საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 161¹. ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრა

რედაქცია №248 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია (მიწოდება) იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, ამ შემთხვევაში დღგ-ით არ იბეგრება: ა) საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება; ბ) მიწის ნაკვეთის მიწოდება; გ) სეს ესნ-ის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და სეს ესნ-ის 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) მიწოდება; დ) ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდება.

2.„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადახდისუუნარობის მასის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (გადახდისუუნარობის მასის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, გარდა გადახდისუუნარობის მასის ერთიანი კომპლექსის სახით რეალიზაციის შემთხვევისა, დღგ-ით არ იბეგრება: ა) ინდივიდუალური მეწარმის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება; ბ) მიწის ნაკვეთის მიწოდება; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდება; დ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდება.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში: ა) საქონლის სარეალიზაციო ფასი (მყიდველის მიერ გადახდილი/ გადასახდელი ანაზღაურება) მოიცავს დღგ-ის თანხას; ბ) საქონლის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრისას არ ვრცელდება ამ კოდექსის 170-ე−172-ე მუხლების, ასევე ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკანონმდებლო ნორმების მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს საქონლის მიწოდების დღგ-ისგან გათავისუფლებას.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრისა და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169  – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია (მიწოდება) იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, ამ შემთხვევაში დღგ-ით არ იბეგრება: ა) საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება; ბ) მიწის ნაკვეთის მიწოდება; გ) სეს ესნ-ის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და სეს ესნ-ის 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) მიწოდება; დ) ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდება. 2. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადახდისუუნარობის მასის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (გადახდისუუნარობის მასის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, გარდა გადახდისუუნარობის მასის ერთიანი კომპლექსის სახით რეალიზაციის შემთხვევისა, დღგ-ით არ იბეგრება: ა) ინდივიდუალური მეწარმის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება; ბ) მიწის ნაკვეთის მიწოდება; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდება; დ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდება. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში: ა) საქონლის სარეალიზაციო ფასი (მყიდველის მიერ გადახდილი/ გადასახდელი ანაზღაურება) მოიცავს დღგ-ის თანხას; ბ) საქონლის მიწოდების დღგ-ით დაბეგვრისას არ ვრცელდება ამ კოდექსის 170-ე−172-ე მუხლების, ასევე ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საკანონმდებლო ნორმების მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს საქონლის მიწოდების დღგ-ისგან გათავისუფლებას. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრისა და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169  – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №173 · ძალაშია 18 მარ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 მარ. 2021 – 1 აპრ. 2021 ტექსტი უცნობია

  2. 12 ოქტ. 2010 – 1 იან. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 25 სექ. 2020
  2. · გამოქვეყნდა 22 ივლ. 2020

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4930130217217624030961163165²190¹66¹ (…66² (…66³ (…105161¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს სამოქალაქო…რეაბილიტაციისა და კრედ…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №248 · ბოლოს შემოწმდა