ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 12 აპრ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი – ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემა/გადატანა; ბ) საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემისათვის/გადატანისათვის განკუთვნილი იზოლი­რებული სადენი (სადენები), რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე პარალელური შტოსაგან, შეერთებისათვის საჭირო აქსესუარებით (ქუროები, მომჭერები და სხვა არმატურა); გ) ქვესადგური – ელექტრომოწყობილობათა ერთობლიობა (ტრანსფორმატორები, ელექტროენერგიის სხვა გარდამქმნელები, გამანაწილებელი მოწყობილობები, სინქრონული კომპენსატორები, სტატიკური კონდენსატორები, მართვის მოწყობილობები და სხვა დამხმარე საშუალებები), რომლის დანიშნულებაა ერთი ძაბვის ელექტროენერგიის სხვა ძაბვის ელექტროენერგიად გარდაქმნა ტრანსფორმატორების ან ელექტროენერგიის სხვა გარდამქმნელების საშუალებით და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) განაწილება; დ) გამანაწილებელი პუნქტი – მოწყობილობათა ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება და განაწილება ერთ ძაბვაზე, გარდაქმნისა და ტრანსფორმაციის გარეშე და რომელიც არ შედის ქვესადგურის შემადგენლობაში; ე) ელექტრული ქსელის მფლობელი პირი – ფიზიკური და/ან იურიდიული პირი, რომელიც ახდენს ელექტრული ქსელის ექსპლუატაციას კანონმდებლობით მინიჭებული უფლების საფუძველზე; ვ) ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც ახდენს საჰაერო ან/და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციას კანონმდებლობით მინიჭებული უფლების საფუძველზე; ზ) ელექტრული ქსელი – ქვესადგურების, გამანაწილებელი მოწყობილობების და მათი შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზების ერთობლიობა, რომელთა დანიშნულებაა ელექტროენერგიის გადაცემა და განაწილება; თ) მიწათმოსარგებლე – პირი, რომლის სარგებლობაში ან საკუთრებაში არის ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება.

2.ამ წესში გამოყენებული სამშენებლო ტერმინები გამოიყენება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1164² (…111¹¹…43426132232
მნიშვნელობით ახლოსმესამე პირების მფლობელ…გადასახადების ადმინისტ…ენერგეტიკისა და წყალმო…ელექტროენერგიის საცალო…საქართველოს საჰაერო კო…სატელეკომუნიკაციო ინფრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა