Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 81² (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 81² (დანართი 1). შერჩეული პირის მიერ აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განხორციელებისას მეწარმე სუბიექტებისა და შერჩეული პირის უფლება-მოვალეობები

რედაქცია №400 კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123455¹6

1.არამატერიალური ფორმით სავალდებულო ნიშანდება/მარკირება ხორციელდება შერჩეული პირის მიერ საწარმოო ხაზზე დამონტაჟებული დანადგარების საშუალებით.

2.არამატერიალური ფორმის მარკებით საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განხორცილებისას მწარმოებლის უფლება-მოვალეობებია: ა) უზრუნველყოს საწარმოო ხაზის გამართული მუშაობა და შესაბამისი პირობების დაცვა მარკირების პროცესის შეუფერხებელი განხორციელებისთვის; ბ) 30 კალენდარული დღით ადრე აცნობოს შემოსავლების სამსახურს პროდუქციის ფორმებში/დიზაინში შესატანი ცვლილებების შესახებ (ახალი შეფუთვის დამატება და ა.შ), რომლის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს წინასწარ წარედგინება ახალი პროდუქტის პარამეტრები და ფორმის/დიზაინის (მათ შორის, თავსახური) არანაკლებ 5 ნიმუში; გ) 15 კალენდარული დღით ადრე აცნობოს შერჩეულ პირს ხაზების აღდგენის, განახლების ან რეკონსტუქციის შესახებ ისეთ შემთხვევაში, როდესაც ხაზის შეჩერების საჭიროება გრძელდება 5 სამუშაო ან მეტი დღის განმავლობაში; დ) არანაკლებ 3 თვით ადრე აცნობოს შერჩეულ პირს ახალი წარმოების დაწყების, ბრენდის დამატების, ხაზების დამონტაჟების შესახებ, რომელიც მოახდენს ცვლილებას წარმოების მოცულობაში; ე) უზრუნველყოს წუნდებული (არასწორად ნიშანდებული/მარკირებული) პროდუქციის საწარმოო ხაზიდან ამოღება; ვ) არ მოახდინოს მარკირებული ნაწილის დაფარვა სხვა მასალით, რომელიც ხელს შეუშლის განხორციელებული ნიშანდების/მარკირების იდენტიფიცირებას; ზ) უზრუნველყოს მხოლოდ ამ ბრძანებით დადგენილი წესით ნიშანდებული/მარკირებული პროდუქციის სარეალიზაციოდ გატანა. ამასთან, ნიშანდებულად/მარკირებულად ითვლება ის პროდუქტიც, რომელზეც ვერ ხერხდება შერჩეული პირის მიერ დატანილი არამატერიალური ფორმის მარკის სრული ან ნაწილობრივი წაკითხვა/ამოცნობა; ზ 1 ) საწარმოო ხაზებზე დამონტაჟებული დანადგარების მზადყოფნის შესახებ შერჩეული პირის მიერ დასტურის მიღების შემდეგ, პროდუქციის სავალდებულო ნიშანდება/მარკირება უზრუნველყოს მხოლოდ შერჩეული პირის მიერ, გარდა ამ ბრძანების 78-ე მუხლის მე-9 პუნქტითა და 78 1 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თ) შეასრულოს შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებული ინსტრუქციები ნიშანდებისთვის/მარკირებისათვის საჭირო პროცესის მომსახურების თაობაზე და ინსტრუქციების მიღებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს საწარმოო ხაზზე საჭირო კორექტირების შეტანა; ი) უზრუნველყოს მარკირებისათვის შერჩეული პირის მიერ განსაზღვრული მომსახურე პერსონალის საწარმოში დაშვება, საჭირო დანადგარების მომსახურებისათვის; კ) უზრუნველყოს დამონტაჟებული დანადგარების დაცვა და უსაფრთხოება; ლ) შერჩეული პირისგან მოითხოვოს შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების შესაბამისად სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განხორციელება, საწარმოო ხაზების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, საჭიროების შემთხვევაში, დამონტაჟებული დანადგარების/მოწყობილობების ტექმომსახურება; მ) 1 სამუშაო დღეში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია იმ პროდუქციის თაობაზე, რომლის ნიშანდებისას/მარკირებისას მონაცემთა ბაზაში აისახა არასწორი ინფორმაცია პროდუქციის შესახებ (დასახელება, მოცულობა და ა.შ), მონაცემთა ბაზაში არასწორად ასახული ინფორმაცის მითითებით. ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ასეთი პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში, მწარმოებელზე გავრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები; ნ) ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველყოს შერჩეული პირისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მონაცემთა ბაზაში არასწორად ასახული პროდუქციის თაობაზე შესაბამისი ოქმის შედგენა დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელიც წარედგინება შემოსავლების სამსახურს.

3.არამატერიალური ფორმის მარკები თ საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განხორცილებისას, შერჩეული პირის უფლება-მოვალეობებია : ა) უზრუნველყოს ნიშანდების/მარკირების განსახორციელებლად საჭირო დანადგარების მონტაჟი საწარმოო ხაზებზე შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების შესაბამისად; ბ) მოამზადოს და მწარმოებლებს მიაწოდოს ყოველი საწარმოო ხაზის ტექმომსახურებისთვის შესაბამისი ინსტრუქციები შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების შესაბამისად; გ) განახორციელოს საწარმოო ხაზზე მის მიერ დამონტაჟებული დანადგარების/მოწყობილობების ტექმომსახურება და მეწარმე სუბიექტის ყველა მიმართვაზე შესაბამისი რეაგირება შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების შესაბამისად; დ) უზრუნველყოს მარკირების დანადგარის ექსპლუატაციის/პირველადი მოხმარების განსახორციელებლად საწარმოს პერსონალის ტრენინგი შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების შესაბამისად; ე) უზრუნველყოს წარმოების პროცესში პროდუქციის მარკირებისას აღმოჩენილი წუნის დაფიქსირება/აღრიცხვა; ვ) საწარმოო ხაზებზე ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში დააფიქსიროს ყველა შემთხვევა და 24 საათის განმავლობაში მიაწოდოს ანგარიში შემოსავლების სამსახურს; ზ) წერილობითი ან ელექტრონული ფორმით აცნობოს შემოსავლების სამსახურსა და მწარმოებელს საწარმოო ხაზებზე დამონტაჟებული დანადგარების მზადყოფნის შესახებ; თ) უზრუნველყოს ნიშანდებული/მარკირებული პროდუქციის შესახებ მონაცემთა ბაზაში არასწორად ასახული ინფორმაციის თაობაზე მწარმოებელთან ერთად შესაბამისი ოქმის შედგენა და შემოსავლების სამსახურის დასტურის შემდეგ, ბაზაში ინფორმაციის გასწორება.

4.შერჩეული პირის მიერ გაცემული მატერიალური ფორმის მარკებით პროდუქციის ნიშანდებას/მარკირებას უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტი.

5.მატერიალური ფორმის მარკებით საქონლის სავალდებულო ნიშანდების/მარკირების განხორციელებისას მეწარმე-სუბიექტისა და ფიზიკური პირის მოვალეობებია: ა ) 3 სამუშაო დღით ადრე აცნობოს შემოსავლების სამსახურს მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულ ინფორმაციაში დამატებების ან ცვლილებების თაობაზე; ბ) არ მოახდინოს ნიშანდებული/მარკირებული ნაწილის დაფარვა სხვა მასალით, რომელიც ხელს შეუშლის მარკის საიდენტიფიკაციო მაჩვენებლების ამოცნობას (მარკაში დაშიფრული ინფორმაციის წაკითხვას); გ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია იმ პროდუქციის თაობაზე, რომლის ნიშანდებაზე მონაცემთა ბაზაში აისახა (გააქტიურდა) არასწორი ინფორმაცია; დ) მატერიალური ფორმის აქციზური მარკების მიღებიდან 6-თვიან პერიოდში მოახდინოს იმპორტისათვის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციისთვის მიღებული მატერიალური ფორმის მარკების გამოყენება ან დაბრუნება ამ ინსტრუქციის 81-ე და 81 1 მუხლებით დადგენილი წესის გათვალისწინებით. იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, გარდა ამ ინსტრუქციის 78-ე მუხლის 6​ 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უზრუნველყოს პროდუქციაზე ნიშანდების/მარკირების შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ასახვა (გააქტიურება); დ 1 ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისთვის, ამავე მუხლის 1 2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმპორტიორის მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში გამოუყენებელი მარკების დაუბრუნებლობა ითვლება აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება აქციზით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით საქონლის ამ ინსტრუქციის 78-ე მუხლის 6 1 პუნქტის შესაბამისად საქონლის ნიშანდების შემთხვევაში, მოხდება გადასახდელად დარიცხული აქციზის გადაანგარიშება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად; ე) მატერიალური ფორმის მარკების მიღების შემდეგ, შეფუთვის ფორმების მიხედვით, მათზე დატანილი კოდის-ნუმერაციის შესაბამისად, უზრუნველყოს მოძრაობის (მიღებულია, უარყოფილია, დაკარგულია) სტატუსის მონაცემთა ბაზაში ასახვა (გააქტიურება); ვ) უზრუნველყოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19, 2403 91 000 00, 2403 99 100 00 და 2404 11 000 00 კოდებში მითითებული საქონლისათვის მიღებული მატერიალური აქციზური მარკის მონაცემთა ბაზაში ასახვა (გააქტიურება) აქციზური მარკის მიღებისთანავე, არაუგვიანეს მიღებიდან 1 სამუშაო დღისა; ხოლო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00  კოდებში მითითებული საქონლისათვის მიღებული მატერიალური აქციზური მარკის მონაცემთა ბაზაში ასახვა (გააქტიურება) – არაუგვიანეს საქონლის მიწოდების განხორციელებისა.

5¹.„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის VIII თავის შესაბამისად, აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერისას, აქციზური მარკები ითვლება უტილიზებულად და არ ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას, ხოლო ამ საქონელზე გადახდილი აქციზი ექვემდებარება შემცირებას ამ ინსტრუქციის დანართი №IV-01-ით გათვალისწინებული აქციზის დეკლარაციით.

6.ნიშანდებული/მარკირებული პროდუქციის შესახებ არასწორად ასახული (გააქტიურებული) ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში გასწორება ხორციელდება შერჩეული პირის მიერ, შემოსავლების სამსახურის მიმართვის საფუძველზე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №209 – ვებგვერდი, 20.06.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 ივლისის ბრძანება №220 – ვებგვერდი, 06.07.2012წ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №406 – ვებგვერდი, 21.09.2012წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 15 აპრილის ბრძანება N106 - ვებგვერდი, 16.04.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №346 - ვებგვერდი, 19.11.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.11.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 09.03.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 10 მაისის ბრძანება №141 - ვებგვერდი, 11.05.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 23 სექტემბრის ბრძანება №323 - ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №302 - ვებგვერდი, 17.08.2023წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 29.01.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 3 თებერვლის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 05.02.2026წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №286 - ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №398 · ძალაშია 17 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 81¹ (დანართი 1)შემდეგი მუხლი 82 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 8 ოქტ. 2026 · №400

  • 23 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 80² (დანართი 1)შერჩეული პირის მიერ არამატერიალური ფორმით აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების/არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განხორციელება და მომსახურების გაწევა
  • 80¹ (დანართი 1)შერჩეული პირის მიერ აქციზური საქონლის სავალდებულო ნიშანდების ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების განსახორციელებლად საჭირო მატერიალური ფორმის მარკების გაცემა
  • 78¹ (დანართი 1)არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 192¹არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება
  • 288მიკრო და მცირე ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევა
  • 192აქციზური მარკები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 200⁶სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა
  • 200⁵სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ყალბი მარკირების ნიშნის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება
  • 200მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 155²მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია და გადაზიდვა

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 12სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12200⁶200⁵200155²192¹28819280² (…80¹ (…78¹ (…781² (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…ინტელექტუალურ საკუთრებ…სასაქონლო ნიშნების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 8 ოქტ. 2026 · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026