Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 163

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 163. დაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას

რედაქცია №245 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:დღგ - დამატებული ღირებულების გადასახადიტრანსსასაზღვრო გადასახადებიკრიპტო გადასახადებისაგადასახადო დაგეგმვაპერსონალური ინვესტიციააქტივებით ტრანზაქციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის: ა) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება დასაბეგრი პირის მიერ მისი წარმოებული შენობის/ნაგებობის (ძირითადი საშუალების) ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დაწყების მომენტში; ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება შესაბამისი პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის/დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმების მომენტში; გ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ტურისტული საწარმოს სტატუსის გაუქმების მომენტში; დ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.

4.ამ კოდექსის 160 1 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება შენობის/ნაგებობის (ძირითადი საშუალების) რემონტის დასრულების მომენტში (მომენტში, როდესაც სარემონტო მომსახურების/სამუშაოების გაწევა დღგ-ით დაიბეგრებოდა მისი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ განხორციელების შემთხვევაში).

5.დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ ტელესაკომუნიკაციო/კავშირგაბმულობის მომსახურების გაწევა ან საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, თბოენერგიის, გაგრილების ენერგიის ან სხვა მსგავსი საქონლის) მიწოდება ხორციელდება რეგულარულად ან უწყვეტად.

6.თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება: ა) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება რეგულარულად ან უწყვეტად, ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით; ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში; გ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის ფაქტობრივად გადაცემის მომენტში; დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.

7.ამ კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის იმპორტის დღგ-ით დაბევრის მომენტში.

8.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დასაბეგრი პირი საქონლის/მომსახურების მიწოდებას აღრიცხავს საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღეს არა კალენდარული თვის, არამედ გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის/მომსახურების ოდენობის მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც საანგარიშო პერიოდს, ისე საანგარიშოს წინა პერიოდს, საანგარიშო პერიოდში მიწოდებულად მიიჩნევა საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღის მიხედვით აღრიცხული (გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის/მომსახურების ოდენობის მიხედვით აღრიცხული) საქონლის/მომსახურების ოდენობა, მიუხედავად საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მიწოდებულისა.

9.საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული დასაბეგრი ოპერაციების შემთხვევები, როდესაც ამ მუხლის მე-2 ნაწილი არ გამოიყენება. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817  – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

წინა მუხლი 162¹შემდეგი მუხლი 163¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბრიჯ დაფინანსება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრიპტოვალუტის დაბეგვრა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქტივების გაყიდვის საგადასახადო ოპტიმიზაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ამხანაგობის დაბეგვრა და სტრუქტურირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №245

4
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 160მუხლი 160¹მუხლი 161

მიუთითებენ მასზე

მუხლი 177მუხლი 100მუხლი 160³მუხლი 309

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 164დასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას
  • 163¹დაბეგვრის დრო იმპორტისას
  • 161¹ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 62საბაჟო ვალდებულების შესრულება
  • 49საბაჟო ვალდებულება, რომელიც წარმოიშობა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისას
  • 38გარიგების ფასის მეთოდი

ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ

  • 5ინვესტორისა და კონტრაქტორის გადასახადებით დაბეგვრა

საზღვაო კოდექსი

  • 132—

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 24საგადახდო დავალების მიღება

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 21სამუშაო პროცესის შეჩერების შესახებ ზედამხედველი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 291დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 26ტვირთის გაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
132160160¹161177100160³309164163¹161¹5624938163
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…ოლიმპიური მოძრაობის ხე…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026