1. საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის დასახელება, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის ან/და ეტიკეტის არცერთი ელემენტი არ უნდა შეიცავდეს ყალბ, შეცდომაში შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის თვისებების, მავნე ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების თაობაზე; არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე ან რომელიმე უცხოურ ენაზე სიტყვა, აბრევიატურა, ნიშანი, გამოსახულება, გრაფიკი ან ციფრი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ შექმნის არასწორ წარმოდგენას, რომ თითქოს თამბაქოს ეს ნაწარმი სხვა ნაწარმთან შედარებით ნაკლებად მავნებელია, მათ შორის, არ შეიძლება მათი გამოყენება ბრენდის ან სავაჭრო ნიშნის დასახელებაში, კერძოდ, სიტყვებისა: „მსუბუქი“, „რბილი“, „ნაკლებად მძაფრი“, „ულტრამსუბუქი“, „დაბალი შემცველობით“, „ექსტრა“, „ულტრა“, „მენთოლი“ და სხვა.
2. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ 1 “, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ“, „ა.ზ 1 “ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება. აღნიშნული სამედიცინო გაფრთხილება უნდა მოიცავდეს ძირითად სამედიცინო გაფრთხილებას, დამატებით სამედიცინო გაფრთხილებას (საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული შესაბამისი პიქტოგრამით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში – შესაბამისი ტექსტობრივი წარწერით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს. 2 1 . ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაში მოთავსებული უნდა იყოს შესაბამისი საინფორმაციო ფურცელი ამ ნაწარმის შესახებ. 2 2 . ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ 1 “, „ა.ე“, „ა.ზ“, „ა.ზ 1 “ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი პიქტოგრამის დატანის ვალდებულება და წესი.
სამართლებრივი რუკა
დააწკაპუნე გასახსნელად
მითითებამნიშვნელობით ახლოსთამბაქოს კონტროლის შეს…რეკლამის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…ნარკოტიკული საშუალებებ…მაუწყებლობის შესახებ
ინფორმაციული მიზნით — არ არის იურიდიული რჩევა.
3. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ძირითადი სამედიცინო გაფრთხილების 3 ნიმუშს, დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების 9 ნიმუშს და შესაბამისი პიქტოგრამის 9 ნიმუშს, ტექსტობრივი წარწერის 1 ნიმუშს, შესაბამისი საინფორმაციო ფურცლის ფორმებს, ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ 1 “, „ა.ე“, „ა.ზ“, „ა.ზ 1 “ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისთვის − სამედიცინო გაფრთხილების 2 ნიმუშს და საჭიროების შემთხვევაში − შესაბამისი პიქტოგრამის 2 ნიმუშს, აგრეთვე საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, სამედიცინო გაფრთხილების კომპიუტერულ შრიფტსა და ზომას, გამოსახულების ხარისხის შესაბამის პარამეტრებს.
4. პიქტოგრამის ნიმუში უნდა შეესაბამებოდეს და შეიცავდეს დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების ტექსტს, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ 1 “, „ა.ე“, „ა.ზ“, „ა.ზ 1 “ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში − სამედიცინო გაფრთხილების ტექსტს და უნდა იკავებდეს სამედიცინო გაფრთხილების საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ნაწილს.
5. სამედიცინო გაფრთხილებების როტაცია ხდება შემდეგნაირად: ა) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა წლის განმავლობაში უნდა გამოიყენოს ყველა ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ 1 “, „ა.ე“, „ა.ზ“, „ა.ზ 1 “ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში − ყველა სამედიცინო გაფრთხილება, იმგვარად, რომ ისინი გასაყიდი თამბაქოს ნაწარმის თითოეული სახეობის კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე თანაბრად განაწილდეს; ბ) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა წლის განმავლობაში უნდა აირჩიოს 3 დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება შესაბამისი პიქტოგრამებით, იმგვარად, რომ ისინი თანაბრად განაწილდეს გასაყიდი თამბაქოს ნაწარმის თითოეული სახეობის კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე. 5 1 . თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი თამბაქოს ნაწარმის საქართველოში სარეალიზაციოდ გატანისას ან/და თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი თამბაქოს ნაწარმის იმპორტირებისას ვალდებულია შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ თამბაქოს ნაწარმის რა რაოდენობაზე და რომელ პარტიაზე რა სახის (ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება, დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება) და რომელი ნიმუშის სამედიცინო გაფრთხილებების როტაცია განახორციელა.
6. თამბაქოს ნაწარმის ყოველ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება განთავსებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე (ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურად), ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, და უნდა იყოს: ა) დაწერილი გარკვევით და მკაფიოდ; ბ) დაბეჭდილი თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე (გარდა გარე გამჭვირვალე შეფუთვისა) (სიგარის, სიგარილას, დასაღეჭი თამბაქოს, საწუწნი თამბაქოს, თხევადი თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში, აგრეთვე 50 კილოგრამზე მეტი თამბაქოს ნედლეულის შემთხვევაში დასაშვებია დაბეჭდვის ნაცვლად სამედიცინო გაფრთხილების სტიკერის სახით დაკვრა), არ უნდა იყოს დაფარული, დამახინჯებული ან შეცვლილი, შეფუთვის გახსნისას არ უნდა დაზიანდეს ან მას არ უნდა მოსცილდეს; გ) დაბეჭდილი კომპიუტერული შრიფტით, გამუქებულად, თეთრ ფონზე შავი ასოებით ან შავ ფონზე თეთრი ასოებით; თეთრი ფონი შემოფარგლული უნდა იყოს შავი ჩარჩოთი, ხოლო შავი ფონი – თეთრი ჩარჩოთი, რომელიც არ კვეთს და არ ეხება ასოებს; ჩარჩოს ხაზის სისქე უნდა იყოს 1 მმ; დ) განთავსებული თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე, ზედა და ქვედა კიდეების პარალელურად, და არ უნდა იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 65 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისთვის – განთავსებული შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე და არ უნდა იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები; ე) განთავსებული: დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება − კოლოფის წინა გვერდზე; ძირითადი სამედიცინო გაფრთხილება − კოლოფის უკანა გვერდზე, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ 1 “, „ა.ე“, „ა.ზ“, „ა.ზ 1 “ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში − კოლოფის წინა და უკანა გვერდებზე. 6 1 . იმ თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე, რომელიც განკუთვნილია სასაზღვრო კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისთვის ან/და განლაგებისთვის, შეიძლება განთავსდეს ინგლისურენოვანი სამედიცინო გაფრთხილება, რომელიც სრულად შეესაბამება მოცემული პროდუქტისთვის ევროკავშირის მოქმედი დირექტივით დადგენილ მოთხოვნებს და არ არღვევს ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა უფლებებს.
7. (ამოღებულია - 17.05.2017, №859).
8. არ შეიძლება სამედიცინო გაფრთხილება დაიფაროს სხვა დაბეჭდილი ინფორმაციით ან გამოსახულებით.
9. ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრება თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ 1 “, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ 1 “ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი, რომლის მიზანია: ა) თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება; ბ) სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობისა და თვალსაჩინოების გაზრდა; გ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების შესახებ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობის შემცირება.
10. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ 1 “, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ 1 “ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის (გარდა თამბაქოს ნაწარმის მიკვლევადობის ნიშნისა) გამოყენება. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ 1 “, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ 1 “ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) წარწერა, გარდა თამბაქოს ნაწარმის ბრენდის სახელისა და ვარიანტის სახელისა, შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე და მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანა. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ 1 “, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ 1 “ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე ამ ნაწარმის ბრენდის სახელი ან ვარიანტის სახელი შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე ინგლისურ ენაზე და ზომით არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ამასთანავე, ფილტრიან სიგარეტზე, უფილტრო სიგარეტზე, პაპიროსზე, სიგარასა და სიგარილაზე რაიმე სახის წარწერის დატანის საკითხი რეგულირდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
11. საქართველოს მთავრობა ნორმატიული აქტით იღებს გადაწყვეტილებას თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ 1 “, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ 1 “ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შემდეგი მახასიათებლების ან/და ელემენტების დაშვების (გამოყენების) ან აკრძალვის ან მათ მიმართ რაიმე სახის მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ: ა) თამბაქოს ნაწარმის ან მისი შეფუთვის ფერი, ზომა და ფორმა; ბ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის მასალა და ფაქტურა; გ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გახსნის სახე; დ) თამბაქოს ნაწარმის გარსი და შიგთავსი; ე) თამბაქოს ნაწარმსა და მის შეფუთვაზე დასატანი გარკვეული სიტყვები ან ნიშნები (მათ შორის, გარკვეული სახის ბრენდის, ლოგოს ან სავაჭრო ნიშანი); ვ) სიტყვები ან ნიშნები, რომელთა თამბაქოს ნაწარმზე ან მის შეფუთვაზე დატანაც დაშვებულია; ზ) თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის განმასხვავებელი მახასიათებლები, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის იერსახის ან შინაარსის შეცვლისკენ მიმართული მახასიათებლები, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის შემდეგ ხმის გამოსაცემად ან სურნელის გამოსაფრქვევად; თ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაში მოთავსებული ან გამოყენებული საგანი ან მასალა, რომელიც არ არის ამ შეფუთვის განუყოფელი ან აუცილებელი ნაწილი; ი) თამბაქოს ნაწარმზე ან მის შეფუთვაზე მიმაგრებული საგანი, გარდა სავალდებულო აქციზური მარკისა და ამ მუხლით განსაზღვრული სამედიცინო გაფრთხილებისა; კ) თამბაქოს ნაწარმის წონის განმსაზღვრელი, რომელიც შეიძლება ამ ნაწარმის შეფუთვაში იყოს მოთავსებული; ლ) თამბაქოს ნაწარმის ისეთი მახასიათებელი ან ელემენტი, რომელიც გამოიწვევს ამ ნაწარმისთვის დამახასიათებელი გემოს მიცემას.
12. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ 1 “, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ 1 “ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე ბრენდის სახელის ან ვარიანტის სახელის გამოსახვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის აღნიშნული ნორმატიული აქტით შესაძლებელია განისაზღვროს: ა) ბრენდის სახელის ან ვარიანტის სახელის სიგრძის ლიმიტი; ბ) ბრენდის სახელში ან ვარიანტის სახელში იმ სიტყვებისა და ფერების გამოყენების აკრძალვა, რომლებმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი თამბაქოს ნაწარმის მახასიათებლების, ჯანმრთელობაზე ზეგავლენის, რისკის ან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ ან იმის თაობაზე, რომ თითქოს თამბაქოს ეს ნაწარმი სხვა ნაწარმთან შედარებით ნაკლებად მავნებელია ან მასზე უკეთესია, რადგან ნატურალურია ან ორგანულია ან სასარგებლოა ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის; გ) ისეთი სიტყვების ან ფრაზების გამოყენება, რომლებიც გამიზნულია მომხმარებლის ეკონომიკური წახალისებისთვის; დ) მოთხოვნები სიტყვების ან ნიშნების გამოსახვის წესის შესახებ, მათ შორის, მანერა და გარემოებები, რომლითაც და რომლებშიც ეს სიტყვები ან ნიშნები გამოისახება, შესაბამისი შრიფტის სახე, ზომა და ტიპი, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სიტყვების მდებარეობა და ორიენტაცია.
13. ამ მუხლის მე-9–მე-12 პუნქტების შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტები არ უნდა ახდენდეს გავლენას პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე – დაარეგისტრიროს სავაჭრო ნიშანი და საავტორო უფლება, ფლობდეს და განკარგავდეს მათ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1278 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 16 ოქტომბრის კანონი №5128 – ვებგვერდი, 23.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2127 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3923 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3924 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4361- ვებგვერდი, 11.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4362- ვებგვერდი, 11.07.2024წ.