ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 80. გამანაწილებელ ქსელთან მიერთება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას. აღნიშნული მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურს ადგენს კომისია თავის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განხორციელებული გაანგარიშების შედეგად. ამასთანავე, კომისია უფლებამოსილია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების წასახალისებლად ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტების/სადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის განსხვავებული პირობები დაადგინოს.

2.მწარმოებლის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის ან მომხმარებლის ქსელის ან მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილში არსებული აღრიცხვის მოწყობილობები, დამხმარე დანადგარების ჩათვლით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საკუთრებაა. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია აღნიშნული აღრიცხვის მოწყობილობების მოვლა-პატრონობისა და შემოწმებისთვის.

3.გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მწარმოებელი და მომხმარებელი, რომლებსაც აღრიცხვის მოწყობილობა საკუთრებაში ჰქონდათ ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებული არიან გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით აღრიცხვის მოწყობილობები მფლობელობაში გადასცენ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს. ამასთანავე, მათ აღრიცხვის მოწყობილობის გადაცემამდე უნდა უზრუნველყონ მისი დაცვა არასანქციონირებული ჩარევისგან და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შეუზღუდავი დაშვება აღრიცხვის მოწყობილობასთან. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი  გაზის მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას.  აღნიშნული მოწყობილობების გამანაწილებელ  ქსელთან მიერთების საფასურს ადგენს კომისია თავის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განხორციელებული გაანგარიშების  შედეგად. ამასთანავე, კომისია უფლებამოსილია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების წასახალისებლად ელექტროტრანსპორტის დამტენი  პუნქტების/სადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის განსხვავებული პირობები დაადგინოს. 2. მწარმოებლის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის ან მომხმარებლის ქსელის ან მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილში არსებული აღრიცხვის მოწყობილობები, დამხმარე დანადგარების ჩათვლით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საკუთრებაა. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია აღნიშნული აღრიცხვის მოწყობილობების მოვლა-პატრონობისა და შემოწმებისთვის. 3. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მწარმოებელი და მომხმარებელი, რომლებსაც აღრიცხვის მოწყობილობა საკუთრებაში ჰქონდათ ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებული არიან გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით აღრიცხვის მოწყობილობები მფლობელობაში გადასცენ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს. ამასთანავე, მათ აღრიცხვის მოწყობილობის გადაცემამდე უნდა უზრუნველყონ მისი დაცვა არასანქციონირებული ჩარევისგან და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შეუზღუდავი დაშვება აღრიცხვის მოწყობილობასთან. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 80-ე მუხლის პირველ პუნქტში დაზუსტდა მიერთების საფასურის მეთოდოლოგიის სტატუსი და განახლებადი ენერგიის წახალისების განსხვავებული პირობები ახლა ელექტროტრანსპორტის დამტენებს ეხება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
342626¹1919¹2864² (…168178712480
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…განახლებადი წყაროებიდა…ენერგოეფექტურობის შესა…სასმელი წყლის მიწოდები…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა