გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 76 (დანართი 1). აქციზის დეკლარაცია

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირები, რომელთაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ეკისრებათ აქციზის გამოანგარიშებისა და ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარადგენენ აქციზის დეკლარაციას წერილობით ან ელექტრონულად №IV-01 დანართის ფორმით.

2.შესწორებული დეკლარაცია წარდგენილ უნდა იქნეს იმ საგადასახადო პერიოდში მოქმედი ფორმით, რომელი პერიოდის აქციზის შესწორებაც ხდება.

3.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებულ შემოსატან აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების შეძენის შესახებ სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ამ ინსტრუქციის დანართი №IV-04 1 -ის შესაბამისად შედგენილი „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზური მარკების მიღება-ჩაბარებისა და გამოანგარიშებული აქციზის ოდენობის თანხის გადახდის შესახებ აქტი“ ითვლება სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ, აქტის შედგენის თარიღით, აქციზის დეკლარირებად.

4.იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებულ შემოსატან აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების შეძენისას,  აქციზის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალების) ნაცვლად, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იქნება რეზიდენტი საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული აქციზის ოდენობის თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, აქციზის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა მოხდება ამ ინსტრუქციის დანართი №IV-04​ 1 -ის შესაბამისად „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზური მარკების მიღება-ჩაბარებისა და გამოანგარიშებული აქციზის ოდენობის თანხის გადახდის შესახებ აქტის“ შედგენის თარიღისათვის მოქმედი განაკვეთით.

5.ამ ინსტრუქციის დანართი №IV-06 1 -ის შესაბამისად შედგენილი „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისა და დარიცხული აქციზის თანხის შემცირების შესახებ აქტი“ ითვლება სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ დეკლარირებული აქციზის თანხის დაზუსტებად და ამ პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული აქციზის თანხის შემცირების საფუძველია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 24 თებერვლის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 25.02.2026წ. დანართი: №IV-01 (თან ერთვის თანდართული ფაილის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №541 – ვებგვერდი, 28.12.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №237 – ვებგვერდი, 30.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება № 339 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470 - ვებგვერდი, 31.12.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №300 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 21 მაისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 09.03.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №302 - ვებგვერდი, 17.08.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №322 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №286 - ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირები, რომელთაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ეკისრებათ აქციზის გამოანგარიშებისა და ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარადგენენ აქციზის დეკლარაციას წერილობით ან ელექტრონულად №IV-01 დანართის ფორმით. 2. შესწორებული დეკლარაცია წარდგენილ უნდა იქნეს იმ საგადასახადო პერიოდში მოქმედი ფორმით, რომელი პერიოდის აქციზის შესწორებაც ხდება. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებულ შემოსატან აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების შეძენის შესახებ სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ამ ინსტრუქციის დანართი №IV-04 1 -ის შესაბამისად შედგენილი „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზური მარკების მიღება-ჩაბარებისა და გამოანგარიშებული აქციზის ოდენობის თანხის გადახდის შესახებ აქტი“ ითვლება სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ, აქტის შედგენის თარიღით, აქციზის დეკლარირებად. 4. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებულ შემოსატან აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების შეძენისას,  აქციზის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალების) ნაცვლად, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იქნება რეზიდენტი საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული აქციზის ოდენობის თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, აქციზის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა მოხდება ამ ინსტრუქციის დანართი №IV-04​ 1 -ის შესაბამისად „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზური მარკების მიღება-ჩაბარებისა და გამოანგარიშებული აქციზის ოდენობის თანხის გადახდის შესახებ აქტის“ შედგენის თარიღისათვის მოქმედი განაკვეთით. 5. ამ ინსტრუქციის დანართი №IV-06 1 -ის შესაბამისად შედგენილი „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისა და დარიცხული აქციზის თანხის შემცირების შესახებ აქტი“ ითვლება სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ დეკლარირებული აქციზის თანხის დაზუსტებად და ამ პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული აქციზის თანხის შემცირების საფუძველია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 24 თებერვლის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 25.02.2026წ. დანართი: №IV-01 (თან ერთვის თანდართული ფაილის სახით) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №541 – ვებგვერდი, 28.12.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №237 – ვებგვერდი, 30.07.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება № 339 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №470 - ვებგვერდი, 31.12.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №300 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 21 მაისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 09.03.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №302 - ვებგვერდი, 17.08.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №322 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №286 - ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
416191190²15377 (დ…80 (დ…33³ (…1187828676 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…ელექტრონული კომუნიკაცი…სამოქალაქო აქტების შეს…ამნისტიისა და არადეკლა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა