გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 77² (დანართი 1). ცალკეულ შემთხვევაში დაუფასოებელი თამბაქოს ნაწარმის მიწოდება

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეს მუხლი განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის მიზნებისათვის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 ან 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის  50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდების შემთხვევებს.

2.საქართველოში მოყვანილი  საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 ან 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის  50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდება შესაძლებელია თუ მიწოდება ხდება თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით, ამასთან, თუ აღნიშნულ მიწოდებას თან ახლავს ტრანსპორტირება, მიმღების მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადები.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 ან 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონელი არ ექვემდებარება აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას.

4.თამბაქოს ნაწარმის წარმოებად: ა) იმპორტირებულ საქონელთან მიმართებით განიხილება იმპორტიორის მიერ თამბაქოს ნაზავის მომზადება და დაჭრილი თამბაქოს მომზადება (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩვა, დანამვა და სოუსირება, თამბაქოს ნედლეულის შერევა, თამბაქოს დაჭრა, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავება, დაჭრილი თამბაქოს არომატიზირება, დაჭრილი თამბაქოს შერევა, შეფუთვა და შენახვა); ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიწოდების მიზნებისათვის არ განიხილება ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401 კოდში მითითებული საქონლის საქართველოში მოყვანა, პირველადი დამუშავება, დაჭრა.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, შემოსავლების სამსახური აწარმოებს თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრს. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონული რეესტრი ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისათვის.

6.თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში ინფორმაციის ასახვის მიზნით, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი შემოსავლების სამსახურს მიმართავს განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით), რომელიც უნდა მოიცავდეს მის სარეგისტრაციო მონაცემებს (სახელი, გვარი/დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და საქმიანობის (თამბაქოს ნაწარმის წარმოება) მოკლე აღწერას.

7.შემოსავლების სამსახური განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ინფორმაციის თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში შეტანას, რის თაობაზეც აცნობებს განმცხადებელს და გასცემს რეესტრში შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტს.

8.იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში ჩერდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან. თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

8¹.თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონული რეესტრიდან პირის ამოღების საფუძველია: ა) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის განცხადება; ბ) თუ პირი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

9.(ამოღებულია - 04 .03.2020, №64) .

10.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქონელთან მიმართებით, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 ან 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიმღებზე ვრცელდება აქციზური საქონლის მწარმოებლისთვის დადგენილი აქციზით დაბეგვრის და საქონლის აქციზური მარკებით ნიშანდების წესი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №356 - ვებგვერდი, 26.11.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 16.12.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 4 მარტის ბრძანება №64 - ვებგვერდი, 05.03.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 29.01.2024წ. თავი XXI აქციზური მარკებით ნიშანდება და არააქციზური საქონლის მარკირება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 30 მაისის ბრძანება №183 - ვებგვერდი, 31.05.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეს მუხლი განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის მიზნებისათვის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 ან 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის  50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდების შემთხვევებს. 2. საქართველოში მოყვანილი  საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 ან 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის  50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდება შესაძლებელია თუ მიწოდება ხდება თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით, ამასთან, თუ აღნიშნულ მიწოდებას თან ახლავს ტრანსპორტირება, მიმღების მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 ან 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონელი არ ექვემდებარება აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას. 4. თამბაქოს ნაწარმის წარმოებად: ა) იმპორტირებულ საქონელთან მიმართებით განიხილება იმპორტიორის მიერ თამბაქოს ნაზავის მომზადება და დაჭრილი თამბაქოს მომზადება (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩვა, დანამვა და სოუსირება, თამბაქოს ნედლეულის შერევა, თამბაქოს დაჭრა, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავება, დაჭრილი თამბაქოს არომატიზირება, დაჭრილი თამბაქოს შერევა, შეფუთვა და შენახვა); ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიწოდების მიზნებისათვის არ განიხილება ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401 კოდში მითითებული საქონლის საქართველოში მოყვანა, პირველადი დამუშავება, დაჭრა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, შემოსავლების სამსახური აწარმოებს თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრს. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონული რეესტრი ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირისათვის. 6. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში ინფორმაციის ასახვის მიზნით, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი შემოსავლების სამსახურს მიმართავს განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით), რომელიც უნდა მოიცავდეს მის სარეგისტრაციო მონაცემებს (სახელი, გვარი/დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და საქმიანობის (თამბაქოს ნაწარმის წარმოება) მოკლე აღწერას. 7. შემოსავლების სამსახური განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ინფორმაციის თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში შეტანას, რის თაობაზეც აცნობებს განმცხადებელს და გასცემს რეესტრში შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტს. 8. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში ჩერდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან. თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 8 1 . თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონული რეესტრიდან პირის ამოღების საფუძველია: ა) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის განცხადება; ბ) თუ პირი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 9. (ამოღებულია - 04 .03.2020, №64) . 10. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საქონელთან მიმართებით, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 ან 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიმღებზე ვრცელდება აქციზური საქონლის მწარმოებლისთვის დადგენილი აქციზით დაბეგვრის და საქონლის აქციზური მარკებით ნიშანდების წესი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №356 - ვებგვერდი, 26.11.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №388 - ვებგვერდი, 16.12.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 4 მარტის ბრძანება №64 - ვებგვერდი, 05.03.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 29.01.2024წ. თავი XXI აქციზური მარკებით ნიშანდება და არააქციზური საქონლის მარკირება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 30 მაისის ბრძანება №183 - ვებგვერდი, 31.05.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
155⁹155⁶155¹⁰1921992886977¹ (…18518620377² (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…თამბაქოს კონტროლის შეს…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა