Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 38

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 38. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელი ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფი უფლებამოსილია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მიაერთოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ  ქსელთან და ამ ელექტროსადგურის მიერ წარმოებული,  კომისიის სამართლებრივი აქტის შესაბამისად განსაზღვრული ჭარბი ელექტროენერგია მიაწოდოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებითა და მიწოდების წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2.მიკროსიმძლავრის  ელექტროსადგურის  მიერ  წარმოებული  და ელექტროენერგიის  გამანაწილებელ  ქსელში  მიწოდებული  ჭარბი ელექტროენერგიის ყიდვის უფლება აქვს ელექტროენერგიის ნებისმიერ მიმწოდებელს ელექტროენერგიის მიწოდების წესების შესაბამისად,  ხოლო იმავე წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული პირობებით ჭარბ ელექტროენერგიას ყიდულობს უნივერსალური მომსახურების ის მიმწოდებელი,  რომლის  მომსახურების არეალშიც  მდებარეობს აღნიშნული ელექტროსადგური,  ან/და ელექტროენერგიის სხვა მიმწოდებელი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით დაკისრებული აქვს საჯარო მომსახურების ვალდებულება. საბოლოო მომხმარებლის ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფის მიერ ჭარბი ელექტროენერგიით სარგებლობის პირობებს, მათ შორის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის პირობებს, აგრეთვე ჭარბი ელექტროენერგიის  შესყიდვის საფასურს ადგენს კომისია. [ 2. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის  მიერ  წარმოებული  და ელექტროენერგიის  გამანაწილებელ  ქსელში  მიწოდებული ელექტროენერგიის ყიდვის უფლება აქვს ელექტროენერგიის ნებისმიერ მიმწოდებელს ელექტროენერგიის მიწოდების წესების შესაბამისად, ხოლო იმავე წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული პირობებით ამ ელექტროენერგიას ყიდულობს უნივერსალური მომსახურების ის მიმწოდებელი, რომლის მომსახურების არეალშიც მდებარეობს აღნიშნული ელექტროსადგური, ან ელექტროენერგიის სხვა მიმწოდებელი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით დაკისრებული აქვს საჯარო მომსახურების ვალდებულება. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 3. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოებასა და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში ჭარბი ელექტროენერგიის მიწოდებაზე არ ვრცელდება ამ კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მარეგულირებელი რეჟიმი. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებზე ელექტროენერგეტიკის სექტორში საბაზრო ურთიერთობების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა ვრცელდება მხოლოდ ამ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4.საბოლოო მომხმარებელი ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფი, რომელიც ელექტროენერგიას მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მეშვეობით აწარმოებს და ჭარბ ელექტროენერგიას გამანაწილებელ ქსელში აწვდის, გათავისუფლებულია ელექტროენერგიის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურის გადახდისგან. [ 4. საბოლოო მომხმარებლის ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის პირობებს, მათ შორის, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს, ამ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის საფასურს და მათი გადახდის პირობებს, ადგენს კომისია. კომისიის მიერ დადგენილი ტექნიკური და ადმინისტრაციული მოთხოვნები, პროცედურები და საფასურები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული. ამასთანავე, საბოლოო მომხმარებელს არ უნდა დაეკისროს ქსელის ისეთი გადასახადი, რომელიც არ ასახავს ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურებისა და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების მომსახურების ხარჯებს. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 5. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას. ამ ოდენობას კომისია განსაზღვრავს და ადგენს სისტემის ოპერატორებთან კონსულტაციის საფუძველზე. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ. საქართველოს 2025 წლის 10 ივნისის კანონი №605 – ვებგვერდი, 12.06.2025წ. თავი IX. ბუნებრივი გაზის წარმოება

რედაქციების შედარება

1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელი ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფი უფლებამოსილია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მიაერთოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ  ქსელთან და ამ ელექტროსადგურის მიერ წარმოებული,  კომისიის სამართლებრივი აქტის შესაბამისად განსაზღვრული ჭარბი ელექტროენერგია მიაწოდოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებითა და მიწოდების წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად. 2.  მიკროსიმძლავრის  ელექტროსადგურის  მიერ  წარმოებული  და ელექტროენერგიის  გამანაწილებელ  ქსელში  მიწოდებული  ჭარბი ელექტროენერგიის ყიდვის უფლება აქვს ელექტროენერგიის ნებისმიერ მიმწოდებელს ელექტროენერგიის მიწოდების წესების შესაბამისად,  ხოლო იმავე წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული პირობებით ჭარბ ელექტროენერგიას ყიდულობს უნივერსალური მომსახურების ის მიმწოდებელი,  რომლის  მომსახურების არეალშიც  მდებარეობს აღნიშნული ელექტროსადგური,  ან/და ელექტროენერგიის სხვა მიმწოდებელი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით დაკისრებული აქვს საჯარო მომსახურების ვალდებულება. საბოლოო მომხმარებლის ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფის მიერ ჭარბი ელექტროენერგიით სარგებლობის პირობებს, მათ შორის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის პირობებს, აგრეთვე ჭარბი ელექტროენერგიის  შესყიდვის საფასურს ადგენს კომისია. [ 2. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის  მიერ  წარმოებული  და ელექტროენერგიის  გამანაწილებელ  ქსელში  მიწოდებული ელექტროენერგიის ყიდვის უფლება აქვს ელექტროენერგიის ნებისმიერ მიმწოდებელს ელექტროენერგიის მიწოდების წესების შესაბამისად, ხოლო იმავე წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული პირობებით ამ ელექტროენერგიას ყიდულობს უნივერსალური მომსახურების ის მიმწოდებელი, რომლის მომსახურების არეალშიც მდებარეობს აღნიშნული ელექტროსადგური, ან ელექტროენერგიის სხვა მიმწოდებელი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით დაკისრებული აქვს საჯარო მომსახურების ვალდებულება. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 3. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოებასა და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში ჭარბი ელექტროენერგიის მიწოდებაზე არ ვრცელდება ამ კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მარეგულირებელი რეჟიმი. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებზე ელექტროენერგეტიკის სექტორში საბაზრო ურთიერთობების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა ვრცელდება მხოლოდ ამ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. 4. საბოლოო მომხმარებელი ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფი, რომელიც ელექტროენერგიას მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მეშვეობით აწარმოებს და ჭარბ ელექტროენერგიას გამანაწილებელ ქსელში აწვდის, გათავისუფლებულია ელექტროენერგიის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურის გადახდისგან. [ 4. საბოლოო მომხმარებლის ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის პირობებს, მათ შორის, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს, ამ ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის საფასურს და მათი გადახდის პირობებს, ადგენს კომისია. კომისიის მიერ დადგენილი ტექნიკური და ადმინისტრაციული მოთხოვნები, პროცედურები და საფასურები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული. ამასთანავე, საბოლოო მომხმარებელს არ უნდა დაეკისროს ქსელის ისეთი გადასახადი, რომელიც არ ასახავს ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურებისა და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების მომსახურების ხარჯებს. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 5. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას. ამ ოდენობას კომისია განსაზღვრავს და ადგენს სისტემის ოპერატორებთან კონსულტაციის საფუძველზე. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ. საქართველოს 2025 წლის 10 ივნისის კანონი №605 – ვებგვერდი, 12.06.2025წ. თავი IX. ბუნებრივი გაზის წარმოება

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2025
  2. 30 დეკ. 2021
წინა მუხლი 37შემდეგი მუხლი 39

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

1
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2025-06-12
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 165

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 62ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განაწილება და გამოყენება
  • 33ელექტროენერგიის მწარმოებლის უფლებები
  • 108უნივერსალური მომსახურება

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება
  • 22კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში
  • 24მოხმარებული ენერგიის აღრიცხვისა და გადასახადის დარიცხვის სისტემა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 228²ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება
  • 7საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტი
  • 15განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების წარმოშობის სერტიფიკატები

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 4მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
228²34167154165623310825222438
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…საქართველოს ადმინისტრა…განახლებადი წყაროებიდა…ელექტრონული კომუნიკაცი…ენერგოეტიკეტირების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026