ვაზისა და ღვინის შესახებ

მუხლი 33. ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე სავალდებულო ინფორმაციის მითითების წესი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 3 იან. 2028

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილი

1.საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „დ“–„ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო ინფორმაცია უნდა მიეთითოს ქართულ ენაზე ან ქართულ და უცხოურ ენებზე.

2.ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე პროდუქტის დასახელება, ნომინალური მოცულობა, ფაქტობრივი სპირტშემცველობა და მწარმოებელი ქვეყნის დასახელება უნდა მიეთითოს მხედველობის ერთ არეში. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 წ ., მუხ.183 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 თებ. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან · იცვლება 1 თებ. 2027-დან

1. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ღვინის და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის ეტიკეტზე წარწერები უნდა იყოს ქართულ ენაზე ან ქართულთან ერთად ერთ-ერთ უცხო ენაზე. 2. ექსპორტირებისათვის განკუთვნილი პროდუქციის გაფორმებისას ეტიკეტზე დასაშვებია დამატებითი ან განსაკუთრებული ინფორმაციის მითითება იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობის ან იმპორტიორი იურიდიული ან ფიზიკური პირის მოთხოვნის შესაბამისად. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 წ ., მუხ .18 3

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 თებ. 2027 – 4 იან. 2028 ტექსტი უცნობია

  2. … – 26 ოქტ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2021

    პირველ პუნქტში წესი შემოიფარგლა სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლით და ინფორმაციას დაემატა განმარტება „სავალდებულო“; ორივე პუნქტში ტერმინი „ღვინო და სპირტიანი სასმელი“ ჩანაცვლდა „ალკოჰოლიანი სასმლით“ და ფორმულირება გადაკეთდა („უნდა მიეთითოს“).

  2. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2017

    33-ე მუხლის პირველი პუნქტი ენის მოთხოვნას უკავშირებს 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონკრეტულ ქვეპუნქტებს, ხოლო მე-2 პუნქტი ადგენს ოთხი მონაცემის მხედველობის ერთ არეში მითითების ვალდებულებას.

  3. · გამოქვეყნდა 18 ივნ. 2007

    33-ე მუხლის მე-2 პუნქტში ორი უცხო ენის წესი შეიცვალა ექსპორტის ეტიკეტზე დამატებითი ინფორმაციის მითითების დაშვებით.

  4. · გამოქვეყნდა 23 ივლ. 2002

    პირველ პუნქტში ეტიკეტის ენის წესი შემოიფარგლა ქართულით ან ქართულთან ერთად ერთი უცხო ენით და ამოღებულია უცხო ენაზე სავალდებულო აღნიშვნების ჩამონათვალი. მე-2 პუნქტში მცდარი ინფორმაციის აკრძალვის ნაცვლად დადგინდა, რომ ორი უცხო ენა დასაშვებია მხოლოდ სახელწოდებისთვის, იმპორტიორის მოთხოვნით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23273133¹3233²8192678¹ (…66185 (და…2833
მითითებამნიშვნელობით ახლოსვაზისა და ღვინის შესახ…სურსათის/ცხოველის საკვ…თამბაქოს კონტროლის შეს…საქართველოს საგადასახა…ბავშვთა ბუნებრივი კვებ…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა