)). (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან)] შენიშვნა:
9.1, 9.2 და 9.3 სტრიქონები ივსება იმ შემთხვევაში, თუ მისაწოდებელი საქონლის საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (ავანსი) გადახდა განხორციელდა 2025 წლის 1 სექტემბრის შემდგომ.
3.ნსაფ-ის მე-10 სტრიქონი ივსება მხოლოდ იმპორტის შემთხვევაში და მიეთითება საქონლის საბაჟო დეკლარაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი, ხოლო სხვა შემთხვევებში „–“.
4.ნსაფ-ის მე-11 სტრიქონზე მიეთითება ნავთობპროდუქტის შეძენისას გამოწერილი ნსაფ-ის სერია, ნომერი და შევსების თარიღი, იმპორტის შემთხვევაში „–“, ხოლო სხვა შემთხვევებში (მოპოვება, წარმოება, შეძენა ნსაფ-ის გარეშე, შეძენა აუქციონზე, მიღება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) – შესაბამისი დოკუმენტის დასახელება და რეკვიზიტები.
4¹.ნსაფ-ის მე-10 და მე-11 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის ნავთობპროდუქტის საცალო მიწოდების ნსაფ-ის (სერია „აა“) გამოწერის შემთხვევაში.
5.იმ შემთხვევაში, თუ საქონელი მიღებულია ნავთობპროდუქტების გადამუშავებით, ნსაფ-ის შესაბამისად მე-10 და მე-11 სტრიქონებზე მიეთითება ძირითადი ნედლეულის (რომლის რაოდენობაც აჭარბებს დანარჩენი ნედლეულის რაოდენობას) შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
6.თუ ნავთობპროდუქტის გადაადგილება ხდება ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის რეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში, როგორც ნავთობის დისტილატების სტაციონარული ობიექტი, ნსაფ-ის მე-17 სტრიქონზე მიეთითება „ –“.
7.ნსაფ-ის მე-16 და მე-17 სტრიქონები არ ივსება №III-08 დანართის მე-2 სტრიქონზე დასახელებული საქონლის (ნავთობის ბიტუმი) რეალიზაციისას (გადაზიდვისას).
8.ნსაფ-ში არასწორად (შეცდომით) შეტანილი რეკვიზიტების გასწორება (გარდა გამოწერის თარიღის, საქონლის რაოდენობის, ღირებულების, დღგ-ის ან/და აქციზის თანხის, ტრანსპორტირების დაწყების და დამთავრების სტაციონარული ობიექტის შვიდნიშნა კოდის, ტრანსპორტირების დაწყების ან/და დამთავრების ადგილისა) შესაძლებელია მხოლოდ ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დაწყებამდე. შეცდომების გასწორების მიზნით, ნსაფ-ის ყველა ეგზემპლარში არასწორი მონაცემები გადაიხაზება და მათ თავზე მიეთითება დაზუსტებული მონაცემები. გადასწორების ფაქტი დასტურდება მიმწოდებლის ან მისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით. 8 1 . ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირებისას შესაძლებელია ნსაფ-ის მე-9 და მე-20 გრაფებში გაკეთდეს ახალი ჩანაწერი ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დასრულებამდე (ხოლო მატერიალური ფორმის ნსაფ-ის შემთხვევაში ნსაფ-ის მე-8, მე-9, მე-19 და მე-20 გრაფებში არსებული მონაცემები გადაიხაზება და მათ თავზე მიეთითება დაზუსტებული მონაცემები).
8².იმ შემთხვევაში, თუ პირს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და ტექნიკური მიზეზების გამო ნსაფ-ში ვერ განხორციელდა დღგ-ის თანხის მითითება, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ, საგადასახადო ორგანოსათვის მიმართვის საფუძველზე, იგი უფლებამოსილია აღნიშნული ნსაფ-(ებ)ის მე-5 სვეტში მიუთითოს დღგ-ის თანხა.
9.არასწორად ან არასრულად (რომელიმე რეკვიზიტის გარეშე) შევსებულ ნსაფ-ს იურიდიული ძალა არ გააჩნია და ჩათვლის დოკუმენტად არ განიხილება.
9¹.გამყიდველი (მიმწოდებელი) უფლებამოსილია მყიდველს (მიმღებს) პროგრამულად წარუდგინოს გამოწერილი დანართი №III-09 1 ფორმის ნსაფ-ის გაუქმების მოთხოვნა, რომელიც არც ერთი მხარის მიერ არ არის წარდგენილი დღგ-ის საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №III-09 1 ფორმის ნსაფ რომელიმე მხარის მიერ წარდგენილია დღგ-ის საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართით, გაუქმების მოთხოვნა მყიდველს (მიმღებს) წარედგინება, თუ საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე ნსაფ-ი საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართებიდან ამოღებულია. ნსაფ გაუქმებულად ითვლება მყიდველის (მიმღების) მიერ გაუქმების მოთხოვნის დადასტურებისას. ამასთან, გამყიდველი (მიმწოდებელი) ვალდებულია ნსაფ-ის გაუქმების საჭიროების დადგომისთანავე გამოწეროს სანაცვლო ნსაფ ან/და დაარეგისტრიროს განცხადება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების საჭიროების შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია წარედგინება მყიდველ (მიმღებ) მხარეს გაუქმების მოთხოვნასთან ერთად.
9².გამოწერილი დანართი №III-09 1 ფორმის ნსაფ, რომელიც გამოწერილია უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის და დიპლომატიური მისიის წევრისთვის ან ბორტზე მისაწოდებელ საქონელზე, ექვემდებარება გაუქმებას საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გამყიდველის (მიმწოდებლის) მიმართვის შემთხვევაში. ამასთან, გამყიდველი (მიმწოდებელი) ვალდებულია ნსაფ-ის გაუქმების საჭიროების დადგომისთანავე გამოწეროს სანაცვლო ნსაფ ან/და დაარეგისტრიროს განცხადება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების საჭიროების შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია წარედგინება საგადასახადო ორგანოს გამყიდველის (მიმწოდებლის) მიმართვისას.
9³.ამ მუხლის 9 1 და 9 2 პუნქტის მიზნებისათვის განცხადება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების საჭიროების შესახებ რეგისტრირდება იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ინსტრუქციის შესაბამისად ვერ გამოიწერება სანაცვლო ნსაფ-ი. ამასთან, ნსაფ-ის გაუქმებისას სანაცვლო ნსაფ-ის ან/და განცხადების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების საჭიროების შესახებ მითითება სავალდებულო არ არის, თუ ნსაფ-ის გაუქმების საჭიროება დადგა ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების დაწყებამდე ან/და ნავთობპროდუქტების მიწოდება არ ითვალისწინებს ტრანსპორტირებას.
10.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, ნსაფ-ის ცხრილის პირველი სვეტის პირველი („საქონლის დასახელება“) და მეორე („საქონლის ოთხნიშნა კოდი“) სტრიქონები, მე-14 სტრიქონი („ნავთობპროდუქტის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის მისამართი“) და მე-15 სტრიქონი („ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დაწყების ადგილის ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომერი“) შეავსოს მხოლოდ განაცხადში (№III-12 დანართი ან/და №III-13 დანართი) მითითებული მონაცემების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნსაფ-ი ითვლება არასწორად შევსებულად და გადამხდელს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11.№III-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების საცალო მიწოდებისას, მიმწოდებელი არ არის ვალდებული გამოწეროს ნსაფ-ი (ამ დროს გამოიყენება საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი), გარდა იმ შემთხვევისა, როცა მყიდველი ითხოვს ნსაფ-ის გამოწერას.
12.ნსაფ-ი გამოიწერება მხოლოდ ერთი დასახელების ნავთობპროდუქტზე და მხოლოდ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე (სარკინიგზო გადაზიდვებისას – თითოეულ ვაგონზე). ტრანსპორტირებისას გადამზიდავი ვალდებულია თან იქონიოს მყიდველისათვის წარსადგენი ნსაფ-ის ეგზემპლარი.
13.თუ ნავთობპროდუქტის მიწოდება ხორციელდება ერთი სატრანსპორტო საშუალებით რამდენიმე საბოლოო მომხმარებელზე და შეუძლებელია ტრანსპორტირების ზუსტი მარშრუტის დადგენა, ამ შემთხვევაში გამოიწერება ერთი ნსაფ-ი, რომლის მე-16 სტრიქონზე მიეთითება „–“.
14.გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე არმყოფი პირისთვის ნავთობპროდუქტის მიწოდების შემთხვევაში, ნსაფ-ის მე-16 სტრიქონზე მიეთითება გადაზიდვის დამთავრების ადგილის მისამართი და იმ სტაციონარული ობიექტის (რეზერვუარის) რეკვიზიტები (მოცულობა), სადაც მოხდება გადაზიდული ტვირთის შენახვა, ხოლო 23-ე სტრიქონზე – მყიდველის (მიმღების) ხელმოწერა და პირადი ნომერი.
15.ნავთობპროდუქტების ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახის მიწოდებებზე ნსაფ-ი გამოიწერება საანგარიშო პერიოდში (თვეში) განხორციელებული ნავთობპროდუქტის მიწოდებების მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვისა. ამასთან, ნსაფ-ში მე-10, მე-11, მე-13, მე-16, მე-17 და მე-19-22-ე სტრიქონები არ ივსება (მიეთითება „ –“), მე-14 სტრიქონში იწერება „საცალო“, მე-15 სტრიქონში კი – საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული შვიდნიშნა კოდი.
15¹.ნავთობპროდუქტების ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახით მიწოდებისას პირის მიერ ნსაფ-ი შეივსება ამ მუხლის მე-15 პუნქტში აღნიშნული წესის შესაბამისად, ხოლო ასეთი წესით რეალიზაციისათვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტის შეძენისას გამყიდველი ნსაფ-ის მე-17 სტრიქონზე უთითებს პირისათვის ზემოაღნიშნული სახით რეალიზაციისათვის მინიჭებულ შვიდნიშნა კოდს.
15².ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახით შეძენილი ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირებისას პირის მიერ შეივსება ნსაფ-ი სერიით „აშ“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისას – „ეშ“, ხოლო კომპიუტერული ნსაფ-ისას – „კაშ“. ამასთან, ნსაფ-ში მე-10, მე-13, მე-14, მე-16, მე-17 და მე-19-მე-20 სტრიქონები არ ივსება (მიეთითება „ –“); ხოლო მე-11 სტრიქონზე ჩაიწერება შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მიღებული აქვს ამ მუხლის მე-15 ან/და 15¹ პუნქტების შესაბამისად და მე-15 სტრიქონზე ჩაიწერება ნავთობპროდუქტის მესაკუთრის კოდი, რომელიც არ არის სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი.
16.მყიდველის მიერ შეძენილი ნავთობპროდუქტის გამყიდველის სტაციონარულ ობიექტში შენახვის და შემდგომ პერიოდებში გამოყენების (განაშთვის) შემთხვევაში, გამოიწერება ნსაფ-ი ნავთობპროდუქტის მიწოდებაზე და საფ-ი ნავთობპროდუქტის შენახვის მომსახურებაზე. ამასთან, თუ შენახვის მომსახურება საქონლის მიწოდების მიმართ ატარებს დამხმარე ხასიათს და მისი ღირებულება გათვალისწინებულია მიწოდების ფასში, შესაძლებელია ნსაფ-ი გამოიწეროს მხოლოდ ნავთობპროდუქტის მიწოდებაზე.
17.ტრანსპორტირების გარეშე ნსაფ-ით განხორციელებული მიწოდების შემთხვევაში, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომისას, დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება ახალი ნსაფ-ის გამოწერით, რომლის მე-12 სტრიქონზე მიეთითება იმ ნსაფ-ის სერია და ნომერი, რომლის კორექტირებაც ხდება.
18.ექსპორტის პროცედურაში მოქცეულ საქონელზე საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე ტრანსპორტირებისას ნსაფ-ი არ მოითხოვება. ამ შემთხვევაში, ტრანსპორტირების დოკუმენტად ითვლება საბაჟო დეკლარაცია.
19.(ამოღებულია – 22.10.2015, №339). საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 21.03.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 26.04.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 29 მაისის ბრძანება №180 – ვებგვერდი, 30.05.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ივლისის ბრძანება №265 – ვებგვერდი, 23.07.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №278 – ვებგვერდი, 23.08.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 24 მარტის ბრძანება N87 – ვებგვერდი, 25.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება №339 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 25 მარტის ბრძანება №58 – ვებგვერდი, 28.03.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №313 - ვებგვერდი, 19.09.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №329 - ვებგვერდი, 27.09.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №341 - ვებგვერდი, 16.10.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №207 - ვებგვერდი, 05.08.2025წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 02.10.2026წ.

