1.ენერგიის მცირე მომხმარებლების, მათ შორის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მიერ ენერგიის ეფექტური მოხმარების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით სამინისტრო მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით იღებს შესაბამის ზომებს ან/და საქართველოს მთავრობას წარუდგენს მოსაზრებებს:
ა) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით:
ა.ა) დაბალპროცენტიანი სესხების გაცემის თაობაზე;
ა.ბ) ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე;
ა.გ) არაანაზღაურებადი ტექნიკური და ფინანსური დახმარების თაობაზე;
ბ) ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით − ცნობიერების ამაღლების თაობაზე;
გ) საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებების დანერგვის თაობაზე;
დ) სამუშაო ადგილებზე ენერგიის მოხმარებაში ქცევითი ცვლილების წახალისების თაობაზე;
ე) საბოლოო მომხმარებლების, მათ შორის, ენერგიის მომხმარებელი ორგანიზაციების, მიერ აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟების წახალისების თაობაზე.
2.სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობის ხელმისაწვდომი მექანიზმების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
3.კომისია უფლებამოსილია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს ან ენერგიის მიმწოდებლებს მოსთხოვოს, ჩაერთონ აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების გავრცელებისა და ქცევითი ცვლილების ხელშემწყობ ღონისძიებებში, რომლებმაც შესაძლებელია გაზარდოს ენერგიის მოხმარების ეფექტურობა. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები ან ენერგიის მიმწოდებლები, თავის მხრივ, ვალდებული არიან შეასრულონ კომისიის მოთხოვნა/მითითებები.
თავი VII. პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ენერგიის მცირე მომხმარებლების, მათ შორის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მიერ ენერგიის ეფექტური მოხმარების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით სამინისტრო მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით იღებს შესაბამის ზომებს ან/და საქართველოს მთავრობას წარუდგენს მოსაზრებებს:ა) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით:ა.ა) დაბალპროცენტიანი სესხების გაცემის თაობაზე;ა.ბ) ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე;ა.გ) არაანაზღაურებადი ტექნიკური და ფინანსური დახმარების თაობაზე;ბ) ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით − ცნობიერების ამაღლების თაობაზე;გ) საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებების დანერგვის თაობაზე;დ) სამუშაო ადგილებზე ენერგიის მოხმარებაში ქცევითი ცვლილების წახალისების თაობაზე;ე) საბოლოო მომხმარებლების, მათ შორის, ენერგიის მომხმარებელი ორგანიზაციების, მიერ აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟების წახალისების თაობაზე.2. სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობის ხელმისაწვდომი მექანიზმების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.3. კომისია უფლებამოსილია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს ან ენერგიის მიმწოდებლებს მოსთხოვოს, ჩაერთონ აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების გავრცელებისა და ქცევითი ცვლილების ხელშემწყობ ღონისძიებებში, რომლებმაც შესაძლებელია გაზარდოს ენერგიის მოხმარების ეფექტურობა. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები ან ენერგიის მიმწოდებლები, თავის მხრივ, ვალდებული არიან შეასრულონ კომისიის მოთხოვნა/მითითებები.თავი VII. პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 1 იან. 2030ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსენერგოეფექტურობის შესა…ენერგეტიკისა და წყალმო…შენობების ენერგოეფექტუ…განახლებადი წყაროებიდა…გადასახადების ადმინისტ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა